"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში "ასტონ ვილას" ცენტრალური მცველის, რონ ვლაარის შეძენას ეცდება.
29 წლის მცველის დახმარებით "წითლების" ბოსს, ლუი ვან გაალს დაცვის ცენტრის პრობლემების გადაჭრა სურს, რომელსაც გარდა მცველების არც თუ სახარბიელო თამაშისა, ფეხბურთელთა ტრავმები და დისკვალიფიკაცია ქმნის.
როგორც ჩანს, "ასტონ ვილა" ვლაართან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებს. ჰოლანდიელის კონტრაქტი კი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
Daily Mirror - ის ცნობით, "ვილა პარკის" მკვიდრებს ვლაარის სანაცვლოდ 12 მლნ. ფუნტი სურთ, თუმცა "იუნაიტედი" ფასის დაკლებას ცდილობს.
ვლაარისთვის "არსენალიც" იბრძვის, მაგრამ ვან გაალისა და რონის ნაცნობობის საფუძველზე უფრო სარწმუნოა, რომ ვლაარი "წითელ ეშმაკებს" შეუერთდეს.