თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 12:14
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2729,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში
გავიგოთ, ვინ არის საუკეთესო 10 ფეხბურთელი ამ სეზონში
რთულია ვან გაალის მიერ გაწეულ სამუშაოს გასულ 6 თვეში გვერდი აუარო, მიუხედავად კარგი შემადგნელობისა, მაღალი დონის ფეხბურთელებისა, ძალიან რთულია საუკეთესო შედეგის ჩვენება. მაგრამ, მანამდე შემოგთავაზებთ ტოპ 10 ფეხბურთელის ჩამონათვალს, თქვენ კი თქვენი დაწერეთ კომენტარებში.
ცნობისთვის, ტოპ 10 ფეხბურთელი შეირჩა, საჭიროების მიხედვით, თუ რამდენად ხშირად ენდობა ვან გაალი ფეხბურთელს და რამდენად შედეგიანია, ესა თუ ის ფეხბურთელი.
აქვე:"ტოპ 10-ში" ვერ მოხვდებოდა ფელაინი, რადგან მან მხოლოდ 259 წუთი ითამაშა, მიუხედავად კარგი მატჩებისა, მას მაინც არ ეკუთვნის ადგილი საუკეთესო 10-ეულში. ასევე, ფალკაოც ვერ მოხვდებოდა, რადგან მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა სრულად, მიუხედავად იმისა, რომ შექმნა მომენტები, გაიტანა გოლი, ჯერ-ჯერობით მაინც არ ეკუთვნის ადგილი ტოპ 10-ში.
ბოლოს კი მატა, ისიც ვერ მოხვდებოდა ტოპ 10-ში, რადგან მან დაიწყო სეზონი ნომინალურ 10-იანად, თუმცა შემდეგ რამდენიმე თამაში ვერ ხვდებოდა ძირითადში. ასევე ჰქონდა შანსი, რომ რუნის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციის დროს კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

#10: მარკოს როხო

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

როხომ 2 მატჩი ამ სეზონში მარცხენა მცველად ჩაატარა, ხოლო 5 ცენტრალურ მცველად. ჯამში 7 მატჩის მიხედვით, მარკოს როხო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო დაცვის ცენტრში.
არგენტინელის ფეხბურთი ამ სეზონში ტურბულენტურია, ხან ზევით ხან ქვევით.
ხშირად როხო უშვებს შეცდომებს, ეტყობა რომ ახალგაზრდაა და ნერვიულობს. თუმცა, ასევე იგრძნობა, რომ მასში დიდი პოტენციალია და აუცილებლად გამოსწორებადი.
იმ დაცვის ხაზში, რაც ლუი ვან გაალს ჰყავს რთულია კარგი მცველის ამორჩევა, მაგრამ მარკოს როხო აუცილებლად იმსახურებს ძირითადს, არგენტინელი კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

#9: რობინ ვან პერსი

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

რობინ ვან პერსი, ერთი შეხედვით არ იმსახურებს ამ ადგილს. მის ანგარიშზე ამ სეზონში მხოლოდ 3 გოლია, 9 მატჩში.
თუმცა, ამ 3 გოლიდან 1 "ჩელსისთან" წაგებას გადარჩენილი გოლია, ხოლო მეორე მომგები გოლი, რომელიც ვან პერსიმ "ვესთ ჰემთან" გაიტანა.
ასე, რომ რობინ ვან პერსის პირადად ეკუთვნის 4 ქულა ამ სეზონში...
ბოლო პერიოდში ჰოლანდიელი ხშირად იღლება თამაშის ბოლოს და შეუმჩნეველი ხდება ხოლმე, მაგრამ მასში კვლავ არის გოლის გატანის ალღო.

