1993 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ლანკაშირში (ინგლისი) დაიბადა რის ჯეიმსი.
რისი "მანჩესტერ იუნაიტედის" მეორე გუნდის შემადგენლობის წევრი გახლავთ, თუმცა მას ხშირად ვხედავთ ძირითადი გუნდის განაცხადშიც. მისი პროფესიონალური კარიერა "როზენალში" შედგა. შემდეგ იყო "ბლექბერნი" და "პრესტონი".
რისი 2012 წლიდან "იუნაიტედის" წევრი გახლავთ. მისი დებიუტი წინასასეზონო ტურნეზე "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" შედგა. სადებიუტო შეხვედრაში ჯეიმსმა დუბლი მიითვალა. მან ასევე ჩაატარა პრემიერ ლიგის მატჩი "სუონსისთან", რომელიც სამწუხაროდ "ეშმაკებმა" დათმეს.
რისი 20 წლის გახლავთ, მისი სიმაღლე 182 სმ. იგი მარცხენა მცველის პოზიციაზე გვევლინება, თუმცა ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. ჯეიმსი ახლა "U21" ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და კლუბთან ერთად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მოდი ყველამ მივულოცოთ დაბადების დღე რის ჯეიმს და კლუბთან ერთად წარმატება ვუსურვოთ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.