თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2014, 18:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2794,
კომენტარები: 18
ვინ არის ჯეიმს უილსონი?
მზად არის "იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდი სრულფასოვნად შეცვალოს რობინ ვან პერსი?
ვინ არის ჯეიმს უილსონი?
ბევრის აზრით იმისთვის, რომ "იუნაიტედი" ჩვეულ პოზიციებზე დაბრუნდეს, საჭიროა ლუი ვან გაალმა ძირითადს მიღმა დატოვოს თანამემამულე რობინ ვან პერსი და შანსი მისცეს ახალგაზრდა ჯეიმს უილსონს.

18 წლის თინეიჯერი პირველ გუნდში გასული სეზონის მიწურულს "ჰალთან" საშინაო შეხვედრაში გამოჩნდა და დებიუტიც შესანიშნავი გამოუვიდა, გაიტანა რა 2 გოლი და ლომის წილი შეიტანა გამარჯვებაში.

ზაფხულში მისთვის ბევრი რამ შეიცვალა, დენი უელბეკისა და ჩიჩარიტოს წასვლამ ახალგაზრდა ფორვარდს დიდი შანსი მისცა, რათა თავი გამოეჩინა და ადგილი დაემკვიდრებინა პირველ გუნდში. ინგლისელმა ეს შანსი გამოიყენა და უკვე დიდ კონკურენციასაც უწევს "იუნაიტედის" ერთ-ერთ ვარსკვავ რობინ ვან პერსის.

კარინგტონის აკადემია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში, ფენტრ ფორვარდის პოზიცია არის ერთადერთი, სადაც მათ გამორჩეული ტალანტები არ აღუზრდიათ. შეძლებს ჯეიმსი ამ ისტორიის შეცვლას თავისი კარგი თამაშით?



წარსული

"წითელი ეშმაკების" ყურადღება უილსონმა პირველად 7 წლის ასაკში მიიპყრო, მას შემდეგ იგი კარინგტონის აკადემიაში ჩაირიცხა და დაიწყო თავდაუზოგავად შრომა. იგი ხშირად თამაშობდა ასაკით დიდ გუნდთან ერთად, 18 წლამდე გუნდში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. მისი პროგრესი ტრავმამ შეაჩერა, როდესაც 16 წლის უილსონმა კოჭი მოიტეხა.

გასულ სეზონში მისი გოლების გრაფა ერთბაშად 5-ით გაიზარდა, როდესაც 18 წლამდელთა ჩემპიონატში ნიუკასლთან შეხვედრაში სუპერ პოკერი შეასრულა. ამას მოჰყვა მთელი სერია გოლებისა 18,19 და 21-წლამდე გუნდებში და უილსონის დიდი დამსახურებაა, სარეზერვო გუნდის ფინალში გასვლა.

უილსონის ძლიერი მხარე

გოლების გატანა უილსონის საქმეა და ის საქმეს თავს ჩინებულად ართმევს. მას ძალიან კარგი გოლის ალღო აქვს, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე მხოლოდ საჯარიმოს ფორვარდი.

ის საჯარიმოს გარეთაც ძალიან კარგია და მისი CV სავსეა შორი მანძილებიდან გატანილი გოლებით. მან ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში შორი მანძილიდან 2 ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა გასულ სეზონში.

მისი კიდევ ერთი პლიუსი ძალიან კარგი სასტარტო სისწრაფეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ფლანგზეც თავისუფლად შეიძლება, თუმცა დიდი ალბათობით კარიერას მაინც ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე გააგრძელებს.

18 წლის ინგლისელს ძალიან უყვარს მარცხენა ფეხით თამაში და დარტყმა, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია მივათვალოთ იმ მოთამაშეების სიას, რომლებიც ორივე ფეხით კარგად თამაშობენ.

