დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე–10 ტურში "იუნაიტედი" "კრისტალ" პალასს უმასპინძლებს. მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს კრის სმოლინგი, რომელმაც მანჩესტერულ დერბიში წითელი ბარათი მიიღო. იმავე მატჩში მარკოს როხომ მხარი დაიზიანა, რის გამოც მისი თამაში 3 კვირით გადაიდო. გუნდს ვერ დაეხმარება ვერც რადამელ ფალკაო და რაფაელი, რომლებსაც უკვე დიდი ხნის წინ დაშავებულ ევანსსა და ჯონსთან ერთად ტრავმა აწუხებთ. "არწივებს" ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება უილფრიდ ზაჰა, რომელიც "კრისტალ პალასს" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" იჯარის წესით ჰყავს აყვანილი. თამაშს გამოტოვებს მილე იედინაკიც, რომელმაც "სანდერლენდთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-11 ტური
თარიღი: შაბათი, 8 ნოემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: კრის ფოი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)შემადგენლობაძირითადი: De Gea, Valencia, McNair, Blind, Shaw, Fellaini, Carrick, Januzaj, Rooney, Di Maria, van Persie
სათადარიგო: Lindegaard, Vermijl, Blackett, Fletcher, Herrera, Mata, Wilson