"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა, ლუის ვან გაალმა, უკვე აღნიშნა რომ, გუნდში იჯარით მყოფმა რადამელ ფალკაომ შესაძლოა ვერ აუღოს ალღო პრემიერ ლიგის ფიზიკურ და ძლიერ ორთაბრძოლებს.
წითლებმა, კოლუმბიელი სეზონის სტარტზე, მონაკოდან იჯარის წესით დაიმატეს და სრულფასოვანი კონტრაქტის საკითხებიც თითქმის შეათანხმეს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ რადამელი კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს ამ სეზონში.
ფალკაომ, რომელსაც გასულ სეზონში სერიოზული ტრავმა ჰქონდა მუხლზე, წითელი მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 3-ჯერ ძირითად შემადგენლობაშიც იყო.
28 წლის სამხრეთ ამერიკელი, ამჟამად ბარძაყის ტრავმას იშუშებს, რომელიც ვარჯიშის დროს მიიღო და რის გამოც გამოტოვა ორ ლიდერთან გამართული შეხვედრები.
რადამელმა სადებიუტო და ჯერ-ჯერობით ერთადერთი გოლი "ევერტონის" კარში გაიტანა და ამით სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს. ვან გაალმა და სამწვრთნელო შტაბმა ბევრი უნდა იფიქროს მის თაობაზე, რადგან შემდეგ მასში გაადახდილი დიდი ფული, წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.
"იუნაიტედი" არ გადაუხდის 1 მილიონს თვეში ფეხბურთელს, რომელიც თებერვალში 29 წლის ხდება და თან არ იქნებიან დარწმუნებული მის შესაძლებლობებში.
წყარო:
dailymail.co.uk