თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2014, 22:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1796,
კომენტარები: 8
უილსონის ფავორიტთა სია
ჯეიმს უილსონს თავისი კუმირები ჰყავს.
უილსონის ფავორიტთა სია
"იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევმა, ჯეიმს უილსონმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ, მაიკლ ოუენი, უეინ რუნი და რუუდ ვან ნისტელროი მისი ფავორიტი ფეხბურთელების სიაში შედიან.

18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ლუი ვან გაალის გუნდში გარკვეულ სათამაშო დროს იღებს, ორშაბათს ღამით "ლესტერის" 21 წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ სეზონის მეექვსე გოლი გაიტანა დუბლების დონეზე.

ბიდალფში დაბადებულ ფეხბურთელს "იუნაიტედისადმი" და მისი ფეხბურთელებისადმი დიდი ხანია აქვს სიმპათიები და ამას არც მალავს.

"უეინი "ევერტონში" მაშინ გამოჩნდა, როცა იგი 16 თუ 17 წლის იყო, ზუსტად ისე, როგორც მე მქონდა დებიუტი პირველ გუნდში."

"შემდეგ მან რეგულარული სათამაშო დრო მიიღო, რამაც ჩემი მოხიბლვა გამოიწვია."

"მას გაჰქონდა საჯარიმოდან, პენალტის ნიშნულიდან, საჯარიმოს გარედან, თავურით. ის ყველაფერს აკეთებდა."


უილსონმა ისიც აღიარა, რომ საკუთარ თამაშს ოუენის სტილზე აგებს: "თავის დროზე იგი ძალიან სწრაფი იყო და ასეთი რამ მეც მახასიათებს."

"ის შესანიშნავი გოლეადორი იყო, თუმცა საჯარიმოში. ვან ნისტელროი ოუენს ჰგავდა, რადგან ისიც მუდამ საჯარიმოში იმყოფებოდა."

"არამგონია, მას ბევრი გოლი გაეტანა საჯარიმოს გარედან, მაგრამ ის მუდამ საჯარიმოში იყო ჩაწოდებებისა თუ წართმევისთვის."


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" რიგებში რონალდუ ვინგერად თამაშობდა, პორტუგალიელს თავისი ადგილი უჭირავს უილსონის სიაში.

"ჩემი ზრდის პერიოდში მან "იუნაიტედის" რიგებში უამრავი გოლის გატანა მოახერხა."

"სულ უფრო ახლოს ვიმყოფებოდი იმავე გუნდში სათამაშოდ, სადაც ის გამოდიოდა, მაგრამ საკმაოდ ვერ ვიჩქარე იმისთვის, რომ იქ მოვხვედრილიყავი."


უილსონის სიის ერთ-ერთი წევრი კი "იუნაიტედისთვის" არც თუ სასიამოვნო თავდამსხმელი გახლავთ.

"ტიერი ანრი "არსენალში" დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა ამერიკაში დაამთავრა."

"ის იმდენად დიდებული თავდამსხმელია, რომ ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში. სასიამოვნო იყო მისი გოლების ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე "იუნაიტედსაც" გაუტანა."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2014 22:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ანრი მეც მომწონდა. მაგრამ რაც მაგან "ბარსელონასთან" ფინალში აფუჭა მომენტები და არსენალმა მერე წააგო, მაგის მერე გამძულდა.

ბარსაში რომ გადავიდა ხომ საერთოდ.

მარა მაინც მაგარია fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
4 ნოემბერი 2014 22:12
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყოჩაღ ბიჭი გცოდნია რაღაც რაღაცეები :))) ჯაიმს love
0
№3
ავტორი: Mufc7
4 ნოემბერი 2014 22:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უფრო შემიყვარდა ეს ბიჭი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Best 7
4 ნოემბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magariaa Ai gaizrdeba da aighebs oqros burts
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ნოემბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აჰა გავიგეთ რო გემოვნებაც კარგი ქონია, მაგრამ პირველ რიგში საქმეეეე... wink
0
№6
ავტორი: DiMaria
5 ნოემბერი 2014 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იიფ იიფ. მანჩესტერელები და მერე მეთოფე
0
№7
ავტორი: AkkRed
5 ნოემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენ აღარ ხუმრობ ხო იცი :დდ მიდი აბა ანრის და ნისტლეროი შეართე ერთმანეთს და მასეთი ფეხბურთელი დადექი love
0
№8
ავტორი: RedGirl
6 ნოემბერი 2014 17:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მომწონს უილსონი ასეთი მოტივირებული რომ არის. მაგალითები მშვენიერი გყავს აბა ჰე წარმატებები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top