თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2014, 10:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1735,
კომენტარები: 6
კერიკი აღებული ქულებით იმედგაცრუებულია
მაიკლ კერიკი ქულების რაოდენობამ გაანაწყენა.
კერიკი აღებული ქულებით იმედგაცრუებულია
პრემიერ ლიგის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდების წინააღმდეგ ნაჩვენები კარგი თამაშის საფუძველზე მაიკლ კერიკი მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატებული წელი ექნება.

"როცა დაგროვებულ ქულებს ვუყურებთ, იმედგაცრუებულნი ვრჩებით მათი რაოდენობით. ეს არ არის საკმარისად კარგი იმისთვის, სადაც გვინდა, რომ ვიმყოფებოდეთ. მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, აუცილებლად შეამჩნევთ ნიშნებს იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს წარმატებული წლისა და წარმატებული სეზონის ჩატარების საშუალება."

"მხოლოდ მცირედი რამ არ მიმდინარეობს ჩვენს სასარგებლოდ და მცირე შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ საერთო ჯამში ისეთი შეგრძნება გვრჩება, რომ წარმატების მისაღწევად სწორად ვვითარდებით და მივაღწევთ კიდეც - ეს მხოლოდ დროის საკითხია. რა თქმა უნდა დიდებული სტარტი არ გამოგვივიდა, მაგრამ განწყობა უკეთესი გვაქვს. იმედი მაქვს, ამას მომდევნო კვირებში ვაჩვენებთ."


როცა ჰკითხეს, თუ რატომ მიაჩნია, რომ "წითლები" წარმატებას მიაღწევენ, კერიკმა უპასუხა: "ვფიქრობ, ასეთი შეგრძნება ყოველთვის გაქვს, როცა ისეთ გუნდში თამაშობ, რომელშიც მე ვარ წლების განმავლობაში."

"გვჯერა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სასურველი მდგომარეობიდან შორს არ ვიმყოფებით. ეს მხოლოდ პატარა რამაა. პატარა რამ, რომელიც დიდ სხვაობას იძლევა. ქულები ითვლება. ნამდვილად გვაქვს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეგვიძლია."


კერიკს სჯერა, რომ "იუნაიტედი" "სიტისა" და "ჩელსის" სათამაშო დონით დიდად არ ჩამორჩება.

"ჩვენ ორივე მათგანს ვეთამაშეთ და ქულები სულაც არ ნიშნავს, რომ მათ დონეზე არ ვდგავართ. მაგრამ თუ ღრმად შეხედავთ, წინა კვირაში ვგრძნობდით, რომ ჩვენ სამ ქულას ვიმსახურებდით. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მათაც შეუძლიათ იგივე თქვან. "სიტის" წინააღმდეგ კი ვგრძნობდით, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდით."

"მაგრამ ჩვენ საკმაოდ გამოცდილები ვართ იმისთვის, რომ ვიცოდეთ - შენ ქულების მიხედვით გასამართლებენ. ჩვეულებრივია კარგისა და დადებითის შესახებ საუბარი, მაგრამ შობის კვირის წინ გვინდა კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ნოემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს მხოლოდ პატარა რამაა. პატარა რამ, რომელიც დიდ სხვაობას იძლევა.


შემიძლია ამ პატარა რამეს იღბალი დავარქვა, რომელიც სინამდვილეში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ნოემბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეიძლება სწორი გზით ვითარდებით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა აისახოს შედეგში, თუმცა მესმის რო ესეც დროის საკითხია. დაცვა ვერ გვყვავს ისეთი როგორიც უნდა იყოს, პლიუს ამას გაუთავებელი ტრამვები, ამას დამატებული შეუთამაშებლობა, მაგრამ მჯერა რო ვან გააალი ყველა პრობლემას გადაჭრის.
0
№3
ავტორი: DiMaria
5 ნოემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენც იმედგაცრუებულები ვართ მაიკლ, მაგრამ მე პირადად შარშანდელისგან გასნხვავებით უდიდესი მოლოდინი და იმედი მაქვს.

ცოტა იღბალი მართლა არ გვაწყენდა ისე
0
№4
ავტორი: Mufc7
5 ნოემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დროის საკითხია ყველაფერი. შარშანდელი საშინელი სეზონის მერე, ახლა გაცილებით დიდი იმედი მაქვს წარმატების love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: AkkRed
5 ნოემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თამაშის ხარისხი გამოასწორეთ და ქულების მოგროვება დაიწყეთ და თუ გინდათ სულ ნაკრომნები გახდიტ sad
0
№6
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2014 13:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატჩის შემდეგ კომენტარები: კარგად ვითამაშეთ მაგრამ არ გაგვიმარტლა

კარგი თამაში და რაღაც პროგრესი შარშანდელთან შედარებით კარგია მაგრამ შედეგი იგივეა. ამ გუნდს მეტი მოეთხოევბა, დაცვა თუ არ გვყავს შეტევის ხაზი გვყავს უძლიერესი და ჩელსისთან 13 ქულიანი სხვაობა მაგრად ტეხავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top