გარი ნევილმა გააკრიტიკა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დეილი ბლინდი. "წითლების" ყოფილი კაპიტნის თქმით ჰოლანდიელი ახალწვეული ხშირად "მარტივ გადაწყვეტილებებს" იღებს, იმის მაგივრად, რომ თავდამსხმელებს საგოლე მომენტები შეუქმნას.
ბლინდი "იუნაიტედის" ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურა გახდა მას შემდეგ, რაც იგი გუნდმა 13.8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა "აიაქსიდან".
თუმცა, დეილი და მისი თანაგუნდელები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ საკუთარი თამაშის პოვნას, რის გამოც მათ 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 ქულა აქვთ, ასეთი ცუდი შედეგი გუნდს 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.
გარი ნევილი თვლის, რომ 24 წლის ნახევარმცველმა უფრო მეტი მომენტი უნდა შეუქმნას თავდამსხმელებს.
"ბლინდმა უფრო ხშირად უნდა გაიხედოს წინ და იკისროს შეტევითი როლი" - განაცხადა მან. "ის ხშირად მარტივ გადაწყვეტილებებს იღებს და მოკლე პასებს ათამაშებს."
მცირე კომენტარი ნევილმა ვან პერსიზეც გააკეთა.
"რობინი განაგრძობს ჭკვიანურ გადაადგილებას თამაშის განმავლობაში, თუმცა ვფიქრობ მისი თანაგუნდელები მას ხშირად ვერ ხედავენ და ვერ უქმნიან საკმარის მომენტებს, როგორც ამას სქოუдზი და კერიკი აკეთებდნენ გასული ორი სეზონის განმავლობაში."
"ის შესანიშნავად ირჩევს პოზიციას მცველების უკან, ამის გამო მას ქურდი შევარქვით. თუმცა ბლინდი მაინც იოლ პასს ამჯობინებს. ჩვენ აქ უმაღლესი კალიბრის ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მათ უნდა შეეძლოთ შემტევების გამჭოლი პასებით მომარაგება."