#:8ფილ ჯონსი

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

რაც კვირები გადის, ფილ ჯონსის პოტენციალი უფრო და უფრო იკარგება. პრობლემა მასში არაა, თუმცა რეალურად მასშიცაა, რადგან მისი ხშირი ტრავმები ხელს უშლის მის კარიერულ წინსვლას.
22 წლის მცველმა აგვისტოში შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და პირველად აიღო "თვის ფეხბურთელის" ტიტული. შემდეგ დაეწყო ტრავმები და მისი პროგრესი გაჩერდა.
სექტემბრის დასაწყსში, მან ტრავმა მიიღო სანაკრებო თამაშების დროს და გამოაკლდა გუნდს 2 სერიოზული მატჩში. ფილმა ვერ ჩაატარა შეხვედრა "ჩელსისთან", ისევე როგორც გუნდს დააკლდა "სიტისთან" მატჩშიც.

როდესაც ფილი ტრავმის გარეშეა, ის "იუნაიტედის" საუკეთესო მცველია. ინგლისელმა მცველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ხშირად იღებს ტრავმებს და ეცადოს ნაკლებ რისკიანად თამაში, თუ კი მას სურს რომ მაღალ დონეზე განაგრძოს თამაში.

#7:ლუკ შოუ

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

შოუმ სეზონის დასაწყისში 5 მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო. თუმცა ის დაუბრუნდა გუნდს და ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან კარგი მატჩებიც ჩაატარა. კერძოდ: "ვესთ ჰემთან, სიტისთან, ჩელსისთან და ევერტონთან".
ლუკ შოუს მოუმზადებლობამ, მისი ძირითადში დგომის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, როდესაც 19 წლის ფეხბურთელმა ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა "ვესტ ბრომვიჩთან". თუმცა პრობლემა მხოლოდ მასში არაა, ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდმივად სხვადასხვა დაცვასთან ერთად უწევს თამაში და შეუთამაშებლობა დაცვაში სერიოზული პრობლემაა.
შოუ აუცილებლად მოუმატებს, ინგლისელი ახალგაზრდა ვან გაალთან ერთად ძალიან დიდ მიზნებს მიაღწევს.

#6:ანდერ ერერა

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

მიუხედავად 2 ტრავმისა, ანდერ ერერამ ამ სეზონში უკვე 10 მატჩი ითამაშა. რაც შეეხება მის ორ ტრავმას, ერთი აგვისტოში, ხოლო მეორე სექტემბერში ჰქონდა.
რამდენჯერაც ერერამ ითამაშა, იმდენჯერ ის კლასს აფრქვევდა. ჰქონდა 1-2 მატჩში ჩავარდნაც, თუმცა 25 წლის ფეხბურთელი აუცილებლად მოუმატებს.
ერერამ უკვე შეძლო 2 გოლის გატანა და ის აუცილებლად გააგრძელებს გოლების გატანას.
"იუნაიტედი" ყოველთვის ცდილობდა ისეთი ნახევარმცველის პოვნას, რომელიც თან დაიცავდა და თან შეუტევდა, სწორედ ასეთია ანდერი.

#5:უეინ რუნი

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

რომ არა მისი წითელი ბარათი "ვესტ ბრომვიჩთან" ის აუცილებლად 10-ეულის ლიდერი იქნებოდა. ქვეყნისა და კლუბს კაპიტანი ამ სეზონში 3 გოლისა და 2 ასისტის "მეპატრონეა", ამ ყველაფერისთვის კი მას 7 მატჩი დასჭირდა.
მას შემდეგ რაც რუნიმ წითლის გამო გამოტოვა 3 მატჩი, ის დაუბრუნდა კლუბს და მისი პირველივე თამაში დერბი გამოდგა.
იმისათვის, რომ რუნიმ მოიმატოს რეიტინგში, ის აუცილებლად უნდა გახდეს გუნდის "კრეატივი". ცნობისათვის, რუნი მომენტს მხოლოდ ყოველ 90 წუთში ქმნის, ხოლო მატა ყოველ 58 წუთში.

