თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 12:16
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 6
პოლ სქოულზი: "იუნაიტედმა 20 წუთის კარგად თამაშიც ვერ შეძლო"
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზი:
მე გაოცებული და ამავდროულად იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით რომ, ჩემი ყოფილი გუნდის გულშემატკივრები გახარებულნი არიან "ჩელსისთან" ფრით და "სიტისთან" უშანსოდ წაგებით. მართალია ამ სეზონში დერბის შედეგი ბევრად რესპექტაბელურია, ვიდრე გასულ სეზონში იყო, მაგრამ პირველ ნახევარი საათი, რომელიც "იუნაიტედმა" ჩაატარა იყო უსუსტესი.

ლუი ვან გაალი საუბრობს პროგრესის შესახებ. სეზონის წინ ვფიქრობდი ამ ეტაპზე "იუნაიტედს" ბევრად კარგი შედეგი ექნებოდა. დევიდ მოიესის გუნდმა გასულ სეზონში 10 მატჩში 17 ქულის მოგროვება მოახერხა, ხოლო ლუი ვან გაალმა იგივე რაოდენობის თამაშებში მხოლოდ 13-ის.

დერბის ძალიან ბევრი განსხვავებული ინტერპრეტაცია იყო, მაგრამ მე თამაში ასე დავინახე: "სიტის" 3 11-მეტრიანი უნდა მიეღო, დaვიდ დე ხეამ რამდენიმე საოცარი სეივი გააკეთა, კრის სმოლინგი გავარდა და "იუნაიტედმა" წააგო.

ძნელი გამოსაცნობია თუ რას ფიქრობს თამაშის დროს ვან გაალი. მისი გამომეტყველება თითქმის უცვლელია. ის ცოტა არ იყოს დასუსტებულად გამოიყურება. ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - მსოფლიოს ჩემპიონატზე სრულიად განსხვავებული ვან გაალი ვიხილეთ.

დაცვაში პრობლემა ზაფხულში უნდა გადაჭრილიყო. ეს არ არის ისე, თითქოს ვან გაალმა არ იცოდა ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის და ჯონი ევანსის "დამოკიებულება" ტრავმების მიმართ. ძალიან მაღალი დონის მცველები - სტივ ბრიუსი, გარი პალისტერი, რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი - თავის დროზე ძალიან იშვიათად იღებდნენ ტრავმებს. შენ აუცილებლად გჭირდება სტაბილურობა და მობილურობა დაცვის ხაზში.

მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო რომ, "იუნაიედის" ფეხბურთელების ხასიათი და განწყობა პოზიტიური არ არის. ამ კვირას მადრიდში მომიწია გამგზავრება, გადაცემისთვის, მე ვნახე გასული სეზონის მატჩები და ვხედავდი თუ როგორი გახარებული ზეიმობდა გოლებს ანხელ დი მარია, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად. არ მგონია არგენტინელი ასეთივე ბედნიერი იყოს მანჩესტერში და ეს მთელ გუნდს ეტყობა. მიუხედავად ყველაფრისა მესამე, მეოთხე ადგილი - "ვესტ ჰემისა" და "საუთჰემტონის" დიდი პატივისცემის მიუხედავად - ხელმისაწვდომია.


წყარო: independent.co.uk
სქოულზის გრაფა
6 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
7 ნოემბერი 2014 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
როგორც ყოველთვის სიმართლე ილაპარაკა რიჟამ ძნელია არ დაეთანხმო ოლდტრაფორდზე ფრე რატო უნდა გვიხაროდეს? :/ ან კიდე სიტისთან 1-0 წაგება ისე რო მომენტს როგორც ყოველთვის სიმართლე ილაპარაკა რიჟამ ძნელია არ დაეთანხმო ოლდტრაფორდზე ფრე რატო უნდა გვიხაროდეს? :/ ან კიდე სიტისთან 1-0 წაგება ისე რო მომენტს როგორც ყოველთვის სიმართლე ილაპარაკა რიჟამ ძნელია არ დაეთანხმო ოლდტრაფორდზე ფრე რატო უნდა გვიხაროდეს? :/ ან კიდე სიტისთან 1-0 წაგება ისე რო მომენტს როგორც ყოველთვის სიმართლე ილაპარაკა რიჟამ ძნელია არ დაეთანხმო ოლდტრაფორდზე ფრე რატო უნდა გვიხაროდეს? :/ ან კიდე სიტისთან 1-0 წაგება ისე რო მომენტს ვერ ქმნი :>
0
№2
ავტორი: AkkRed
7 ნოემბერი 2014 13:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე რო დაუფიქრდე ლუი მართლა მრისხანე იყო მსოფლიოზე ეხლა რა ეტაკა wassat
0
№3
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 18:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი. ის რომ, წარსულში დიდი გუნდი ვიყავით (ახლაც ვართ, მხოლოდ შედეგებს ვგულისხმობ), არ ნიშნავს იმას, რომ მეტოქეს არ უნდა აფასებდე. ამ ეტაპზე, ჩელსიც და სიტიც ჩვენზე უკეთესი გუნდია, როგორც რესურსის, თამაშისა და შედეგის მხრივ, ისე იღბლის მიხედვით. როცა საუბარია ისეთ გუნდზე, ვისაც კონკურენტად აღიქვამ მთელი შენი არსებობის მანძილზე ("სიტი") და ვისაც კონკურენტად აღიქვამ რამდენიმე წელია (ჩელსი), როგორ შეიძლება არ გაგიხარდეს ერთთან არ წაგება, მაშინ როცა მთელი მატჩის განმავლობაში იბრძვი და მხოლოდ ბოლოს გაგაქვს გოლი და როგორ შეიძლება გეწყინოს "სიტისთან" ღირსეული წაგება (ხაზს ვუსვამ "ღირსეული), როცა წინა თამაშებში სუსტი გუნდი ხარ და ყველას ჰგონია, რომ ნებისმიერი გადაგივლის.

დღევანდელი რეალობა ასეთია პოლ და წარსულისთვის გაკიდებას რა აზრი აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ არის ასე. რაც ამის კომენტარებს ვკითხულობ პირველად არ ვეთანხმები. გადასარევად არა, მაგრამ საშინელებიც არ ვიყავით. კაცნაკლული ნებისმიერ შეუძლია ჩააგდოს თამაში
0
№5
ავტორი: chudikone
7 ნოემბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამის გრაფებს რო ვკითხულობ მერე როი კინის სიტყვები მახსენდება სქოულზსთან დაკავშირებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2014 22:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსისთან ფრე წლის საუკეთესო მატჩად მონათლეს, ადრე ასე არ იქნებოდა მარა ყველამ იცის გუნდის მდგომარეობა და შედარება შრშანდელთან შედარებით ხდება. მოიესის გუნდმა ტუ უფრო მეტი ქულა დააგროვა არ ნიშნავს რო უკეთესად ითამაშა. ყოველშემთხვევაში ეხლა ფეხბურთს მაინც ვთამაშობთ და 1 გოლის მერე არავინ ფიქორბს რო დაცვაში დავდგებით, ამას თუ ვერ ხედავენ არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top