თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 11:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2287,
კომენტარები: 9
"მეორე ტაიმი" (თავი 1)
როი კინის წიგნის პირველი თავი.
თავი I


მან მითხრა, რომ ჩემი თამაშით აღფრთოვანებული იყო. როგორც ყველა წამყვანი ადვოკატი, ისიც თავაზიანი გახლდათ. გავიფიქრე: "კარგი ბიჭია. კარგად უნდა მომექცეს."


ისტორიის პოპულარული ვერსიის თანახმად, ალფი ჰოლანდისთვის ბურთის ვარდნაში წართმევის მცდელობისას ჯვარედინი მყესები დავიზიანე. მაშინ მითხრა, რომ თავის მოჩვენება შემეწყვიტა. შემდეგში, როცა ის დავინახე, სამაგიერო მიიღო. მის კარიერას დავემუქრე.

მაგრამ ეს ის არ არის, რაც სინამდვილეში მოხდა.

ჩემი წიგნი "კინი", რომელიც 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა, ციტატების საშუალებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი იუწყებოდა: "კიდევ ერთი დამპლური გამოსვლა. ისინი ამისთვის მზად არიან. ჩვენ - არა. "სიტის" შეეძლო ლიდერობა, როცა ტედიმ 20 წუთით ადრე პენალტი გაიტანა. ჰოუიმ 15 წუთის შემდეგ გაიტანა. ალფის თითქმის 180 წუთის განმავლობაში ველოდებოდი. ან სამი წელი - გააჩნია როგორ შეხედავ. და აი, მან ბურთი გვერდით ხაზთან მიიღო. დაგვცინოდა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი ამ მომენტს. ვაჩვენე მას რა იყო ძალა. ბურთი ახლოს მიგორავდა (ასე მომეჩვენა). მიიღე, ნაბიჭვარო! გაბედე და კიდევ ერთხელ მითხარი მოღიმარი სახით, რომ ვსიმულირებ. გადაეცი შენ მეგობარ უეტეროლს, რომ მისთვის რაღაც მაქვს მომზადებული. მისტერ ელერაის არც კი ველოდებოდი, რომ ბარათი მოეცა. შემოვტრიალდი და გასახდელისკენ წავედი."

ჟურნალისტებმა უამრავი სათაური მოიფიქრეს. ამ ისტორიამ ფართო ფამოხმაურება ჰპოვა. გარკვეულწილად კარგი იყო, რადგან გამომცემლებსა და გამყიდველებს განაწყენება არ ეტყობოდათ. მესმოდა, რომ როცა წიგნს გამოსცემ, რაღაცას ყიდი. შენ ნაწილს ყიდი. მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი ტირაჟის სიდიდეს. დაუჯერებელი იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვინმე მოვკალი. იმ დროს კოშმრად მეჩვენებოდა.

წიგნის გამოსვლა კარგად დაგეგმეს, გამოქვეყნების ვადა დაახლოებით ერთ წელს უდრიდა. მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მისი დასრულება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მომეხერხებინა. წინასწარი გათვლით, წიგნი წარმატებული უნდა გამოსულიყო, რომელშიც რთულ ჯგუფში კვალიფიცირებიდან დაწყებული იაპონიის წარმატებული კამპანიის აღწერით დასრულებული ყველაფერი შევიდოდა. მიმაჩნდა, რომ ოპტიმისტური წიგნი გამოვიდოდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავედი და ჩემი ძაღლისა და სახლის მარტო დატოვება არ შემეძლო. ერთი თუ ორი თვე გახდა საჭირო ყველაფრის ჩასახშობად. მაგრამ ჰოლანდისთვის ჩემი შეტევა ნამდვილ სკანდალად გადაიქცა. მედია ყველგან ამის შესახებ საუბრობდა, შოუს იღებდნენ და ქმედებას ითხოვდნენ. სიმართლე გითხრათ, მე თავად ვაუწყე მათ ეს ამბავი.

საფეხბურთო ასოციაცია ზეწოლას განიცდიდა, მას ზომების მიღებას აიძულებდნენ.

საბოლოოდ ასეც მოქცნენ. ბრალი დამდეს, რომ ფეხბურთს ცუდი სახელი გავუთქვი, რამეთუ გააზრებული მოქმედება ჩავიდინე და ჰოლანდს შეგნებულად დავესხი თავს, შემდეგ კი ამის აღწერით სარგებელი ვნახე. ამ ბრალდებამ ძლიერ დამარტყა, განსაკუთრებით მეორემ - თითქოს მხოლოდ იმიტომ ვესხმოდე თავს ფეხბურთელს, რომ შემდეგ დიდი რაოდენობით წიგნების გაყიდვა მოვახერხო.

ჩემს ძილსა და მადას ეს ყველაფერი ფიზიკურად დაეტყო. ისევ ისე ვემზადებოდი მატჩებისთვის, მაგრამ კოჭთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. ემოციურად გამოვიფიტე. ჩემი ოჯახი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები ზარალდებოდნენ. მე ვიყავი ფეხბურთელი, მაგრამ ადვოკატებთან შეხვედრა მომიხდა.

