თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 11:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1724,
კომენტარები: 5
ვან გაალის დაცვით მეთოდს დრო სჭირდება
დაცვის თამაშის გამოსწორებას დრო დასჭირდება.
ვან გაალის დაცვით მეთოდს დრო სჭირდება
სეზონის სტარტზე ლუი ვან გაალს შეხვდა არაბალანსირებული გუნდი, რომელშიც თავდამსხმელები - რომლებიც მსოფლიო კლასის ფეხბურთელებად არიან აღიარებულნი - კონტრასტში არიან აშკარად გამოუცდელ და დაცვით ფუნქციებში პიკსმიუღწეველ მცვლებთან. სეზონის განმავლობაში ეს დისბალანსი უფრო ნათელი ხდება 16 გატანილი და 14 გაშვებული გოლის ფონზე (და ამაში დე ხეას შესანიშნავი თამაშიც შედის.)

ამას უამრავი ხილული მიზეზი აქვს, მაგრამ შეიძლება უმთავრესი გამოვყოთ: დაცვის ხაზის განლაგების პრინციპული ცვლა, რომლის დანერგვა ვან გაალს სურს, რადიკალურად განსხვავდება დევიდ მოიესის პრინციპებისგან. მოიესი გუნდს ორ ხაზად სიღრმიდან 4 ფეხბურთელით ათამაშებდა, რითაც მოწინააღმდეგეს "იუნაიტედის" მოედნის ნახევარზე მშვიდად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. ვან გაალი კი თავისი დაცვის თამაშს გაცილებით მაღალ პრესინგზე აგებს. დაცვის ხაზის ასეთი პრესინგის ფონზე აუცილებელია მოედნის ცენტრში მჭიდროდ თამაში, რათა მოწინააღმდეგეს ზურგს უკან პასის გაკეთების საშუალება არ მისცე. მიუხედავად ამისა, ვან გაალის გუნდს არ გამოსდის იმდენად მაღალი პრესინგის განხორციელება, როგორც გვარდიოლას ან ბიელსას გუნდს, თუმცა გაცილებით ხშირად ართმევენ ბურთს მოწინააღმდეგეს საკუთარ ნახევარზე, ვიდრე წინა სეზონში.

დაცვითი მოქმედებისადმი ახალი მიდგომის პრობლემის განსაზღვრა ძალზედ რთულია რაიმე სტატისტიკური მტკიცებულებების გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევეცდებით მომხდარი სურათი აღვწეროთ, რასაც რამდენიმე მაჩვენებლის გაანალიზებისა და გაერთიანების საშუალებით მოვახერხებთ.

მაგალითად, თუ კი მცველები ყოველთვის ღრმა პოზიციებს იკავებენ, რა თქმა უნდა საჯარიმო მოედანში დიდ აქტიურობაზე და შესაბამისად დაბლოკილი და გამოტანილი ბურთების რაოდენობაზე დაკვირვებას მოვახერხებთ.

ვან გაალის დაცვით მეთოდს დრო სჭირდება


დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთ თამაშში საშუალოდ 37,2-ჯერ ამოჰქონდა ბურთი საჯარიმოდან და დარტყმებს საშუალოდ 3,1-ჯერ ბლოკავდა. ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ კი ორივე მაჩვენებელი შემცირებულია - 28,6 და 2,8 შესაბამისად.

თუ გუნდი მაღალ პრესინგს ახორციელებს, ლოგიკურია უფრო მეტი ვარდნისა და ბურთის წართმევის ხილვა. მაღალი პრესინგი წესების დარღვევის რაოდენობის ზრდასაც ნიშნავს, განსაკუთრებით ტაქტიკური ჯარიმის დროს, რათა მოწინააღმდეგეს მცველების თავისუფალ ზონაში შესვლაში ხელი შეუშალო. ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ორთაბრძოლების რაოდენობა 25,5-დან 26,7-მდე გაიზარდა, თუმცა ჯარიმების რაოდენობამაც იმატა - 10,6-დან 12,1-მდე.

