თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 09:41
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1455,
კომენტარები: 4
ფროგატი:"გულშემატკივრებს ფელაინის ისევ სჯერათ"
მარკ ფროგატი მარუან ფელაინიზე
ფროგატი:
"იუნაიტედის" ოფიციალური საიტის ჟურნალისტი მარკ ფროგატი თვლის, რომ ბელგიელი "გიგანტი" ნელ-ნელა იწყებს იმ თამაშის ჩვენებას, რომელსაც მისგან გულშემატკივარი სადებიუტო სეზონშივე ელოდა.

"თითქმის ყველა მოთამაშე, რომელიც "იუნატედში" გადმოდის, აცხადებს, რომ სურს დიდ წარმატებას მიაღწიოს გუნდთან ერთად და ამახვილებს ყურადღებას ამბიციებზე. რა თქმა უნდა, მარუანიც არ იყო გამონაკლისი და მანაც დაახლოებით იგივე განაცხადა, მაგრამ ელოდა კი ის ასეთ რთულ სეზონს გასულ წელს?

ბელგიელის დებიუტი გასული წლის სექტემბერში შედგა, "კრისტალ პალასთან". მთელი სტადიონი ელოდებოდა მის გამოჩენას, გულშემატკივრებს მომარაგებული ჰქონდათ პარიკები და ახალი ბანერიც კი ახალბედას გასამხნევებლად. ეს დღე სავსე ოპტიმიზმით იყო , როგორც ფანებისთვის, ისე თავად ფელაინისთვის. თუმცა მალე მხარდამჭერების შთაბეჭდილება ბელგიელის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მარუანმა ძალიან ცოტა შეხვედრა ჩაატარა.

"ახალმა ფელაინიმ თავი წარმოაჩინა "ვესტ ბრომთან" შეხვედრაში, სადაც მან მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, სხვათაშორის ეს გოლი ოქტომბრის საუკეთესოდ აღიარეს. ბელგიელი კარგად გამოიყურებოდა "ჩელსისთან" და "სიტისთან" მატჩებშიც, რამაც გულშემატკივარს ისევ დაუბრუნდა იმედი."


თავად მარუანმაც გააკეთა კომენტარი ამის შესახებ: "არის მომენტები, როდესაც შენი საქმე არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი გაქვს და როგორც შენ გსურს. მე ეს მომენტი გასულ სეზონში მქონდა, მაგრამ მე გამოწვევებს არ ვუშინდები და მინდა მივიღო რაც შეიძლება მეტი დრო. ყოველ ვარჯიშზე თავს არ ვზოგავ და 100 პროცენტით ვიხარჯები. მინდა ყოველთვის შევდიოდე მენეჯერის გეგმებში".


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ნოემბერი 2014 09:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზოგიერთს არც იმ პერიოდში არ დაუკარგავს ფელაინისადმი რწმენა. მე არ შევდივარ მათ რიცხვში, ვისაც ბელგიელის მუდამ სჯეროდა, მაგრამ მისი ახლანდელი სათამაშო ფორმა მომწონს და ისიც, თუ როგორ ეხმარება გუნდს. იმედია ეს დროებითი არაა და სისტემატიურად გააგრძელებს ასე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
8 ნოემბერი 2014 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხეა თუ ბუჩქია კაი ტიპია. მევასება მარუანი და იმედია ჩვენი გუნდის უცვლელი წევრი გახდება
0
№3
ავტორი: gilmour
8 ნოემბერი 2014 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე ყოველთვის მჯეროდა ამის, უბრალოდ მეტი სათამაშო დრო და ნდობა უნდა. ძალიან ნიჭიერია და ფიზიკურად ამისნაირი ძლიერი არავინ გვყავს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის გადმოსვლა პირველ რიგში იმიტომ გამისწორდა რო ამისნაირი მებრძოლი ტიპი არ გვყავდა ნახევარდაცვაში. არ გამოირჩევა არც ტექნიკით, არც ზუსტი პასებით და დიდი ვერაფრით, მაგრამ აქვს პლიუსები რომლებსაც თუ ისევ ესე გამოიყენებს მაგრად დაეხმარება გუნდს

კარგად აკრიფა და ვნახოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top