თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 14:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 4
საუბარი ვარჯიშებზე: უეინ რუნი
კითხვა-პასუხი უეინ რუნისთან.
საუბარი ვარჯიშებზე: უეინ რუნი
"წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი კაპიტანი, უეინ რუნი ჯერ-ჯერობით უკანაკსნელი ფეხბურთელია, რომელმაც კითხვებს უპასუხა AON-ის სავარჯიშო კომპლექსზე.

რომელ საუკეთესო ხუთეულს დაასახელებდით, ვისთანაც თამაშ ისურვებდით ?

მეკარეც უნდა დავასახელო? თუ არა, მაშინ ჩემ თავს შევუწყვილებდი ანხელ დი მარიას, რადამელ ფალკაოს, რობინ ვან პერსის და ხუან მატას.

რომელია საუკეთესო გოლი, რომელიც ვარჯიშის დროს გინახავთ ?

გიგზის გოლი. მახსოვს რამდნეიმე წლის წინ მან ულამაზესი გოლი გაიტანა ჩაწოდებულზე დარტყმით.

რომელია საუკეთესო გუნდი, რომელიც თქვენ გაგიტანიათ ვარჯიშის დროს ?

ახლა არცერთი მათგანი მახსენდება. ჩვენ ვარჯიშის დროს ამაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. ვარჯიშზე დასრულების უამრავ ვარიანტს განხიხილავთ და მეც უამრავი ლამაზი გოლი მაქვს გატანილი, როგორც დანარჩენებს. ასე რომ ვარჯიშზე გატანილი გოლები არ შედის იმ გოლთა კატეგორიაში, რომელიც დიდხანს გამახსოვრდება.

ვინ არის ყველაზე კონკურენტუნარიანი, მოტივირებული ფეხბურთელი ვარჯიშის დროს ? დეილი ბლინდმა განაცხადა რომ ეს თქვენ ხართ...

დიახ, მე დავასახელებდი საკუთარ თავს და დარენ ფლეტჩერს. რაფაელიც უნდა ვთქვა აუცილებლად და თავად ბლინდიც, რომელიც მოსვლისდღიდანვე ამ კუთხით გამოირჩევა. ვფიქრობ რომ გუნდში ახლა ბევრი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია და თითოეულ მათგანს ვარჯიშზეც კი სურს გამარჯვების მოპოვება. შენ ძალიან იმედგაცრუებული ხარ თუ კი დამარცხებულ გუნდში ხარ, ასე რომ ყველა თავის მხრივ კონკურენტუნარიანია.

რა არის ვარჯიშის საუკეთესო ნაწილი თქვენთვის ?

ჩემი საყვარელი ნაწილი არის, როდესაც თამაშის დრო დგება. არსებობს უამრავი ტაქტიკური და ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც შენ გეხმარება თამაშის უკეთ შეცნობაში, მაგრამ როდესაც თამაშს იწყებ, ხვდები რომ ეს სწორედ ისაა, რომელიც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Gvantsaa
8 ნოემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
აი ეს ხუთეული winked
იმედია მატას არ გაყიდიან areyoukiddingme
0
№2
ავტორი: AkkRed
8 ნოემბერი 2014 15:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Sheni jishi gavwyvite me :D tavi rogor iqebs :D
0
№3
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2014 15:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფა love თავის თავი რო დაასახელა პირველი wink
0
№4
ავტორი: Mufc7
8 ნოემბერი 2014 18:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დი მარია,ფალკაო, პერსი, მატა და რუნი love რა სასტავი request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top