ნადვილად არსებობს ალბათობა იმისა, რომ თუ კი გუნდი მაღალ პრესინგს ახორციელებს, ეს მოწინააღმდეგისთვის საჯარიმოში შესვლისა და კარში დარტყმის შესაძლებლობის მაქსიმალურად მოსპობას ნიშნავს. ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ასეთი დარტყმების რიცხვი 11%-ით შეიცვალა - 11,9-დან 10,6-მდე საშუალოდ ერთ თამაშში.

ღირს ყურადღების გამახვილება იმაზეც, თუ საიდან ხორციელდება დარტყმა. თუ კი გუნდი ღრმა დაცვით პოზიციას იჭერს, კარში დარტყმების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მათი უმრავლესობა საჯარიმოს გარედან ხორციელდება. ამ სეზონში "ჩელსი" ძალიან ღრმა პრესინგს მიმართავს, თითოეული ფეხბურთელი ბურთის ხაზთან იმყოფება. ამას კი მივყავართ იქამდე, რომ მათი კარის მიმართულებით განხორციელებული დარტყმების 53% საჯარიმოს გარედან ხდება, 43% საჯარიმოდან, ხოლო 4% მეკარის საჯარიმო ზონიდან. "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში კი დარტყმების მხოლოდ 37% ხორციელდება საჯარიმოს გარედან, 54% საჯარიმოდან, ხოლო 9% მეკარის საჯარიმო ზონიდან.

ეს მაგალითი დაცვის მაღალი პრესინგის სტილის რისკიანობის ნათელი აღნიშვნაა. სანამ მოწინააღმდეგის საჯარიმოდან გაგდებას ცდილობთ, ჩნდება თავისუფალი ზონები, რაც უფრო მეტ ხიფათს ქმნის.

გვესმის, რომ მსგავსი სტატისტიკა არაფერს ამტკიცებს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი ახლა უფრო სარისკო მაღალ პრესინგს მიმართავს და ბურთის გარეშე ყოფნისას უფრო მეტ აქტიურობას იჩენს, ვიდრე დევიდ მოიესის დროს. "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ხაზის ცვლილების ანტირეკორდი არ მეტყველებს იმაზე, რომ ლუი ვან გაალმა თამაშის არასწორი სტილი შეარჩია. უფრო მახვილგონივრული იქნება, თუ კი მწვრთნელის მოთხოვნების შესრულების მაჩვენელებზე გავაკეთებთ აქცენტს. არსებობს გუნდი, რომელიც ასეთივე სტილით თამაშობს, მაგრამ გაცილებით უკეთესი შემსრულებლები ჰყავს დაცვით ფუნქციაში. ეს გუნდი "საუთჰემპტონია".

"საუთჰემპტონმა" პრესინგი მაურისიო პოჩეტინოს დროს ისწავლა. თუმცა, მათი დაცვა მაღალ პრესინგზეა დაფუძნებული, რომელიც რონალდ კუმანმა დანერგა. "წმინდანებს" ლიგაში საჯარიმოდან ბურთის ამოტანის, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ - 20,1 ერთ თამაშში. და ძალიან მაღალი მაჩვენებელი მოედნის ცენტრში ბურთის წართმევაში - 32,7. ის, რისკენაც ლუი ვან გაალის გუნდის მაჩვენებელი ისწრაფვის.

ვან გაალის დაცვით მეთოდს დრო სჭირდება


თუ ორივე მწვრთნელი ერთნაირ სტილს ირჩევს, ხოლო "იუნაიტედის" ფეხბურთელები ინდივიდუალურად აჭარბებენ "წმინდანებს", რატომ არის ასეთი მაჩვენებელი?

ერთიანობა.