#4:რაფაელ და სილვა

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

რაფაელი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში საუკეთესო მცველია "იუნაიტედში".
ტრავმისგან დაბრუნებული რაფაელის დებიუტი ამ სეზონში "ქპრ"-სთან შედგა, სადაც ის ბრწყინვალე იყო და ასევე უკეთესი რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა "ვესთ ჰემთან" მატჩში.
ბრაზილიელმა გამოავლინა ძალიან კარგი ხასიათი "ჩელსისთან" მატჩში, როდესაც მან პირველივე ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი, თუმცა შემდეგ მაღალი დონის ართმევების ხარჯზე მას არ მიუღია მეორე ბარათი.
"იუნაიტედს" ისღა დარჩენია, რომ რაფაელს და ლუკ შოუს ცენტრალური წყვილი მოუძებნოს, ლუი ვან გაალმა კი უნდა იმედოვნოს, რომ რაფაელის ტრავმა მალე დასრულდება და დიდი ხანი არ მოუწევს მის გარეშე თამაში.

#3:დეილი ბლინდი

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

ბლინდი ის ფეხბურთელია, რომელიც "იუნაიტედს" ასე ეკლდა დიდი ხნის განმავლობაში. დეილიმ ძალიან მალე გამოავლინა მისი ნიჭიერება და თამაშის ცოდნა, რის გამოც ლუი ვან გაალი მას ენდობა.
"ქპრსთან" მატჩში ის აკონტროლებდა მთელს მოედანს, მიუხედავად მისი სადებიუტო მატჩისა, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევე გაიტანა "ვესთ ბრომვიჩთან" მნიშვნელოვანი გოლი, ასევე გააკეთა ყველაზე მეტი ართმევა "ჩელსისთან" მატჩში.
ჰოლანდიელს უყვარს სიჩქარე და ძალა, შეიძლება ჯერ-ჯერობითის ვან გაალის ფილოსოფიას კარგად ვერ გაეცნო, თუმცა აუცილებლად აითვისებს.
დეილიმ ითამაშა ყველა მატჩში, მას შემდეგ რაც გადმოვიდა კლუბში და უნდა ითქვას, რომ მასში გადახდილი 16 მილიონი სწორედაც, რომ გამართლებულია.

#2:დე ხეა

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

დე ხეას ჰქონდა ნამდვილად ფენომენალური თვე, ოქტომბერი. ესპანელმა კიპერმა 6 "მატჩის-გადამრჩენი" სეივი გააკეთა "ევერტონის" წინააღმდეგ. ასევე, პირველი მატჩი ჩაატარა "ევრო 2016"-ის შესარჩევ მატჩში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ და შემდეგ მოიგო თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული "იუნაიტედში".
დე ხეას მხოლოდ 2-ჯერ აქვს მშრალად შენახული კარი ამ სეზონში, თუმცა ესპანელის მოქმედება ამ სეზონზე საოცრად კარგია, მან უამრავი აუღებელი ბურთის აღება შეძლო.
ესპანელი მეკარე მე-2-ა მარტივი მიზეზის გამო, მან გუნდს არ დააკარგვინა ქულები.

#1:ანხელ დი მარია

"იუნაიტედის" ტოპ 10 ფეხბურთელი, ამ სეზონში

3 გოლი და 5 ასისტი, ეს დი მარიას მონაგარია ამ სეზონზე. არგენტინელი კლუბის წამყვანი მოთამაშეა და ხშირ შემთხვევაში მთელი თამაშის დროს მხოლოდ დი მარია ცდილობს ხოლმე შექმნას სახიფათო მომენტი.
არგენტინელი მუდმივად სისწრაფეზე თამაშობს, ცდება რამდენიმე მოწინააღმდეგეს და მთელს თამაშს თავის თავზე იღებს. ყველაფერი ეს კი ოლდ ტრაფორდს და "იუნაიტედს" არ უნახავს 2009 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რონალდომ დატოვა კლუბი.
დი მარია ასევე დასახელებული იყო სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად. მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 ასისტი იყო.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დი მარიამ ამ სეზონში გოლის გატანის 26 შანსი შექმნა და ის პირველზეა ამ სტატისტიკით, ხოლო მეორეზე მატაა, რომელმაც მხოლოდ 10 შექმნა.
ლუი ვან გაალს, რომ შესძლებოდა დი მარიას პირველ 3 მატჩში დაყენება "იუნაიტედი" ახლა უფრო მაღლა იქნებოდა ცხრილში.
სწორედ ამ მიზეზების გამო ანხელ დი მარია პირველია ამ სიაში.

