თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2014, 22:29
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1881,
კომენტარები: 8
"იუნაიტედმა" ფერგიუსონი აირჩია
28 წლის წინ, ისტორიის დასაწყისი
1986 წლის 6 ნოემბერს ისტორიული ფაქტი მოხდა - სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა მწვრთნელის პოსტი "მანჩესტერ იუნაიტედში". შემოგთავაზებთ იმ დღეს The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიას.

"იუნაიტედმა" ფერგიუსონი აირჩია


"გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაითხოვა მთავარი მწვრთნელი რონ ატკინსონი, რომელიც გუნდს 1981 წლიდან უძღვებოდა, მასთან ერთად კლუბი დატოვა მისმა ასისტენტმა - მიკ ბრაუნმა. ატკინსონს ალექს ფერგიუსონი შეცვლის, რომელიც "აბერდინის" აწ უკვე ყოფილი თავკაცია.

ფერგიუსონმა, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა გასულ მუნდიალზე, მექსიკაში, "აბერდინი" აქცია ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად და დაურღვია დიდი ხნის სიმშვიდე ისეთ გუნდებს, როგორებიცაა "სელტიკი" და "რეინჯერსი.

ფერგიუსონმა ასეთი კომენტარი გააკეთა წარდგენისას: "სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ნაღვლიანი ვარ რადგან ვტოვებ "აბერდინს" 8 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მაგრამ შემოთავაზება "ოლდ ტრაფორდისგან" ისეთი რამეა, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის."

ატკინსონი "იუნაიტედში" "ვესტ ბრომიდან" მოვიდა. 5 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე გუნდს არასდროს დაუსრულებია სეზონი ოთხეულის მიღმა უმაღლეს ლიგაში და გახდა ინგლისის თასის მფლობელი 1983, 1985 წლებში, თუმცა ლიგის ტიტულს ატკინსონი ვერ შეწვდა ისევე როგორც სხვა მენეჯერები 1967 წლიდან მოყოლებული.

გასულ სეზონის სტარტზე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი 11 შეხვედრიდან 10-ში გამარჯვება მოიპოვა და თითქოს ძალიან დიდი განცხადება გააკეთა ჩემპიონობისთვის, თუმცა სეზონის ბოლოს გუნდმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ სეზონში ისინი ისევ მეოთხე პოზიციაზე არიან მაგრამ ბოლოდან, გამართული 13 მატჩიდან მხოლოდ 3 მოგებით. ოთხშაბათს ისინი გამოვარდნენ თასის გათამაშებიდანაც.

მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება მკვეთრად შემცირდა და გუშინ კლუბის გენერალურმა დირეკტორმა მიიღო გადაწყვეტილება ატკინსონის დათხოვნის შესახებ. "მე არ ვარ ნაწყენი"- განაცხადა რონიმ. "ჩვენ მუდმივად გვქონდა ტრავმების პრობლემა, თუმცა ეს არ არის გამართლება".

ატკინსონი გახდა წითლების მე-7 მწვრთნელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ხანგრძლივობის მხრივ მხოლოდ სერ მეტ ბასბის ჩამორჩა, რომელიც გუნდს 1945-1969 წლებში წვრთნიდა.

"იუნაიტედის" გენერალურმა დირეკტორმა, მარტინ ედვარდსმა, განაცხადა, რომ ატკინსონი განთავისუფლებული იქნა გასული 12 თვის მანძილზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო. "

სტივენ ბირლი, The Guardian, 6 ნოემბერი, 1986 წელი.

წყარო: carrick.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 ნოემბერი 2014 22:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისტორიული დღეა დღეს.

დღევანდელ დღეს იუნაიტედში უდიდესი ეპოქა და ყლივერპულის დამარხვა დაიწყო
0
№2
ავტორი: Wardell
6 ნოემბერი 2014 22:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუუ ერთი ფერგი კიდე გვესროლეთ ვიღაცამ რაა love
0
№3
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 23:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეგონა დაუსრულებლად შემეძლო მენახა თავის ადგილას მოედანზე:((( ფერგი მეფობდა და არა -დრო,მეგონა:((((((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Best 7
7 ნოემბერი 2014 00:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Fergii the best! Luzerpuls utira dedaara
0
№5
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 08:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როცა "იუნაიტედის" ქომაგობის ახალ ეტაპზე ვიდექი, მეგონა, რომ იუნაიტედი და ფერგიუსონი სინონიმები იყო. ვერასდროს წარმომედგინა მწვრთნელად სხვა ადამიანი. ასე მეგონა, ეს არის იმპერია, რომლის იმპერატორი უკვდავია. ყოველთვის ვსვამდი კითხვას: "რა იქნება, როცა იგი წავა?" - ცუდია, რომ ამ კითხვაზე ცუდი პასუხები არსებობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
7 ნოემბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩვენი იულიუს ცეზარია ფერგი love და მე ყველაზე ბედნიერი ვარ ფერგის ეპოქის დროს ქომაგობა რომ მხვდა წილად love
0
№7
ავტორი: red devil
7 ნოემბერი 2014 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლივერპულის დამხობი :(
0
№8
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
AkkRed,
და უბედურიც, მოიესის რომ გხვდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top