თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 11:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1985,
კომენტარები: 6
"მეორე ტაიმი" (თავი 1)
როი კინის წიგნის პირველი თავი.
მეორე ნაწილი

თავი I


დავძრწოდი თუ არა მოედანზე და ვფიქრობდი: "ახლა მას ხელთ მოვიგდებ. ახლა მას ხელთ მოვიგდებ?"

არა.

გამივლია თუ არა ეს თავში აზრად? რა თქმა უნდა, კი.

რა თქმა უნდა ასეთი აზრი მქონდა. სწორედ ისე, როგორც რობ ლის, როგორც დევიდ ბეტის, ალან შირერს, დენის უაიზსა და პატრიკ ვიეირას. ისინი მუდამ მახსოვდნენ.

თუ ასეთი შანსი მომეცემა, რა თქმა უნდა შენ წაქცევას ვეცდები. რა თქმა უნდა. დიახ. ეს თამაშია. მე ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობ. მე არ ვთამაშობდი არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, სადაც მთელი კარიერის განმავლობაში შეიძლება ერთი ვარდნაც კი არ გააკეთო. მე არ ვთამაშობდი ვინგერის პოზიციაზე, რომელიც თვითონაც კი არასოდეს იღებს ტრავმებს. მე მოედნის ცენტრში ვდგავარ.

უბრალო დარტყმასა და ფეხბურთელისთვის ტრავმის მიყენების სურვილს შორის დიდი განსხვავებაა.

ჰოლანდმა ღირსეულად დაამთავრა შეხვედრა და ოთხი დღის შემდეგ ნორვეგიის ნაკრებშიც ითამაშა. რამდენიმე წელიწადში სცადა საჩივარი გამოეთქვა, თითქოს იმ ვარდნის გამო პრობლემები ჰქონდა.

ეს სარისკო დარტყმა იყო, მაგრამ ოთხი დღეს შემდეგ თამაში შეძლო.

"ბურთზე ვითამაშე (ასე მგონია)".

მიმაჩნია, რომ მხოლოდ ორმა სიტყვამ გააფუჭა ყველაფერი. შეიძლება ისეთი ინტერპრეტაციაც დაგრჩეთ, რომ თითქოს ისე ვცდილობდი ვარდნას, ბურთსაც კი ვერ ვამჩნევდი. მახსოვს, რომ ბურთი იქ იყო, მაგრამ ჰოლანდი უფრო ადრე აღმოჩნდა იქ. სასამართლოზე ნათქვამი ორი სიტყვა კი ოთხი ათასად დამიჯდა.

გრძელი დღე გამოდგა.

სასჯელი დღის მეორე ნახევარში გამოიტანეს. აპელაციის შესახებაც საუბრობდნენ. მაგრამ, ჩემი ადვოკატი სიტყვა "შეწყვიტეთ"-ს იყენებდა.

- ეს უნდა შევწყვიტოთ, როი.

კარგი სიტყვაა იმ ყველაფრის აღსაწერად, რასაც მე ვგრძნობდი. მე უბრალოდ ყველაფრის შეწყვეტა მინდოდა. ჯარიმა და იურიდიული გადასახადები გადავიხადე. ჯარიმა 150 ათასი, ხოლო სასამართლო განხილვები კიდევ 50. ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ჯარიმა. "იუნაიტედმა" ორ კვირიანი ხელფასის გაუქმება და ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაცია დამიწესა, რომელსაც საფეხბურთო ასოციაციამ კიდევ 5 მატჩი დაამატა.

მართლაც ბევრი წიგნი გავყიდე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ყველაფერი დასრულდა. მე და ჩემი ოჯახი ამ ყველაფრით შევწუხდით.

ჯობდა, ადვოკატის გარეშე გამოვცხადებულიყავი. უბრალოდ სასჯელი მომესმინა. დადანაშაულების მიზეზი მაინც იპოვეს. კარს მიღმა ჟურნალისტების მთელი ეს ბ**ი ბრბო იდგა, მაგრამ არაფრის თქმას არ ვაპირებდი. უბრალოდ დავახვიე.

ვნანობ თუ არა რომ დავწერე? რა თქმა უნდა არა, რადგან წიგნის გამოსვლამდე ყველაფერი თავად დავადასტურე. ვფიქრობდი თუ არა თითოეულ სიტყვაზე? ნამდვილად არა. მინდოდა თუ არა ჰოლანდისთვის ტრავმის მიყენება? ნამდვილად არა. მინდოდა მისთვის დამერტყა, რათა გაეგო, რაც იმ წუთას მოხდა. მინდოდა მასზე შევმდგარიყავი და მეთქვა:

- როგორ მოგწონს ნაბი**რო?!

არ ვნანობ, მაგრამ მისთვის ზიანის მიყენება არ მსურდა.

დიახ, მას ვუთვალთვალებდი. მე ბევრ ფეხბურთელს ვუთვალთვალებდი. ჩემთანაც იმავეს აკეთებდნენ. ეს თამაშია. საბოლოო ჯამში კი ჩვენ დიდებულ გოლებს, სეივებსა და ორთაბრძოლებს ვიღებთ. არსებობს თამაშის ნაწილი, რომელიც არ გვიყვარს, თუმცა ესეც თამაშის ნაწილია. ხალხს მისგან თავის დაღწევა სურს, თითქოს არც არსებობდეს. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში არიან ასეთი ფეხბურთელები. სიმუს მაკდონაჰი, მეკარეთა მწვრთნელი, რომელიც თავის ქვეშევრდომებს მუდამ უმეორებს: "თუ კარებიდან ჩაწოდების ასაღებად გადიხართ, უხეშად ითამაშეთ. ამის შესახებ საჯაროდ არავინ ლაპარაკობს. აქ გოლფს კი არ ვთამაშობთ."

