ტრავმირებულები: კაგავა, ნანი, ანდერსონი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: კლევერლი, ვალენსია, ვიდიჩი. შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Rafael, Jones, Smalling, Ferdinand, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Fletcher, Powell, Scholes, Carrick, Young, Hernandez, Welbeck, Rooney, Van Persie. მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.
ბოლო შეხვედრა"ეტიჰადზე"
გუნდებისფორმა
2_ე ადგილი, 33 ქულა.
რობერტო მანჩინის გუნდმა, ყველა ტურნირზე ბოლოს ჩატარებულ 5 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ გუნდი რჩება ერთადერთად პრემიერ-ლიგაში, რომელსაც ამ სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში არ აქვს მარცხი განცდილი. მთლიანად კი სიტი პრემიერ-ლიგაში 21 მატჩია დაუმარცხებელია და თუ მოახერხებენ "იუნაიტედთან" ეს შედეგი 22_მდე გაზარდონ, გაიმეორებენ 1936-1937 წლებში დამყარებულ შედეგს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სიტი" ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა-ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ვერ მოიპოვა.
1_ლი ადგილი, 36 ქულა.
"ალისფერმა ეშმაკებმა" 27 შესაძლებელიდან 24 ქულა დააგროვეს, პრემიერ-ლიგის ბოლო 9 მატჩში. "იუნაიტედმა" 15 ტურის შემდეგ 37 შეძლო მეტოქის კარის აღება და ამაზე უკეთესი შედეგი ამ ტურისთვის მხოლოდ 2000-01 წლებში ჰქონდა კლუბს - 39 გოლი. მაგრამ, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, მართალია კლუბი ძალიან ბევრს იტანს, მაგრამ ბევრსაც უშვებს. 21 გაშვებული გოლი 15 შეხვედრაში - ეს ძალზე ბევრია. ყველა ტურნირზე 23 ჩატარებული მატჩიდან გუნდმა 15_ჯერ გაუშვა პირველი. "რედინგთან" კლუბმა მეშვიდედ მოახერხა პრემიერ-ლიგაში იმ თამაშის გადარჩენა სადაც პირველი მარცხდებოდა და ეს კლუბის ყველა დროის რეკორდია პრემიერ-ლიგაში. 22 გასვლითი მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ერთხელ დაასრულა თამაში ფრედ. სერ ალექს ფერგიუსონის კლუბი ყველაზე მეტს იტანს თავით - 10 გოლი. ასევეა კუთხურებიდანაც - 9 გოლი. 84 მატჩია, ყველა ტურნირზე რაც "იუნაიტედს" უგოლო ფრე არ უთამაშია.
ბოლომატჩები.
მოპოვებულიტიტულები.
ცოტა რამ მასპინძელ გუნდზე.
ეს გუნდი ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ერთ-ერთი კლუბია, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ მანჩესტერში, ისევე როგორც მათი მოსისხლე მტერი "იუნაიტედი." დაარსდა 1880 წელს როგორც St. Mark's (West Gorton), 1894-ში კი "მანჩესტერ სიტი" ეწოდა. კლუბის ყველაზე წარმატებული სეზონი იყო 1960/70 იანი წლების პერიოდი, სადაც მათ მოიგეს ლიგის ჩემპიონატის ტიტული, ასოციაციის თასი, ლიგის თასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი, ჯო მერსერისა და მალკოლმ ალისონის ხელმძღვანელობით. 1981 წელს FA Cup-ის ფინალში მარცხის შემდეგ, კლუბი 1998-ში დაქვეითდა პირველად თავის ისტორიაში. აქედან მოყოლებული ისინი გამოდიან ინგლისის პრესტიჟულ ტურნეში, სადაც წარმატებულად ასპარეზობენ. 2011 წელს "სიტიმ" მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და შეძლო FA Cup-ის ტიტულის მოპოვება. წინა სეზონში ასოციაციის თასის მფლობელებს, ეს ტიტული ასევე მოგებული აქვთ შემდეგ წლებში: 1904, 1934, 1956 და 1969-ში. შარშანდელ სეზონში კი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გუნდმა მოახერხა პრემიერ-ლიგის ტიტულის მოპოვება.
ცოტა რამ სტუმარ გუნდზე
"მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა კარგად იცნობს. ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი. "იუნაიტედი" რომელიც 3 ქულით უსწრებს მეტოქეს, ყველანაირად შეეცდება გამარჯვების მოპოვებას და პირველი ადგილის უფრო გამყარებას..
საინტერესომონაცემები.
