თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2014, 18:08
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1933,
კომენტარები: 10
ვან გაალის მეთოდები არ ამართლებს
"იუნაიტედში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება
ვან გაალის მეთოდები არ ამართლებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში "გატეხილი" გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, თუ გუნდის ტრავმირებულთა რიცხვს გადავხედავთ.

ბოლო მატჩში, სადაც "იუნაიტედი" "სიტისთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, ტრავმა მიიღო მარკოს როხომ, ეს კი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში 35-ე ტრავმა აღმოჩნდა.

გუნდში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან რადამელ ფალკაო და ფილ ჯონსი, რომლებიც ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელად მოიაზრებიან.

გასულ მატჩში ვან გაალს როხოს ჩანაცვლება კერიკით მოუწია, რომელმაც ასევე წინა-სასეზონო ტურნეზე მიღებული ტრავმის გამო 6 თვე გააცდინა.

ფეხბურთელების ასეთმა ტრავმიანობამ კი საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ "იუნაიტედმა" 1986 წლის შემდეგ სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აიღო.

ვან გაალის ვარჯიშის მეთოდები ყველასთვის კარგად ნაცნობია, მას შემდეგ რაც 63 წლის სპეციალისტი "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში, ის ორმაგ სავარჯიშო სესიებს ატარებს, რათა ფეხბურთელები მისთვის სასურველ ფიზიკურ კონდიციებამდე მიიყვანოს.

გაორმაგებული სესიები გახდა იმის მიზეზი, რომ გუნდს სეზონის დასაწყიში ინგლისელი მცველი, ლუკ შოუ დააკლდა.

"ოლდ ტრაფორდზე" მოსვლიდან პირველივე დღეს, ჰოლანდიელმა დაიწუნა Aon-ის სავარჯიშო ბაზა და განაცხადა, რომ სავარჯიშო აღჭურვილობას გაუმჯებესება სჭირდებოდა.

ასევე გუნდში მოსვლის შემდეგ მან ღია სავარჯიშო ბაზის გარშემო მეტი ხის დარგვა მოისურვა.

"მე მოვითხოვე, რომ გარშემო მეტი ხე დაერგათ, რადგან ეს ღია ადგილია და თითქმის სულ ქარია, რაც ფეხბურთელებისთვის სასარგებლო არ არის. ქარიან ამინდში ბურთი მიმართულებას იცვლის და ეს ვარჯიშის ხელს უშლის."

როგორც მოგეხსენებათ კარინგტონის კომპლექსი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის მოთხოვნის შესაბამისად იყო აშენებული, თუმცა ვან გაალმა ფეხბურთელებისთვის განსხვავებული ატმოსფერო მოითხოვა.

ჰოლანდიელმა სავარჯიშო ბაზის ორი მოედანი, რომელთაც სინთეტიკური ბალახის საფარი ჰქონდა გადააკეთებინა და მის მაგივრად "დესოს" ნახევრად ხელოვნური საფარი დააგებინა.

როგორც სეზონის დასაწყისმა გვაჩვენა ვან გაალის მეთოდები ჯერ არ ამართლებს რადგან ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ხშირად იღებს ტრავმას და ამჟამად გუნდს 7 ფეხბურთელი ყავს ლაზარეთში - მათ შორის არიან ჯონი ევანსი და რადამელ ფალკაო, რომლებიც სავარაუდოდ შემდეგი მატჩისთვის მზად იქნებიან.

წყარო: DailyMail
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
4 ნოემბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ბიჭო რას აკეთებინებს ესეთს ვარჯიშზე რო ეგრევე ტრამვებს იღებენ ფეღბურთელები ? რა ჭირი გვჭირს ბუბლიკ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: Wardell
4 ნოემბერი 2014 18:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ნახევარი არსენალიც გატრამვულია ამიტომ ცუდ ვარჯიშს ვერ დააბრალებ უბრალოდ უიღბლობაა რა
0
№3
ავტორი: AkkRed
4 ნოემბერი 2014 18:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძაან გადატვირთული გრაფიკის ბრალი იქნება
0
№4
ავტორი: Wardell
4 ნოემბერი 2014 18:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
ხოო აქეთ ჩემპიონთა ლიგა იქით ლიგის თასი :D :D :D
0
№5
ავტორი: Esi
4 ნოემბერი 2014 19:31
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რანახეეე კლააავ ხაალხს თუ რას უშვები? derpwhy
0
№6
ავტორი: Mufc7
4 ნოემბერი 2014 20:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფალკაო დამიბრუნეეთ recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Berba 9
4 ნოემბერი 2014 21:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ვან გაალი რა შუაშია, ფერგის დროს ნაკლები იყო ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2014 21:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Berba 9,
გეთანხმები. ნაკლები და ასეთი არ იყო, მაგრამ ეს მწვრტნელის ბრალი იყოს მეეჭვება. უბრალო უიღბლობაა და მორჩა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Best 7
4 ნოემბერი 2014 22:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ravi AR vicio raa bevria ukve tramvirrebuli dzaan
0
№10
ავტორი: DiMaria
5 ნოემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არც თამაშების დროს დაგვმტრევია ნაკლები ფეხბურთელი და მთლად მაგას ნუ მივაწერთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top