თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 10:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2323,
კომენტარები: 4
ანხელო ენრიკესს "ზაგრების დინამო" ძალიან მოსწონს
ენრიკესი ზაგრებში დარჩენას აპირებს?!
ანხელო ენრიკესს
ანხელო ენრიკესმა manchester evening news-სთან ინტერვიუში არ დამალა სიმპატიები "ზაგრების დინამოს" მიმართ და დარჩენაზეც დაფიქრდა.

ჩილელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, ახალგაზრდა შემტევმა 9 თამაშში 8 ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, მიუხედავად ამისა 20-წლის ენრიკესის დებიუტი "იუნაიტედის" პირველ გუნდში ჯერ კიდევ არ შემდგარა. შეგახსენებთ იგი 2012 წლიდან ირიცხება წითლებში.

ეს მისი პირველი გუნდი არაა, რომელშიც იჯარის წესით თამაშობს. მან "უიგანთან" ერთად FA Cup მოიგო და ესპანურ "სარაგოსაშიც" მოასწრო თამაში, სანამ ხორვატიის დედაქალაქს მიაშურებდა.

"მე შემიყვარდა ზაგრები, მშვენიერი ქალაქი, სამზარეულო, კლუბი და შედეგები - ყველაფერი იდეალურია."- განაცხადა ანხელომ.

"მე სიამოვნებით დავრჩებოდი აქ იმდენი ხანი რამდენიც შესაძლებელია და ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგას "დინამოსთან" ერთად. თუმცა "იუნაიტედი" თვალს მადევნებს მე. ისინი მიკავშირდებიან ყოველი მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გამაქვს.

მე ძალიან მომწონს ამ მაისურის ტარება. ჩემ მეგობრებსაც ძალიან მოსწონთ ზაგრები, ამიტომ მე ჩილეში ბევრ მაისურს ვაგზავნი. ვფიქრობ ისინი ქალაქში დადიან "დინამოს" მაისურებით!"



წყარო: manchester evening news
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 11:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისინი მიკავშირდებიან ყოველი მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გამაქვს.


თუ ვერ გაიტანე?

მე როგორც ვიცი, კონტროლდება აბსოლუტურად ყველაფერი. დაწყებული იქიდან, თუ რამდენ წუთს ატარებს მოედანზე, როგორ ვარჯიშობს, რას ჭამს და ჯანმრთელად თუ არის, დამთავრებული იმაზე თუ რა აცვია, ვისთან ერთად დადის, ხულიგნებს ხომ არ უყვება და ღამით გვიან ხომ არ ბრუნდება სახლში ყველაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
7 ნოემბერი 2014 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ზაგრები ურჩევნია მანჩესტერს? :(
0
№3
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2014 15:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი კაცი გვყავს ეს და იმედია ესე უშანსოდ არ მოისვრიან გუნდიდან
0
№4
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ზაგრებში მაგარი ნაშები ჩითავს ვიდრე მანჩესტერში?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top