ურთიერთშეხვედრები
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" პაექრობათა ისტორიას XIX საუკუნის მიწურულს გადავყავართ. 1881 წლის 12 ნოემბერს ამ გუნდებს, უფრო სწორად კი მათ წინამორბედებს შორის, პირველი პაექრობა გაიმართა. "ნიუტონ ჰითმა" ("იუნაიტედის" წინამორბედმა) "უესტ გორდონს" (შემდგომში "მანჩესტერ სიტი"-დ წოდებულს) 3:0 სძლია. იმ თამაშის მიმომხილველმა გაზეთ "ეშტონ რეპორტერში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ნანახს "სასიამოვნო თამაში" უწოდა... მეტოქეთა პირველი პაექრობა ჩემპიონატში 1894-95 წლების სეზონში შედგა, პირობითად მეტოქის მოედანზე. "ჰაიდ როუდზე" გამართული პაექრობა "ნიუტონ ჰითმა" 5:2 მოიგო. ამ დროს მის მეტოქეს უკვე ერქვა "მანჩესტერ სიტი"... პირველ დივიზიონში ანუ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში, (პრემიერლიგის დაარსებამდე უმაღლეს ლიგას პირველი დივიზიონი ერქვა) მანჩესტერის ორი კლუბის პაექრობა პირველად 1906 წლის დეკემბერში გაიმართა, "მანჩესტერ სიტიმ" 3:0 იმარჯვა. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით "ცისფერებმა" ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო, იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო. საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე კლუბებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ქალაქის მცხოვრებნი კი ორივე კლუბის საშინაო მატჩებს ესწრებოდნენ. ომის შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტის" სარბიელით, "მეინ როუდით" სარგებლობდა. ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მთლიანად გაანადგურა... XX საუკუნის70-იან წლებში კლუბებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა და ქალაქის მოსახლეობაც ორად გაიყო, "სიტის" ქომაქებს "იუნაიტედის" მხარდამჭერები სძულდათ. 1970 წლის დეკემბერში "ოცნების თეატრის" ვარსკვლავმა ჯორჯ ბესტმა მორიგი დერბისას მეტოქე გლინ პარდოუს ფეხი მოსტეხა. ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ამ უკანასკნელს კინაღამ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა...1973-74 წლების სეზონში. პირველი დერბის დროს, რომელიც "მეინ როუდზე" გაიმართა, მსაჯმა მასპინძელი მაიკ დოილი და იუნაიტედელი ლუ მაკარი გააძევა, თუმცა მათ მოედნიდან გასვლა არ ისურვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში შეწყდა, არბიტრმა გუნდები გასახდელში გაუშვა და მატჩი არ განაახლა, ვიდრე თანაგუნდელებმა გაძევებულები არ დააშოშმინეს... იმ სეზონის მეორე მატჩი, 1974 წლის 27 აპრილს, რომელიც შედგა "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერული დერბის ისტორიაში "დენის ლოუს თამაშის" სახელითაა შესული. იმ დროს ლეგენდარული შოტლანდიელი უკვე "სიტის" ღირსებას იცავდა, "იუნაიტედი" კი პირველ დივიზიონში დასარჩენად იბრძოდა და საამისოდ გამარჯვება სჭირდებოდა. სათქმელია ისიც, რომ ოლდტრაფორდელთა ელიტაში დარჩენა "ნორვიჩ სიტისა" და "ბირმინგემ სიტის" მატჩის შედეგზეც იყო დამოკიდებული, ნორვიჩელებს უნდა მოეგოთ. მე-80 წუთისთვის ანგარიში 0:0 იყო. სტუმართა ნახევარმცველმა ფრენსის ლიმ "იუნაიტედის" საჯარიმოსთან მყოფ დენის ლოუს მიაწოდა ბურთი, რომელსაც კარისკენ არც გაუხედავს, პირდაპირ დაარტყა, მასპინძელთა მეკარე ალექს სტეპნიმ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო და შესაბამისად, "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაწინაურდა. თანაგუნდელები ლოუს ულოცავდნენ, ის კი თავჩაქინდრული გავიდა მოედნიდან, მწვრთნელმა უმალ შეცვალა. ეს იყო ევროპის 1964 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერაში, უკანასკნელი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის თამაში 0:1 წააგო და ლიგიდან გავარდა, თუმცა რომც მოეგო, მაინც ვერ დარჩებოდა, რადგან ნორვიჩელებმა ბირმინგემელებთან ვერ გაიმარჯვეს. წლების შემდეგ დენის ლოუმ "იუნაიტედის" კარში იმ შეხვედრაში გატანილ გოლს კარიერის უცუდესი მომენტი უწოდა: "19 წლის მანძილზე ყველანაირად ვცდილობდი გოლის გატანას და როცა მიზანს ვაღწევდი, უზომოდ მიხაროდა. ის გოლი კი ერთადერთია, რომელმაც გული ძალიან მატკინა..." პრემიერლიგის დაარსების შემდეგ ქალაქურ დაპირისპირებებში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა იძალა, 2011 წლის 23 ოქტომბერი კი "ოლდ ტრაფორდზე" მაპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ "სიტისთან," რაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გადასატანი გამოდგა, გუნდმა ამ მარცხის შემდეგ, დიდი ხანი გონზე მოსვლა ვერ მოახერხა. ამ სეზონში განმეორებითი მატჩი "ეტიჰადზე" უსახური თამაში გამოდგა და კომპანის გოლით სიტიმ მოუგო მეტოქეს, რაც ჩემპიონობაში დაეხმარა. ამ კვირას, ყოველი მათგანი მოუთმენლად ელის ამ დაპირისპირებას, იმის მოლოდინში, რომ საპასუხო დარტყმას მიაყენებს დაუძინებელ მტერს. შარშან "ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირებული ანგარიში "ცისფერების" ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში.
