თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2014, 19:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1750,
კომენტარები: 7
სტროოტმანი: "რომაში" ბედნიერი ვარ"
კევინ სტროოტმანს კლუბის დატოვება არ სურს.
სტროოტმანი:
მიუხედავად იმისა, რომ სტროოტმანისადმი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის შესახებ სპეკულაციები ვრცელდება, კევინი კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" სათავეში ჩადგა, 24 წლის ნახევარმცველის სახელს ძლიერ უკავშირებენ "იუნაიტედს."

"თავს სულ უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ. ახლა "რომასთან" ერთად ვვარჯიშობ და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა კლუბს დახმარება გავუწიო და რაც შეიძლება მალე ვითამაშო" - განაცხადა სტროოტმანმა.

კევინს სერია ა-ს გათამაშებაში მარტის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა. მან მუხლის ტრავმა მიიღო, რაც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების მიზეზიც გახდა.

"იუნაიტედი" აპირებს მოიცადოს, სანამ ნათელი გახდება, თუ როგორ აღიდგენს ფორმას კევინი ტრავმის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გაკეთებული შეთავაზება.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ნოემბერი 2014 19:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წავიდა ტრადიციული ფრაზები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
5 ნოემბერი 2014 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რომას რო ამოაჭიტლაყებენ ლიგიდან ზამთრამდე მერე მოგინდება
0
№3
ავტორი: Wardell
5 ნოემბერი 2014 19:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ ძააან ცუდად ვარ wink აიიი დარწმუნებული ვიყავი 3 დღის წინ ამაზე რო დაიწერა რო მალე დაიდებოდა რო ბედნიერი იყო :D :D :D :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2014 21:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიღაცამ დაწერა იმ დღეს რო ეხლა გამოვა და იტყვის რომში ბედნიერი ვარო

ტვინი გაიბურღა მართლა არ გინდა და იყავი რა
0
№5
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 01:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველა ბედნიერია,რომ ჰკითხო იმ გუნდში,სადაც ახლა იმყოფება და კლუბის გამოცვლის მერე ახალ კლუბზე ყოველთვის იმას ამბობენ,რომ ეს ახალი კლუბი მათი ოცნება იყო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: VaRdo
6 ნოემბერი 2014 13:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჟურნალისტების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ნოემბერი 2014 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასეა თუ ისეა ეხლა ყველაზე მეტად მცველი გვინდა და არა ნახევარმცველი. ეს მაშინ უნდა გვეყიდა როცა დრო იყო. ეხლა კაციშვილი ვერ გაიგებს რა ფორმაშია და მაგარი რისკია ამის ყიდვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top