როი კინის წიგნის პირველი თავი.
ნაწილი პირველითავი I
ნაბ***არი, ნაკუწებად მაქცია. მაგრამ ეს მისი სამსახური იყო. მაშინ გავიფიქრე: "მინდა თუ არა, რომ ჩემ მხარეზე იყოს".
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მკითხავდნენ. ის კი გამუდმებით ჩემ წიგნს ატრიალებდა.
- ეს ხომ თქვენ ხართ გარეკანზე? ეს ხომ თქვენი წიგნია, არა?
- დიახ - ვუპასუხე მე.
- ეს თქვენი წიგნია, ასე არ არის?
- დიახ.
- ასე რომ, ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია...
- დიახ, მაგრამ მას ჩემი დამხმარე წერდა.
ჩემ მოპირდაპირე მხარეს ეჭირა.
- თქვენ ამბობდით, რომ სამართლიანი წიგნია - განაგრძობდა იურისტი.
- ეს არ მქონია მხედველობაში, ასეთი არაფერი მითქვამს, იქნებ სხვა სიტყვა გამოვიყენე. მას ჩემი დამხმარე წერდა.
ვიცოდი, რომ ეს კარგი არგუმენტები იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბრძოლას ვაგებდი. თუმცა, ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა. თითქოს რინგზე ვიყავი. გრძნობ, რომ მარცხდები, მაგრამ რის გაკეთებაღა გრჩება? მხოლოდ ხელების არ ჩამოშვება. და შენ ბრძოლას აგრძელებ.
მაგრამ, მოწინააღმდეგე ძალიან კარგი იყო. მახსოვს, მუდამ ამას ვფიქრობდი: "ოჰ, შე ნაბ***არო".
მისი სამუშაო მდგომარეობდა იმაში, რომ როგორმე ნერვიულ, შეშლილ ადამიანად გამოვეყვანე, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებს ძირს უთხრის. საკმაოდ წარმატებითც გამოსდიოდა.
სხვათაშორის, ვიდეომაც სულზე მოუსწრო.
- ხედავთ ამ ვარდნას? - აგრძელებდა ბრალდებას.
ო ღმერთო, მათ ვიდეო შენელებული კადრით აჩვენეს. როცა, ასეთ რამეს შენელებულ კადრში უყურებ, უფრო ცუდად გეჩვენება. ნებისმიერი დეტალი მომაკვდინებლად ჩანს. შენელებულ რეჟიმში ნებისმიერი ვარდნა ნებისმიერი ხედვით შემაძრწუნებელია.
ძალიან მინდოდა მეთქვა:
- გააჩერეთ ეს წყეული ვიდეო. დაასახელეთ თანხა და მშვიდად წავალ.
ჯიმ სტურმანს ადვილი დღე გამოუვიდა. ვფიქრობ, როგორც "ტოტენჰემის" ფანი, მომხდარით სიამოვნებას იღებდა. ნაბ***ი.
ადგილზე დავჯექი და იმონ დანფის დროც მოვიდა. სწორედ იმონი იყო ჩემი დამხმარე. მოსმენებზე მთელი ირლანდიის გავლით მოვიდა. უკვე თქვა, რომ ვარდნის აღსანიშნავად საკუთარ სიტყვებს იყენებდა. ალბათ, ჯობდა მოსმენის დაწყებამდე მისთვის მეთქვა:
- იმონ, თუ კი გკითხავენ, ფიქრობ თუ არა, რომ ჰოლანდს სპეციალურად ჩავარტყი, უბრალოდ უთხარი "არა".
მაგრამ, გადავწყვიტე ეს არ გამეკეთებინა. არ მინდოდა მისი დატვირთვა.
სტურმანმა ჰკითხა:
- ბატონო დანფი, თვლით თუ არა, რომ ბატონმა კინმა ტრავმის მიყენების მიზნით სპეციალურად ჩაარტყა ბატონ ჰოლანდს?
იმონმა მხოლოდ სამი სიტყვა წარმოთქვა:
- ყოველგვარი ეჭვის გარეშე.
სტურმანის კმაყოფილი სახის შემხედვარეს შემიძლია გამოვიცნო, თუ რა გაიფიქრა მან:
- აი ეს მესმის.
ეს იყო შეჯიბრება. ეს იყო ფეხბურთი. ადამიანის ადამიანი მგელია. ბევრი ფეხბურთელისთვის ჩამირტყამს და ნამდვილად ვიცი რა არის უბრალო დარტყა თუ მოთამაშისთვის ტრავმის მიყენების სურვილი. ჰოლანდისთვის ტრავმის მიყენება არ მინდოდა. როცა პროფესიონალურ დონეზე თამაშობ, კარგად იცი, თუ როგორ მიაყენო ტრავმა მოწინააღმდეგეს. ამიტომაც მოედანზე მყოფ ხალხს სხვადასხვა ემოციას ამჩნევთ - მათ იციან, რა მოჰყვება ამა თუ იმ ვარდნას. არამგონია მოიძებნებოდეს ფეხბურთელი რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ვინც ჩემზე ცუდს იტყვის. შეუძლიათ თქვან, რომ მრისხანე ვიყავი, მიყვარდა ორთაბრძოლები, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ცბიერებით გამოვირჩეოდი. რა თქმა უნდა შეიძლება ვცდები. შეიძლება ასობით ფეხბურთელმა თქვას, რომ ნაგავი ვიყავი. შემიძლია ფეხბურთელს ბურთის წართმევის დროს ჩავარტყა. მაგრამ, ჩემი ვარდნის შემდეგ არავინ გაუყვანიათ საკაცით. ამით არ უნდა ვამაყობდე, თითქოს რამე მიღწევაა, მაგრამ თითოეული მათგანი ფეხზე დგებოდა და თამაშს აგრძელებდა.
ვნახე ძველი თამაშები, რომელშიც ჰოლანდი ჩემ გამოცდას და წაქცევას ცდილობდა. ინციდენტი "სიტის" წინააღმდეგ მატჩში მოხდა. მაგრამ მის წინააღმდეგ მაშინაც მითამაშია, როცა "ლიდსში" თამაშობდა. "ლიდსსა" და "იუნაიტედს" შორის მართლაც მკაცრი დაპირისპირება იყო. დავძრწოდი თუ არა მოედანზე და ვფიქრობდი: "ახლა მას ხელთ მოვიგდებ. ახლა მას ხელთ მოვიგდებ?"
არა.
P.S. გაგრძელება იქნება.წყარო:
carrick.ru