თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2014, 11:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 5
ჭორები "იუნაიტედის" ირგვლივ
პერსი "ფენერბაჰჩეს" სურს.
ჭორები
ადრიენ რაბიომ "პარიზ სენ-ჟერმენთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ადრიენი "რომას" კევინ სტროოტმანის ალტერნატივად მიაჩნდა, რომელიც შესაძლოა "იუნაიტედში" გადავიდეს.

სერია ა-ს კლუბი რაბიოს გაფორმების იმედს არ კარგავდა, რადგან "რომას" ნახევარდაცვის წამყვანი ფეხბურთელი შესაძლოა ინგლისურ გრანდს შეუერთდეს.

სტროოტმანს მომდევნო უქმეებზე შეუძლია "ჯიალაროსის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს. მუხლის ტრავმის გამო კევინს 7 კვირა არ უთამაშია.

კიდევ ერთი დღე და "იუნაიტედს" "ბენფიკას" კიდევ ერთ ფეხბურთელს უკავშირებენ.

ენცო პერესი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად თამაშობდა არგენტინის ნაკრების რიგებში, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის ყურადღებას იქცევს და "წითლები" მზად არიან 28 წლის ნახევარმცველის გადაბირება სცადონ.

ერთ-ერთი ყველაზე უსუსური ჭორი: თურქულმა "ფენერბაჰჩემ" "იუნაიტედს" რობინ ვან პერსის ხელმისაწვდომობის საკითხზე მიმართა.

31 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ იმყოფება საუკეთესო ფორმაში.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს "იუნაიტედთან" 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ვან გაალისა და მისი ურთიერთობა ფეხბურთელის წასვლის ალბათობას ამცირებს.

წყარო: M.E.N.
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2014 11:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვან პერსი და ფენერბაჰჩე. ლუი არ გაუშვებს თორემ, გამორიცხული არ იქნებოდა, რომ თურქებს ეყიდათ.

გასაყიდად ნამდვილად არ მემეტება, მხოლოდ მინდა ცოტა ხნით სკამზე დაჯდეს/.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Malboro463
4 ნოემბერი 2014 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
სტროტმანი რა აფეხებად უნდათ 2 თვეა ბურთი არ გაუგორებია
გაფუჭდა ეგ და გუნდოგანი
0
№3
ავტორი: AkkRed
4 ნოემბერი 2014 13:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პერსიკა ისეთივე ცოდოა როგორც მატა sad მაგრამ ნახევარდაცვა და დაააცვა ისევ უსუსურად არიან და ვიღაც კარგი გიჟი გვჭირდება
0
№4
ავტორი: Vodafone
4 ნოემბერი 2014 16:03
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სტროტმანმა ამ პერიოდში თუ დაიბრუნა ფორმა ამხელა ტრავმის მერე ძაან გამოგვადგება. ნახევარდავაში ბევრი ხალხი გვყავს მარა ჩამშელელად ამაზე უკეთ ვერცერთი ვერ დგას, ისე თავის დროზე უნდა გვეყიდა რომას როგორ დავუთმეთ :(((
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2014 21:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსი რო მოუნდათ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top