თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2014, 18:19
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2099,
კომენტარები: 10
ანდერსონს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ
ბრაზილიელს გუნდიდან უშვებენ
ანდერსონს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ
როგორც The Telegraph იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ბრაზილიელ ნახევარმცველს კონტრაქტი გაუწყვიტოს, იმ შემთხვევაში თუ ზამთარში მის მიმართ არანაირი შემოთავაზება არ იქნება.

ანდერსონს, რომელიც თავის დროზე პორტუგალიური "პორტუდან" 26 მილიონ ფუნტად გადმოიბირეს, შექმნილი სიტუაციის შესახებ თავად ლუი ვან გაალმა შეატყობინა, რომელიც ბრაზილიელით კმაყოფილი ნამდვილად არაა.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" საჯაროდ გამოხატა ანდერსონის გაყიდვის სურვილი, არავინ გამოჩნდა, ვინც ბრაზილიელის თავის გუნდში ყოფნას ისურვებდა. ამიტომ კლუბი სერიოზულად განიხილავს კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს, რომლის მიხედვითაც ანდერსონი 1,4 მილიონს მიიღებს.

წითლებს ანდერსონის "მოშორებაში" ვერც არენდი დაეხმარა, რადგან იტალიურმა "ფიორენტინამ" ფეხბურთელი უკან დააბრუნა და გამოსყიდვაზე უარი განაცხადა.

თუკი "იუნაიტედი" გადაწყვეტს და გაუწყვეტს კონტრაქტს ბრაზილიელს, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა კლუბის ისტორიაში. ასევე მოექცნენ "ეშმაკები" ფრანგ მეკარეს - ფაბიენ ბარტეზს, რომელსაც კომპენსაციის სახით 5 მილიონი გადაუხადეს, 2004 წელს.


წყარო:telegraph.co.uk
ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
4 ნოემბერი 2014 18:25
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუ მაგრა მეცოდება ეს ტო, თავის დროზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და რა მოუვიდა მერე, არადა დრო ქონდა ხოლმე საკმარისი ფერგის დროს

ბარტეზი კი იყო გასაგდები, გასაკვირია მეტი შემთხვევა რო არ ყოფილა, ბევრი იმსახურებდა.
0
№2
ავტორი: Count Alucard
4 ნოემბერი 2014 18:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ეს კიდე ჩვენთან არი? belay
0
№3
ავტორი: AkkRed
4 ნოემბერი 2014 18:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესიავა სად ხარ :დდ
0
№4
ავტორი: Red Hooligan
4 ნოემბერი 2014 18:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ამას აღარაფერი უშველის, თავის დროზე უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყვლებნენ მაგრამ ახლა იანგის დონეც არაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Macklemore
4 ნოემბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Red Hooligan,
არც ამას ეშველება და არც ნანის :D
0
№6
ავტორი: Mufc7
4 ნოემბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"წითლებს ანდერსონის "მოშორებაში" ვერც არენდი დაეხმარა, რადგან იტალიურმა "ფიორენტინამ" ფეხბურთელი უკან დააბრუნა და გამოსყიდვაზე უარი განაცხადა" - გული დამეწვა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Berba 9
4 ნოემბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ესე გაგდება გუნდიდან არ შეიძლება, ამდენი ხანია გუნდში ირიცხება, ალბათ ხელფასი უნდა შეუმცირონ და უფრო მეტი ნდობა ჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეა თუ ისე ამისგან ის არ დადგა რაც გვინდოდა და ველოდით, მაგრამ მეეჭვება კიდევ გამოვიდეს რამე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2014 22:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატო დააბრუნეს ვაბშე რა უნდათ ამისგან, გაუშვან სადმე ან ეს სადღა მორბოდა
0
№10
ავტორი: DiMaria
5 ნოემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წადი მერე, ვინ გაკავებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top