თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 18:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 0
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)
"კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური განხილვა
***


კერიკის შექების მიზეზიც გვაქვს. მან რამდენიმე დიდებული წართმევა განახორციელა.

მოდით, "კრისტალ პალასის" კონტრშეტევას გადავხედოთ. დაცვაში ბლინდი, ვალენსია და კერიკი დარჩნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ბლინდი შემტევის მოქმედებას ფარავს. კერიკი სიტუაციას აფასებს: ის ხედავს, რომ მის ზურგს უკან თავდამსხმელია, მაგრამ ამავდროულად ბურთის მქონე ფეხბურთელი შენელდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


იდეალური მომენტის შერჩევის შემდეგ მაიკლი თავდამსხმელთან მიდის და ბურთს ართმევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


***


მიმაჩნია, რომ კერიკს დაცვაში თამაშის საშუალება უნდა მივცეთ. სისწრაფეში მისი უკმარისობის, მაგრამ პოზიციის კარგად შერჩევის უნარის გამო იგი იდეალურად მოერგებოდა ცენტრალური მცველის პოზიციას. ტყუილად კი არ გაუცვლიათ ბლინდსა და კერიკს პოზიციები უილსონის გამოსვლის შემდეგ, როცა ბურთის დაჭერა გახდა საჭირო.

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე არჩევანს თუ კერიკზე შეაჩერებენ, ეს "იუნაიტედის" თამაშის ხარისხსაც და სისწრაფესაც ძლიერ დარტყმას მიაყენებს.




ანხელ დი მარია


ნათელი დასაწყისის და სარეკორდო ფასის შემდეგ ბევრი ჩვენგანი დი მარიასგან როგორც მინიმუმ შეცდომების დაშვების ნაკლებობას და მაქსიმუმ ყოველ თამაშში გოლის გატანას ელოდება. უნდა ვაღიაროთ, რომ დი მარიას ახლა წარუმატებელი მონაკვეთი აქვს.

მოდით, სულ ერთი ეპიზოდი განვიხილოთ.

შეტევაში დი მარიაა. მის წინ ორი მოწინააღმდეგე დგას, ხოლო ცენტრალურ ზონაში თავისუფალი რუნი. როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოთამაშემ ასეთ დროს?..

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


გახსნილ პარტნიორზე პასის გადაწოდების მაგივრად დი მარია კარში ურტყამს.

თითქოს რუნი დაკარგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


კიდევ ერთი რემარკი. დი მარიას სტატუსისა და მარცხენა ფლანგის პრიორიტეტის გამო იანუზაი მარჯნივ გადასწიეს. მარჯვენა ფლანგზე მდგომ იანუზაისა და მარცხენა ფლანგზე მდგომ იანუზაის შორის შესამჩნევი სხვაობაა. გუნდი lose-lose სიტუაციაში იმყოფება - დი მარია საჭირო დონეზე ვერ თამაშობს, ხოლო ადნანი ნამდვილად არ ბრწყინავს.

რობინ ვან პერსი

რობინი ისევ მონდომებული და სასარგებლოა, მაგრამ ეს ცოტაა. ყველას სურს იხილოს მკვლელი რობინი, რომელიც ეპიზოდს მარტოდმარტო წყვეტს, როგორც ამას აგუერო აკეთებს. და რა თქმა უნდა ყველას გვსურს ვიხილოთ რობინი, რომელიც ასეთი პოზიციიდან არ აცილებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


დაბრუნდება თუ არა ვან პერსი, რომელსაც ერთი შეხება ჰყოფნიდა განხილვის საგანია.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top