თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2014, 21:10
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1810,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" ლეგენდას ვან გაალის სჯერა
პეტ კრერანდს გუნდის ეიმედება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პეტ კრერანდი თვლის რომ, ლუის ვან გაალი გუნდის შენების სწორ გზას ადგას და თუ კი მას ტრავმები ხელს არ შეუშლის, როგორც ეს ახლა ხდება, ჰოლანდიელი დასახულ მიზანს მიაღწევს.

წითლებმა ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხეს, "ჩელსისთან" 1-1 და საგარეო მარცხი "სიტისთან" 1-0, თუმცა პეტის აზრით საბრძოლო განწყობა და ხასიათი რომელიც "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გამოავლინეს ხაზს უსვამს იმას რომ, ჰოლანდიელს გუნდი სწორი მიმართულებით მიჰყავს.

"თუკი გუნდი ტრავმებისგან განთავისუფლდება და მწვრთნელსაც სასურველი შემადგენლობის დაყენებაში ხელი არ შეეშლება, ეს შედეგებში დიდ განსხვავებას მოგვცემს."- განაცხადა პეტმა ManUtd.com-თან ინტერვიუში "მოხიბლული ვარ "ჩელსის" თამაშით პრემიერ ლიგაში, მაგრამ ევროპის ტურნირებზე მონაწილეობამ შესაძლოა აზარალოს ტოპ-კლუბები, რაც ჩვენთვის დიდი უპირატესობაა.

ჩვენ ძალიან გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ, ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ამ სეზონში. გულშემატკივართა უმეტესობა გაცილებით მეტს ელოდა გუნდისგან, მაგრამ ტრავმებმა და მოთამაშეთა არყოფნამ შეუშალა ხელი ამ ყველაფერს. საჭიროა ყველა დაბრუნდეს და აი უკვე მაშინ "იუნაიტედს" შეეძლება დიდი "გაქცევა" მოაწყოს და ზედიზედ მოიგოს ძალიან ბევრი მატჩი, დარწმუნებული ვარ ჩვენ ამის მომსწრენი გავხდებით.

ეს სრულებით ახალი გუნდია, ახალი ფეხბურთელებით, რომლებიც ყოველ დღე უფრო ახლოს იცნობენ ერთმანეთს. შესაძლოა ვინმემ თქვას რომ, ევრო ტურნირების გარეშე შენ მეტი დრო გაქვს ფეხბურთელებს შორის კომუნიკაცია ჩამოაყალიბო, მაგრამ რაც ნაკლები მატჩი გაქვს მით ნაკლებია შანსი.

ასევე შეთანმებისთვის საჭიროა ფეხბურთელებმა ერთად ბევრჯერ ივარჯიშონ და ითამაშონ, მაგრამ ტრავმების გამო "იუნაიტედს" ამის საშუალება არ ეძლევა. მიუხედავად ამ ყველაფრისა მათ თამაშში მაინც ჩანს პოზიტივი. მე გაოცებული ვიყავი დერბიში "ეშმაკების" პერფორმანსით, მიუხედავად იმისა რომ ისინი კაცნაკლულები იყვნენ.

დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს ყველანი გახარებულები ვიქნებით შედეგით."
-დაასრულა კრერანდმა.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
5 ნოემბერი 2014 21:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს ყველანი გახარებულები ვიქნებით შედეგით." BELIEVE მაგიური სიტყვა გვაქვს♥ გვჯეროდეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2014 22:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ ვნახოთ. გავიძახით გუნდი უკეთესია, პროგრესი არის მაგრამ შედეგია რ ჩანს. ვეთანხმები რო იგრძნობა რაღაც წინსვლა მარა ეხლა უნდა დაამტკიცონ მომავალ თამაშებში რო უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე შარშან, თორე მეათზე სარშანაც ვიყავით
0
№3
ავტორი: RojoDiablo
6 ნოემბერი 2014 07:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც მჯერა. რა ვქნა, მჯერა ამ კაცის და. მოთმენა, მოცდა და მერე იქნება შედეგიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: red devil
6 ნოემბერი 2014 07:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეხლა პალასთან უნდა დაიწყოს მოგებების სერია თუ ოთხეულში შესვლა გვინდა
0
№5
ავტორი: VaRdo
6 ნოემბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: red devil
ეხლა პალასთან უნდა დაიწყოს მოგებების სერია თუ ოთხეულში შესვლა გვინდა


მაგათაც თუ ვერ მოვუგეთ და პროგრესი კი არა უკან უკან წავალთ. წინ სვლა "არსენალთან" უნდა დაიწყოს სანაკრებო პაუზის შემდეგ. აი მანდ 3 ქულა ყველაზე კარგი იქნება. თან გასვლაზე ჯერ თამაშ იარ მოგვიგია და ტეხავს უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ნოემბერი 2014 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოგებების სერია ნამდვილად გვჭირდება, ამ ტრამვებმაც არ დაგვანება თავი რაა. ასეა თუ ისეა ვან გაალის ყველას სჯერა და ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს. წელს ოთხეულში შესვლით დავკმაყოფილდებით და მერე დარმწუნებული ვარ, რომ ზუსტად ისეთ იუნაიტედს ვნახავთ რომლისაც ყველას ეშინოდა. 3d_11
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top