დაწერეთ თქვენი 10-ეული კომენტარებში.

წყარო: Bleacherreport.com
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ნოემბერი 2014 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პრინციპში სწორად არის დალაგებული ფეხბურთელები, მაგრამ მე პირადად პირველ ადგილზე დე ხეას დავაყენებდი და მეორე ადგილზე დი მარიას. ზოგადად ამ სეზონში სტაბილური თითქმის არავინაა, თავიდან დი მარია კარგი იყო მაგრამ ეხლა ძაან მოუკლო, დე ხეა კი პირიქით თავიდან არც თუ ისე დამაჯერებელი იყო და ეხლა მე ვფიქრობ გუნდში ყველაზე კარგი დე ხეააა.
0
№2
ავტორი: Daley Blind
9 ნოემბერი 2014 12:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
დეილი ბლინდი
აიაქსის ხერხემალი იყო <3 ვინც უყურებდით ”აიაქსის” და ჰოლანდიის თამაშებს დარწმუნდებოდით : )) 3d_13
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№3
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2014 12:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი ათეულია მაგრამ პერსი მართლა არ იმსახურებს
0
№4
ავტორი: Daley Blind
9 ნოემბერი 2014 13:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: AkkRed
კაი ათეულია მაგრამ პერსი მართლა არ იმსახურებს

რატო ამჟამინდელი ”მანჩესტერისთვის”4 ქულა ცოტაა ? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№5
ავტორი: Mufc7
9 ნოემბერი 2014 13:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დი მარიასგან იმედგაცრუებას აქვს ადგილი ბოლო პერიოდია. მე პირადად, მისგან უფრო სხვა დი მარიას ველი. შოუ იმსახურებდა ამ ათეულში შესვლას,ნიჭიერია და გუშინდელ თამაშში მშვენივრად ითამაშა,გახსნა სჭირდება და მაგასაც ეშველება. პერსის რაც შეეხება, მესმის,რომ აქვს შესაძლებლობა,მაგრამ გამოყენება უნდა ყველაფერს,ცოტა დასვენება სჭირდება და მოვა აზრზე და ისევ დაუბრუნდება ძველ ფორმას. პირველ ადგილას მეც დე ხეას გავიყვანდი,სათვალავი ამერია,იმდენჯერ გადაგვარჩინა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2014 13:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დი მარია პირველი და შესაძლოა დე ხეაც შეედავოს მას ამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
9 ნოემბერი 2014 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პერსის მხოლოდ როხო რომ სჯობს მაგრად ტეხავს :D
0
№8
ავტორი: Esi
9 ნოემბერი 2014 17:15
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დე ხეა ნომერ პირველიი <3 მერე დი მარია მესამე ბლინდი მეოთხე რაფიკა <3
0
№9
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2014 19:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარიას სტარტი ჰქონდა ძალიან მაგარი, დე ხეას პირიქით, მაგრამ მაინც საუკეთესო და ყველაზე საიმედო დღეს დე ხეაა. ბლინდიც უმნიშვლოვანეს ფიგურად იქცა გუნდისთვის
0
№10
ავტორი: 7.cantona.7
10 ნოემბერი 2014 05:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
სადაა ფალკაო ? სადაც როხოა ჩამონათვალში და ჯონსი (ძალიან მაგარია და ძლიერი მცველია, უნივერსალიცაა მარა წელს ტრამვებმა დატანჯა)
იქ "El Tigre"ც უნდა იყოს love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top