პრესინგში მონაწილეობა თითოეული ფეხბურთელისგან არა მარტო კარგ მომზადებას, არამედ თანაგუნდელის ნდობასა და ცოდნას მოითხოვს. დაცვის მაღალი ხაზის შენარჩუნების ფონზე ოთხივე მცველმა კარგად უნდა იცოდეს როდის აიწიოს მაღლა და როდის დაიწიოს დაბლა - თითოეული მოქმედება ერთად უნდა ხორციელდებოდეს.

ერთიანობის ასეთი გაგება მიმდევრობით ვითარდება. "საუთჰემპტონში" 10-დან 8 ფეხბურთელს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ყველა მატჩი ერთად აქვს ჩატარებული. "მანჩესტერ იუნაიტედს" კი მხოლოდ ერთი. "საუთჰემპტონის" ცენტრალური მცველების ხაზს 4-ჯერ შეადგენდნენ ფონტე და იოშიდა, 6-ჯერ ფონტე და ალდერვეირელდი. ტრავმების მატების შემდეგ ოთხ მცველიან ტაქტიკაზე გადასვლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ "იუნაიტედს" ერთი და იგივე დაცვის ხაზი ორ თამაშზე მეტჯერ არასდროს დაუყენებია ზედიზედ.

"იუნაიტედის" ბევრი ქომაგი მოუწოდებს გუნდს მაღალი დონის მცველის შეძენისკენ. რა თქმა უნდა ეს დახმარება იქნება, მაგრამ ვან გაალმა ფეხბურთელი ახალი სისტემისთვის უნდა მოამზადოს. ახალგაზრდა და სწრაფი მცველები მაღალ პრესინგს ერგებიან. ტოპ-კლასის მცველები სულ უფრო და უფრო ძვირია, მაგრამ ვან გაალმა ერთიანობა ნამდვილად უნდა დანერგოს გუნდში.

ზუსტად ასე უნდა მოხდეს მოედნის ცენტრშიც. დი მარია, ერერა და ბლინდი - ენერგიული და ჭკვიანი ბიჭები არიან. ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ ეს არის დრო, რათა ფორმაციას შეეგუონ და გაცილებით ეფექტური თამაში დაიწყონ, როგორც ერთმა მთლიანმა ორგანიზმმა.

წყარო: manunitedanalysis
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ნოემბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პრობლემა რომ ტრავმები და გუნდის ახალი შემადგენლობაა, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი ეს ნათელია. გამოცდილი მცველებით ვერ დავიკვეხნით, ვისაც ასე თუ ისე შეგვიძლია ვუწოდოთ გამოცდილი ის ან საშინელ ფორმაშია, ან უბრალოდ ვერ თამაშობს ისევ ტრავმის გამო.

როგორც აქაა ნათქვამი, საუთჰემპტონზე გაცილებით უკეთესი ოსტატები გვყავს, მაგრამ ფეხბურთი იმიტომ არის გუნდური თამაში, რომ ერთიანობით მიიღწევა შედეგი და ხშირად ინდივიდუალური ოსტატობა მეორე ფლანგზე გადადის.

დროის საკითხია ყველაფერი, დრო კი ამ შემთხვევაში ჩვენზე არ მუშაობს. ძალიან "ბევრი" გავიდა და ძალიან "ცოტა" დარჩა მოსათმენად, მაგრამ განა გვაქვს სხვა გზა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
8 ნოემბერი 2014 11:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Ravici ravici albat gaamartlebs :/
0
№3
ავტორი: Berba 9
8 ნოემბერი 2014 12:07
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ამ მაჩვენებლებს კი ვუყურებ მე მაგრამ, ფაქტია დრო კი არა ფეხბურთელები ჭირდება დაცვაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: Mufc7
8 ნოემბერი 2014 12:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Berba 9,
ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2014 15:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვის ხაზს შეთამაშება აკლია და ერთი გამოცდილი მცველი. მარტო სიტისთან ერთ თამაში რამდენი ვარიანტი შეიცვალა დაცვის ცენტრის. თითქმის ყოველ თამაშსი იცვლება ტრავმების გამო, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ნორმალური დაცვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top