მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა მაიკლ ქერიქმა განაცხადა, რომ თავისმა თანაგუნდელებმა ნაკლებად უნდა მიაქციონ ყურადღება დერბის წინ ატეხილ აჟიოტაჟს. წინა სეზონის შედეგების შემდეგ დერბის მნიშვნელობა ერთი-ორად გაიზარდა. ქერიქმა თქვა, რომ მათ არაფერს არ უნდა მიაქციონ ყურადღება და მოიქცნენ ისე, როგორც ჩვეულებრივი მატჩის წინ:"ჩვენ ყოველთვის ცხრილის სათავეში ყოფნა გვინდა. ძალიან რთული მატჩი გველის წინ, რომელიც ტურნირის ცხრილიდან გამომდინარეც მნისშვნელოვანია. მოწინააღმდეგისგან დამოუკიდებლად თუ ვიმსჯელებთ წინ მორიგი მატჩი გველის. კარგია, რომ ტურნირის სათავეში ვართ და შესანიშნავი ფორმით დავუპირისპირდებით სიტის ეტიჰადზე. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და სულმოუთქმელად ველით მატჩის დაწყებას. ამ მატჩის მნიშვნელობა ძალიან არ უნდა გადავამეტოთ. ჩვენ იქ უბრალოდ ჩვენი საუკეთესო თვისებები და თამაში უნდა ვაჩვენოთ. მივაღწიოთ წარმატებას და გავიმყაროთ ადგილი ტურნირის სათავეში"