როგორც უმეტესი ახალგაზრდა ინგლისელი ჯეიმსიც ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით უილსონი ტექნიკას ჭკვიანურად იყენებს, რაც მცველებს დიდ პრობლემას უქმნით და პირიქით ძალიან ეხმარება თანაგუნდელებს.

სისუსტეები

უილსონის სუსტი სხეული არ შეესაბამება ტიპური ცენტრ ფორვარდისას. ჯეიმსი ფონს თავისი სისწრაფის ხარჯზე გადის. ფიზიკურად გაძლიერება მართალია არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მაგრამ ზედმეტმა წონამ რაც მას მოჰყვება შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სისწრაფეზე.

ახალგაზრდას მინუსი ასევე ხშირი ტრავმიანობაა. უილსონმა კოჭი რამდენიმე წლის წინ მოიტეხა და მას შემდეგ სრულად გამოჯამრთელდა, მაგრამ გასულ სეზონში ხშირად აწუხებდა მიკრო ტრავმები, რაც არ აძლევდა რეგულარულად თამაშის საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი ძალიან კარგი შემტევია, არის ასპექტები, სადაც უდავოდ მოსამატებელი აქვს. ერთ-ერთი მათგანი არის პასი. უილსონი ნამდვილად არ გამოირჩევა გამჭოლი პასებით და იდეალური მოედნის ხედვით, წლების მატებასთან ერთად ეს სისუსტე შესაძლოა თვალსაჩინო გახდეს.

რას ამბობენ მის შესახებ?

რაიან გიგზი: "ის მოწოდებით გოლეადორია, მაგრამ მას მეტის უნარი აქვს. მას შეუძლია გაცდეს ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგეს და ასევე ის ძალიან ჭკვიანია."

ვინ არის ჯეიმს უილსონი?


ნიკი ბატი: "ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ თუ განაგრძობს შრომას რამდენიმე წელში ვარსკვლავად მოგვევლინება. მას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთივე კარგი გახდება, როგორი ფორვარდებიც "იუნაიტედს" ჰყავდა."

რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა

ვან გაალის სატრანსფერო პოლიტიკა და ჯეიმსისთვის მიცემული შანსი აუცილებლად წაადგება ახალგაზრდა ფორვარდს და ბევრად მოტივირებულს გახდის მას.

მას ძალიან გაუმართლა, რადგან "იუნაიტედის" ბოსი, ლუი ვან გაალი, ძალიან გამოცდილია ტალანტების აღმოჩენაში და ჰოლანდიელს ძალიან უყვარს ახალგაზრდების აღზრდა. ის არ მიეკუთვლება იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომლებიც ერიდებიან 18-19 წლის მოთამაშეების პირველ გუნდში დაყენებას და ეს ნამდვილად წაადგება ჯეიმსს.

ის არ არის ერთადერთი ტალანტი, რომელიც კარინგტონში ირიცხება, ცენტრალური ნახევარმცველი ბელ პერსონი და ბელგიელ-ბრაზილიელი დირიჟორი ანდრეს პერეირა ასევე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და მათ ნამდვილად შეუძლიათ ჯეიმსთან ერთად "იუნაიტედის" მომავალი შექმნან.

წყარო:mirror.co.uk
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
6 ნოემბერი 2014 18:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძალიან ნიჭიერი როა ორი აზრი არ არის, რამდენად განვითარდება ეგ უკვე მეორე საკითხია მარა მიხედავს ლუი დარწმუნებული ვარ )))) დავაი ჯაიმს love
0
№2
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 18:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძალიან კარგი სტატიაა, ყოჩაღ love მომწონს ეს ბიჭი მე love დიდი მომავალი აქვს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ნიჭს გამოყენება უნდა,თორე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
6 ნოემბერი 2014 18:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი კაცია, გოლების მანქანაა იმენა. შეუძლია არაფრისგან თავადვე შექმნას მომენტი და გაიტანოს, ყველაფერს ვითომ ძალიან მარტივად აკეთებს მარა 2–3 კაცს თავისუფლად ატყუებს. წინა სეზონში ცენტრიდან რო დაიწყო ტიპი ვერ გააჩერეს, ვან გაალი კარგად გამოზრდის ამას, მთავარია პერსის ფაქტორმა არ დაჩაგროს. მარა შანსი აუცილებლად ექნება კიდევ ბევრი, არამგონია ჩიჩა აქ დაბრუნდეს. უილსონი იუნაიტედის მომავალია