ამ გუნდებს შორის ყველა შეხვედრა
English Premier League.
30.04.2012 Manchester City 1-0 Manchester United 23.10.2011 Manchester United 1-6 Manchester City 12.02.2011 Manchester United 2-1 Manchester City 10.11.2010 Manchester City 0-0 Manchester United 17.04.2010 Manchester City 0-1 Manchester United 20.09.2009 Manchester United 4-3 Manchester City 10.05.2009 Manchester United 2-0 Manchester City 30.11.2008 Manchester City 0-1 Manchester United 10.02.2008 Manchester United 1-2 Manchester City 19.08.2007 Manchester City 1-0 Manchester United 05.05.2007 Manchester City 0-1 Manchester United 09.12.2006 Manchester United 3-1 Manchester City 14.01.2006 Manchester City 3-1 Manchester United 10.09.2005 Manchester United 1-1 Manchester City 13.02.2005 Manchester City 0-2 Manchester United 07.11.2004 Manchester United 0-0 Manchester City 14.03.2004 Manchester City 4-1 Manchester United 13.12.2003 Manchester United 3-1 Manchester City 09.02.2003 Manchester United 1-1 Manchester City 09.11.2002 Manchester City 3-1 Manchester United 21.04.2001 Manchester United 1-1 Manchester City 18.11.2000 Manchester City 0-1 Manchester United 06.04.1996 Manchester City 2-3 Manchester United 14.10.1995 Manchester United 1-0 Manchester City 11.02.1995 Manchester City 0-3 Manchester United 10.11.1994 Manchester United 5-0 Manchester City 23.04.1994 Manchester United 2-0 Manchester City 07.11.1993 Manchester City 2-3 Manchester United 20.03.1993 Manchester City 1-1 Manchester United 06.12.1992 Manchester United 2-1 Manchester City
ორად გახლეჩილი ქალაქი.
სუპერ"ზამენა"
როგორც "მანჩესტერ იუნაიტედს" ისე მის თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" ყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც მთავარია მომენტი შეუქმნა და მას გოლად აქცევს. "ალისფერი ეშმაკებიდან" ასეთი მოთამაშე არის ხავიერ ერნანდესი, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. "ცისფერებიდან" კი ასეთი მოთამაშე ედინ ჯეკოა, რომელმაც მართლაც კარგად ჩაატარა წინა სეზონი "სიტისთან" ერთად. ორივე ეს მოთამაშე გამოირჩევა იმით, რომ მათ რამდენი სათამაშო დროც არ უნდა მისცე, ხშირ შემთხვევაში მაინც შეუძლიათ გოლის გატანა. ამ მხრიც ჩიჩარიტომ წელსაც დაგვარწმუნა, როცა მან მეორე ტაიმში შემოსვლის შემდეგ სამი გოლი გაიტანა და მატჩი გადაარჩინა... დიდი შანსია, რომ ეს ორი ფეხბურთელი სათდარიგო სკამზე აღმოჩნდეს და თუ მატჩი უსახური გამოდგა ნამდვილად შემოვლენ და აი მაშინ დიდი შანსია იმის, რომ ყველაფერი შეიცვალოს...
რა დროს გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.
რა პოზიციიდან გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.
მატჩის პრომო.
ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.