თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 18:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 10
რატომ არ ტოვებს ვან გაალი სკამს
ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ არ ტოვებს მწვრთნელის სავარძელს თამაშის დროს.
რატომ არ ტოვებს ვან გაალი სკამს
ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ არ ჩადის ტექნიკურ ზონაში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს კითხვა, თუ რატომ არ ტოვებს ვან გაალი მთავარი მწვრთნელის სავარძელს.

პირველი შემთხვევა, როცა ვან გაალი "იუნაიტედში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის დღიდან ტექნიკურ ზონასთან გამოჩნდა, გასული ტურის მატჩში მოხდა, როცა კრის სმოლინგი "ეტიჰადზე" გააძევეს.

"სავარძელში მუდამ იმიტომ ვზივარ, რომ ჩემი ფილოსოფია ასეთია - ფეხბურთელები თამაშისთვის უნდა მოამზადო და როცა გვერდითა ხაზთან ყვირიხარ, თამაშის დროს ვერავის ეკონტაქტები, განსაკუთრებით თუ "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ."

"მაგრამ იმჯერად, როცა "სიტისთან" თამაშის დროს ტექნიკურ ზონასთან მივედი, მხოლოდ იმიტომ გავაკეთე ეს, რომ კრის სმოლინგის გაძევების შემდეგ ჩვენი სისტემა გამენახლებინა. მხოლოდ ამიტომ აღმოვჩნდი იქ, თუმცა ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი"
- განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედი" შაბათს "ოცნების თეატრზე" "კრისტალ პალასს" სტუმრობს და ვან გაალი დარწმუნებულია, რომ მისი ვიზავი, ნეილ უორნოკი ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.

"ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება რთულია და ეს ვნახეთ კიდეც. ჩვენ 10 თამაშში 13 ქულა გვაქვს და ეს მხოლოდ იმედგაცრუებაა იმისა, რასაც ქომაგი და ჩვენ ველოდით." - დაამატა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
7 ნოემბერი 2014 18:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ანუ ფერგი არ ეკონტაქტებოდა? :// ფერგი თვალებით ებაზრებოდა თავის ფეხბურთელებს love
0
№2
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამისმა ფილოსოფიამ ხომ. derpgop აწიე ეგ ჰოლანდიური და ბიჭებს შემოუძახე ხოლმე. ბაბუც ყვიროდა მასე მარა არ ესმოდათ იმიტომ?
0
№3
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზოგადად მიყვარს ადამიანები, ვინც საკუთარ ემოციას საზოგადოებისთვის ნათელს არ ხდის. მაგრამ ხანდახან საჭიროა ფეხბურთელი ხედავდეს, რომ მწვრთნელს რაღაც აბრაზებს. მუხტის დანერგვა გუნდში უშუალოდ თამაშის მსვლელობისასაც ხდება და ამის არაერთი მაგალითი არსებობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: chudikone
7 ნოემბერი 2014 20:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ადე ზეზე შე კაცო, შენც მოიესი ხომ არ ხარ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 ნოემბერი 2014 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რო ადგე ხანდახან და ის პასტა და ფურცელი (კაი მოსწვალესავით რო გიჭირავს wink ) რო დააგდო ხოლმე არ იქნება ცუდი fellow
0
№6
ავტორი: Wardell
7 ნოემბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ასე თუ ისე ვეთანხმები. სულ რო იხტუნოს და იწივლოს მაინც ვერაფერს გააგონებს მოთამაშეს იმდენად სხვაგან არიან ვინც სპორტსმენია დამეთანხმება რო თამაშის დროს იმდენად აზარტში ხარ არაფერი გესმის საერთოდ და მარტო თამაშზე ხარ კონცენტრირებული
0
№7
ავტორი: tyeshela1
7 ნოემბერი 2014 23:15
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მაგარი კაცია ლუი
0
№8
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2014 02:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მშვიდად ადევნებს ხოლმე თვალს აგებს იგებს ტიპი დელ ბოსკეა მეორე. გუნდი აათამაშოს და ტუ უნდა ვაბშე არ გამოვიდეს სტადიონზე
0
№9
ავტორი: red devil
8 ნოემბერი 2014 07:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ანუ ფერგი დებილი იყო? სიმეონე დებილია? კლოპი დებილია? ვანგაალი ზედმეტად თავდაჯერებულია
0
№10
ავტორი: Berba 9
8 ნოემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მოკლედ, რომ ვთქვათ ლუი, ზარმაცი კაცი ხარ რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top