ფერგიუსონი ამბობს, რომ თუ მისი გუნდი კვირას სიტის დაამარცხებს ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეზულტატი თავის 26წლიან კარიერაში მანჩესტერ იუნაიტეში. ხმაურიან მეზობლებთან დაპირისპირებაში ფერგიუსონის ფეხბურთელებს უპირატესობა აქვთ 3 ქულა. აღსანიშნავია, რომ სიტის ჯერ მატჩი არ აქვს წაგებული პრემიერ ლიგაში, თუმცა ბოლო სამ მატჩში მათ 2 ფრედ ითამაშეს. ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მან შეისწავლა როგორც მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები, ასევე ძალიან კარგად იცის თავისი გუნდის პრობლემებიც და შეეცდება ეტიჰადზე მატჩამდა გამსაწოროს ყველაფერი. ბოსმა თქვა, რომ გამარჯვების შემთხევაში მანჩესტერის წითელი ნახევარი უბედნიერესი იქნება.:"ჩვენ წინ დიდი მატჩი გველის. თუ დაცვაში ისე ვითამაშეთ როგორც რედინგთან, მაშინ ძალიან დიდ გასაჭირში ვიქნებით. გამარჯვება იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჩემს კარიერაში. სიტი ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენ გაგვიჭირდება მათი დამარცხება.
ჩემპიონატის ამ ეტაპზე თითქოს ჩანს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას კვლავ ორი მანჩესტერული გუნდი გამართავს. ჩელსი და ტოტენჰემი ეშმაკებს 10 ქულით ჩამორჩებიან. სერ ალექსის აზრით ჯერ ძალიან ადრე ამ გუნდების ჩამოწერა:"ამ დროისთვის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოს ორი მანჩესტერული კლუბი იბრძოლებს. თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ ჩელსი 12 ქულით გვისწრებდა და შევძელიტ აღმოფხვრა. 1998 წელს არსენალთან 11 ქულიან უპირატესობა გვქონდა, თუმცა ტიტული გავუშვით ხელიდან. უნდა ვისწავლოთ ამით გაკვეთილი და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები მომავალში"