თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2014, 16:59
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1852,
კომენტარები: 5
ვან გაალს ყოფილი შეგირდის დამატება სურს
ლუი ვან გაალი გუნდში კიდევ ერთ ჰოლანდიელს მოიყვანს?!
ვან გაალს ყოფილი შეგირდის დამატება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს დაცვის გაძლიერება "პორტუს" მცველით სურს.

ბრუნო მარტინს ინდი უკვე მუშაობდა წითლების ბოსთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში. მისი გადმობირება "იუნაიტედის" მესვეურებმა ზაფხულშიც სცადეს, თუმცა საბოლოოდ გუნდები ტრანსფერის საფასურზე ვერ შეთანხმდნენ.

თუმცა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" დაცვის სისუსტე თვალნათლივ გამოჩნდა, ვან გაალი მზადაა ახალი შეთავაზება გაუკეთოს პორტუგალიელებს.

გამოცემა SUN იუწყება, რომ ინგლისელები "პორტუს" 10 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ, 22-წლის მცველის სანაცვლოდ და ის შეუერთდება თავის თანამემამულეებს- დაილი ბლინდს და რობინ ვან პერსის.

წყარო: mirror.co.uk
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
6 ნოემბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა ვიცი რა ვიცი. ფაქტი ისაა, რომ დაცვის ხაზი საშინელებაა, ასე ვერ გავქაჩავთ დიდ ხანს. სულ დე ხეა ვერ მოახდენს სასწაულებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 17:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მცველი რომ გვჭირდება ეგ აშკარაა და ველოდებით ყველა ტრანსფერს და იქნება დიდი იმედი მაქვს, თორემ ამ დაცვით ჩვენ შორს ვერ წავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
6 ნოემბერი 2014 17:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრად უკეთესს ველოდები მე, მაგრამ მაროტ ჰოლანდიელების გარშემო ვტრიალებთ. ამ ზამთარს არამგონია რამე იყოს მითუმეტეს სერიოზული ტრანსფერი
0
№4
ავტორი: Vodafone
6 ნოემბერი 2014 18:42
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მსოფლიოზე უშვებდა ხოლმე შეცდომებს, მაგრამ არაა ცუდი მცველი. ისე ჯობია ცოტა გამოცდილს თუ ვიყიდით, ახალგაზრდები ისედაც საკმარისად გვყავს. მე ვლაარის ვარიანტი მომწონს და წესით არ უნდა გაუჭირდეთ ზამთარშივე ყიდვა.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 09:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველაზე რთული ახლად გაყიდული ფეხბურთელი ყიდვაა. სად იყავი კაცო აქამდე, თუ ყიდვა გინდოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top