პირსონის თამაში ვისაც უნახავს დამეთანხმება რო ეგეც ძალიან ძლიერია და მაგასაც მალე ვიხილავთ პირველ გუნდში. პერეირა ბევრმა იცის ალბათ, მაგრამ უილსონზე არანაკლებია ეგ კაცი, ძაან მაგარია მართლა და მაგასაც ულამაზესი გოლები გააქვს
0
№4
ავტორი: chudikone
6 ნოემბერი 2014 18:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეჭვი არ მეპარება რომ ერთი წლის მერე გაცილებით მეტი ადამიანი აღიარებს მის ტალანტს ვიდრე ახლა. არ ვიცი შემდეგ მატჩში იქნება თუ არა, რადგან როგორც ამბობენ ფალკაო დაბრუნდაო და თუ მართლაც დაბრუნდა და უისლონიც შანსს მიიღებს ისევ მატა დაიჩაგრება, რაც ძალიან არ მსიამოვნებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Vodafone
6 ნოემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
დიდი იმედი მაქვს რომ სწორად განვითარდება და რამენიმე წელში ამის სახით უძლიერესი ცენტრ ფორვარდი გვეყოლება, თან კარგ ხელშია, ვან გაალი არ მოაკლებს ამას ყურადღებას.
0
№6
ავტორი: Wardell
6 ნოემბერი 2014 18:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
25 კაცი რო ვერ ითამაშებს ხო იცი :D :D ვიღაც რჩება აუცილებლად სასტარტოს მიღმა. პირადად მე ერერას და ფელაინს დავაყენებდი ცენტრში ბლინდს სჭირდება დასვენება აშკარად. წინ ფალკაოს და უილსონს და უკან მათ უკან რუნის და დი მარიას
0
№7
ავტორი: Malboro463
6 ნოემბერი 2014 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
კინი უფრო ტექნიკურია ძველი ფორმა თუ აღიდგინა ამას აჯობებს.
იმასაც უნდა მისცენ შანსი და ენრიკეს ევროპა ლიგაზერ გააქვს გოლები
0
№8
ავტორი: GeorgeBest
6 ნოემბერი 2014 19:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
ენრიკესი მიივიწყეს რატომღაც არადა ეგეც მაგარი გვყავს

პაუელი დაიკარგა რაღაც, არად ამაგრად აკრიფა ფორმა მაგანაც. ლინგარდიც გვყავს, ნიჭიერი ახალგაზრდების ნაკლებობას დიდად არ განვიცდით, პირიქით შეუძლიათ ვარსკვლავები გახდნენ
0
№9
ავტორი: Vodafone
6 ნოემბერი 2014 19:23
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გიორგი,
სადღაც წავიკითხე ვან გაალს უნდა მაგ ენრიკესის დაბრუნება, მეც მაგარი იმედი მაქვს მაგის და იმედია მიეცემა შანსი
0
№10
ავტორი: Malboro463
6 ნოემბერი 2014 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
გიორგი,
ნიკი ლესტერმა წაიყვანა მარა არ ათამაშებენ. ლინგარდი გაყიდონ ჯობია გუნდში შანს არ აძლევენ და რეზერვებში დაიკარგება უკვე ისეთ ასაკშია რომ პირველ გუნდთან უნდა ითამაშოს

იყიდონ ცენტრალური მცველები და როხო გაუშვან ფლანგზე შიეძლება იქ უფრო მეტი სარგებელი მოიტანოს გუნდისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top