მოსმენები ბოლტონში, Reebok - ის შენობაში მიმდინარეობდა. ეს სასამართლოს არ უნდა დამსგავსებოდა, მაგრამ არსით იგივე იყო. ვფიქრობ, ეს არასწორი იყო. სრულიად საფეხბურთო თემას სრულიად სხვაგვარად განიხილავდნენ. ეს საქმე საფეხბურთო ასოციაციას ეკუთვნოდა, მაგრამ მანჩესტერიდან მოწმეებისა და ადვოკატის თანხლებით მომიხდა გასვლა. ვგრძნობდი, რომ უსამართლობა იყო. მანქანაში სიჩუმე იყო, ამ ხალხს კი საერთოდ არ ვიცნობდი. არ არსებობდა პოზიტიური მუხტი, არ არსებობდა არავითარი "ჩვენ თავს გავართმევთ".

მათთვის ეს კიდევ ერთი სამუშაო დღე იყო, მაგრამ არა ჩემთვის. ვფიქრობდი, რომ წავაგებდი. მაგრამ ასევე ვიცოდი, რომ სახლში დაბრუნებისას ყველაფერი დასრულდებოდა. Reebok - ის შენობასთან მისვლისას მეგონა, რომ მკვლელი ვიყავი. ახლა კი მგონია, რომ მარტო მისვლა უმჯობესი იქნებოდა. ჩემი თანამგზავრებისთვის უნდა მეთქვა: "მომისმინეთ ბიჭებო. მოდით, ადგილზე შევხვდეთ."

ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა თუ ადვოკატი საერთოდ არ მეყოლებოდა. უბრალოდ მივიდოდი და სასჯელს მივიღებდი. საფეხბურთო ასოციაციამ დამნაშავედ გამომაცხადა და ვერდიქტი გამომიტანა. მოსამართლეები და მსაჯულები - მედია მათზე ზეწოლას ახდენდა: "მათ უნდა გააკეთონ ის, რაც აუცილებელი და საჭიროა თამაშისთვის."

უკვე ვყოფილვარ სიტუაციაში, როცა ჯვარედინი კითხვებით მომმართავდნენ და შემდეგ ჯარიმას მიწერდნენ. ვგრძნობდი, რომ დღესაც ასე მოხდებოდა, მაგრამ ამჯერად მინდოდა რაც შეიძლება მალე მომხდარიყო.

საფეხბურთო ასოციაციას საშინლად კარგი იურისტი ჰყავდა. დიდი ლონდონური თავი. ჯიმ სტურმანი. შესანიშნავი იყო - კარაქივით გამსრისა. დადანაშაულების ღმერთი იყო. მოსმენამდე ტუალეტში მითხრა, რომ "დეზების" დიდი ქომაგია. ისე ვლაპარაკობდით, როგორც მამაკაცები ჩვეულებრივ ტუალეტში.

- ვფიქრობ, რომ ტოპ-ფეხბურთელი ხარ, - მითხრა მან.

მითხრა, რომ ჩემი თამაშით აღფრთოვანებული იყო. როგორც ყველა წამყვანი ადვოკატი, ისიც თავაზიანი გახლდათ.

გავიფიქრე: "კარგი ბიჭია. კარგად უნდა მომექცეს."

P.S. გაგრძელება იქნება.

წყარო: carrick.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შემდეგში უფრო საინტერესო თავები დაიდება. ეს ჯერ საქართველოში ხელმისაწვდომი არაა წიგნი, ასე რომ დაგაინტერესებთ (იმედი მაქვს)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
7 ნოემბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გაგრძელება როდის იქნება:(( დასრულება აღარ მინდოდა კითხვის, იმდენად საინტერესოა..
მოუთმენლად ველი გაგრძელებას... love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: red devil
7 ნოემბერი 2014 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მალე დადე გაგრძელება რა
0
№4
ავტორი: Gvantsaa
7 ნოემბერი 2014 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
საინტერესოა.ველდოები შემდეგ ნაწილებს winked
0
№5
ავტორი: AkkRed
7 ნოემბერი 2014 15:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგარი კაცია wink love
0
№6
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 17:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
red devil,
Gvantsaa,
ხვალვე იქნება გაგრძელება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან საინტერესო ადგილზე შეწყდა. ხვალინდელ დღეს ველოდებით
0
№8
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2014 02:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამას ველოდებოდი winked იმედია გაგრძელებაც მალე იქნება
0
№9
ავტორი: iork12
8 ნოემბერი 2014 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ეს მაგრა მევასებოდა და მაგარი სირი გამოდგა:D ფერგიზე რეები იბაზრა როჟამ წინა ინტერვიუეში მაგარი ყ ვ ე რ ძგიფა ყოფილა:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top