ჰოლანდიც საკმაოდ მეუხეშებოდა, ამით მას მოვაკეტინებ. ასე მაშინ იქცეოდა, როცა "ლიდსში" თამაშობდა. უკან იდგა და თავისი ბუცების კვალს ჩემს ფეხზე ტოვებდა. არსებობს რამდენიმე რამ, რასაც ვნანობ, მაგრამ ალფი ჰოლანდი მათ რიცხვში ნამდვილად არ შედის. ის თამაშის მხოლოდ იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც არ მომწონს.

შემიძლია ვთქვა, რომ "მანჩესტერ სიტის" სხვა ფეხბურთელებზე უფრო ვბრაზდები. თავისი თანაგუნდელის დაცვაც კი არ უცდიათ. ნამდვილად ვიცი, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელისთვის სხვას რომ გაეკეთებინა მსგავსი რამ, მე ახლოს ვიქნებოდი. ალბათ, "სიტის" ფეხბურთელებსაც მიაჩნდათ, რომ ალფი ნამდვილი ს***ა.

ყველა მეუბნებოდა, რომ ეს უნდა დამევიწყებინა და ვფიქრობ გამომივიდა. თუმცა, რამდენიმე რთული თვე მქონდა. ჩემ თავს მთლიანად ფეხბურთს ვუძღვნიდი. ამ შემთხვევას არავითარი ნათელი პლუსები არ ჰქონია. მაიკლმა მითხრა: "ეს უნდა შევწყვიტოთ". ჩემს შემთხვევაში ამან გაამართლა. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ რამე ცუდს აკეთებ, სასჯელიც უნდა მიიღო. ბოლომდე უდანაშაულოდ არასდროს მიგრძვნია თავი. უბრალოდ უნდა მეთქვა:

- მოხდა ის, რაც მოხდა. მსგავსი რამ მხედველობაში არ მქონია, მაგრამ ეს უკვე წიგნშია.

ეს გადარჩენის საკითხი, ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მცდელობა იყო. მაინტერესებდა, თუ რატომ მოხდა სწორედ ასე. რატომ მყავდა ადვოკატი? ეს არ იყო გამარჯვებისა და მარცხის საკითხი, ეს არ იყო სიკეთისა და ბოროტების საკითხი, მხოლოდ ზიანის მინიმუმადე დაყვანის მცდელობა. შესაძლოა, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი, ჯარიმა რომ ნაკლები დაეწესებინათ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო თანხამ გამაოცა. მე უნდა დავესაჯე. იურიდიულმა და ლოგიკურმა არგუმენტებმა არ გაამართლა: მე მყავდა დამხმარე, რომელიც თავის სტილს იყენებდა, ეს იმონის სიტყვები იყო. მე უკვე დასჯილი ვიყავი. მე სიტყვის თავისფულება მქონდა.

როცა სიტყვის თავისუფლება ვახსენე, სტურმანმა უბრალოდ გადაიხარხარა:

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შემიძლია ქუჩაში გავიდე და ყველას შეურაცხყოფა მივაყენო? ეს ხომ არ არის სიტყვის თავისუფლება!

რაღაც მსგავსი მითხრა მოსმენის დაწყებამდე.

- თქვენი საქმე სიტყვის თავისუფლებაზეა დაფუძნებული? არ მჭირდება ეს სიცრუე.

საკუთარ თავს ვუთხარი:

- მხოლოდ ესღა დამრჩა.

სტურმანი შესანიშნავი იყო. მაგრამ მას იოლი საქმე ერგო. ვიდეო კადრები ჰქონდა. შესაძლოა, ეს ყველაზე მარტივად გამომუშავებული ფუნტები იყო მის კარიერაში.

დასასრული.

წყარო: carrick.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2014 10:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასე და ამგვარად მორჩა. როი კინი ყველგან როი კინია. თუნდაც წიგნში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გამივლია თუ არა ეს თავში აზრად? რა თქმა უნდა, კი.

რა თქმა უნდა ასეთი აზრი მქონდა. სწორედ ისე, როგორც რობ ლის, როგორც დევიდ ბეტის, ალან შირერს, დენის უაიზსა და პატრიკ ვიეირას. ისინი მუდამ მახსოვდნენ.

მაგარი კაცია რა wink
0
№3
ავტორი: Mufc7
9 ნოემბერი 2014 11:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მაგარი კაცია wink love RojoDiablo, გმადლობ,რომ მოგვეცი შანსი ,გავცნობოდით იმას, რაც არ დაწერილა საქართველოში ჯერ. მოუთმენლად ველოდებოდი გაგრძელებებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Daley Blind
9 ნოემბერი 2014 12:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
უბრალო დარტყმასა და ფეხბურთელისთვის ტრავმის მიყენების სურვილს შორის დიდი განსხვავებაა.

ამ სიტყვებში ჩანს თუ როგორი ფეხბურთელი იყო ის. როგორც ”რეალის” გულშემატკივარი უდიდეს პატივს ვცემ მას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№5
ავტორი: DiMaria
9 ნოემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Daley Blind,
სააღოლ კროოს. ფიზიკის კანონს დედას უტყნავს
0
№6
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2014 19:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
- როგორ მოგწონს ნაბი**რო?!


ვეთანხმები გიოს, როი კინი ყველგან როი კინია, თავის თავს არსად ღალატობს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top