რადამელ ფალკაოს მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
კოლუმბიელ ფორვარდს ოქტომბრის თვის შემდეგ არ ჩაუტარებია შეხვედრა "იუნაიტედის" რიგებში. უკანასკნელად იგი "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა. ამის მიზეზი კი ვარჯიშზე მიღებული ტრავმა გახლავთ.
მოახერხებს თუ არა ფალკაო "არსენალთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას მყესი აქვს დაზიანებული. გამოჯანმრთელება 2-3 კვირას საჭიროებს და თუ კლუბის ექიმებს დავუჯერებთ, ის მომდევნო თვეში იქნება მწყობრში."
"დისკომფორტის მიზეზი კუნთია. ის მარტო ვარჯიშობს და სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამას გადის. მოთმენა მოუწევს, სანამ ითამაშებს." - განაცხადა რადამელ გარსიამ.