თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 09:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1675,
კომენტარები: 9
ანდერსონს ჯერ კიდევ აქვს თამაშის იმედი
ბრაზილიელი ფეხბურთელი იმედს არ კარგავს.
ანდერსონს ჯერ კიდევ აქვს თამაშის იმედი
ანდერსონი დარწმუნებულია, რომ მის მანჩესტერულ კარიერაზე დაღის დასმა ჯერ კიდევ ნაადრევია.

გავრცელებული ჭორების თანახმად, "წითელი ეშმაკები" 26 წლის ფეხბურთელთან განშორებას იანვარშივე აპირებენ. თუ კი ანდერსონის ყიდვის მსურველი არ მოიძებნება, "იუნაიტედი" ბრაზილიელს კონტრაქტის მიხედვით დარჩენილ გადასახად თანხას გადაუხდის, რაც 1.4 მლნ. ფუნტს შეადგენს.

თუმცა, "პორტუს" ყოფილ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენის იმედი.

მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონს არც თუ სახარბიელო 7 წელი აქვს გატარებული პრემიერ ლიგაში, ვან გაალისა და მისი ამჟამინდელი ურთიერთობა ბრაზილიელს კლუბში მომავლის იმედის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ანდერსონი 2007 წელს შეიძინა. სერ ალექსმა მასში 27 მლნ. ფუნტი გადაიხადა. ანდერსონს "ახალ რონალდინიოდ" მოიხსენიებდნენ, ფერგიუსონი კი მასში პოლ სქოულზის შემცვლელს ხედავდა, თუმცა ამ ვარაუდს გამართლება არ ეწერა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამას დააბრუნებენ, პოლ სქოულზის შემცვლელი გახდება, ახალი რონალდინიოც გახდება, ნახევარდაცვის პრობლემაც გადაწყდება, ქართველები კოსმოსურ ხომალდს გამოიგონებენ და მე მთვარეზე წავალ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
7 ნოემბერი 2014 10:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
შენზე თბილისმა ცუდად იმოქმედა ძმა wink
0
№3
ავტორი: Mufc7
7 ნოემბერი 2014 10:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ცოცხალია? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 11:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რა იყო, ასეთი უაზრო კომენტარი ჯერ არ გინახავს ხომ? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: red devil
7 ნოემბერი 2014 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს კიდე თამაშობს ფეხბურთს? :D
0
№6
ავტორი: Count Alucard
7 ნოემბერი 2014 15:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამ სურათს უნდა ერქვას ცენზურა და უფრო ცენზურა...
0
№7
ავტორი: AkkRed
7 ნოემბერი 2014 15:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
მითუმეტეს შენგან არ ველოდი ამას wink
0
№8
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2014 15:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქამდე რატო გაჩერდა საერთოდ გაუშვან სადმე რატო ამწნილებენ ამას
0
№9
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მე მაქვს ოლდ ტრაფორდზე წასვლის იმედი, მარა შენ მაქ ვეღარ ითამაშებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top