ვან გაალის ახალი "ეპოქის" მაჩვენებლები.
დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის შემდეგ "იუნაიტედის" თითოეულ ქომაგს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ ლუი ვან გაალი წარმატებას მოიტანდა გუნდში. ვერავინ იტყვის, რომ ჰოლანდიელის მოსვლას თავისი პლუსები და მინუსები არ აქვს.
"მანჩესტერ სიტისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე მოექცა, რაც "იუნაიტედის" ისტორიაში მე-13 შემთხვევაა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში რამდენიმე რეკორდი და ანტირეკორდი დაამყარა.
ქვემოთ ყველაზე ცუდებს შემოგთავაზებთ:
1986 წლის შემდეგ "იუნაიტედს" 10 ტურში არასდროს დაუგროვებია უფრო ნაკლები ქულა.
"მანჩესტერ სიტი" ერთადერთი გუნდია "ლივერპულის" შემდეგ, რომელმაც "იუნაიტედი" ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა. "ლივერპულმა" ეს 2000-2002 წლებში გააკეთა.1969-1970 წლების სეზონის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი დერბი.
მაიკლ კერიკი 31-ე ფეხბურთელია, რომელიც ლუი ვან გაალმა მიმდინარე სეზონში ათამაშა.ლუი ვან გაალმა 10 შეხვედრაში უფრო მეტი ფეხბურთელი ათამაშა, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერმა სხვა გუნდმა.
საიდი ბერაჰინომ მარტოდმარტომ გაიტანა იმდენივე გოლი (7), რამდენიც "იუნაიტედის" სამმა თავდამსხმელმა, რუნიმ, ფალკაომ და ვან პერსიმ ერთად.
ლუი ვან გაალს თავის წინამორბედზე, დევიდ მოიესზე ოთხით ნაკლები ქულა აქვს დაგროვებული 10 მატჩში, ორით ნაკლები გამარჯვება აქვს მოპოვებული და ამასთან ერთად 122 მილიონი ფუნტით მეტი აქვს დახარჯული.40 წლის განმავლობაში მხოლოდ მესამე შემთხვევა დაფიქსირდა ისეთი, როცა "იუნაიტედმა" უფრო მეტი გოლი გაუშვა (14), ვიდრე ქულა მოაგროვა (13).
1997 წლის იანვარი-მარტის შემდეგ "იუნაიტედმა" პირველად გაუშვა გოლი პრემიერ ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში. "იუნაიტედს" გასვლით შეხვერაში აპრილის შემდეგ არ მოუგია, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
2014 წელს "იუნაიტედს" ხუთი ფეხბურთელი გაუძევეს, რაც ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერ ლიგაში.მხოლოდ ანხელ დი მარია 3 მლნ. ფუნტით უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე "საუთჰემპტონის" მთელი 11 კაციანი შემადგენლობა "ჰალ სიტის" წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, "იუნაიტედი" 9 ქულით ჩამორჩება "წმინდანებს".
წყარო:
daily mail