მანჩესტერულ დერბიში მომხდარი ინციდენტი,რომელშიც მარუან ფელაინი მონაწილეობდა, რა თქმა უნდა არ გამოჰპარვიათ რეჟისორებს. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ამ ამბავს თავიდანვე მოაბეს დიდი კუდები და ისიც იწინასწარმეტყველეს თითქოს ბელგიელს დასჯიდნენ, თანაც სამაგალითოდ.
"იუნაიტედის" გულშემატკივართის საბედნიეროდ, წინასწარმეტყველება წინასწარმეტყველებადვე დარჩა და ბელგიელ ნახევარმცველიც სრულიად უდანაშაულოდ აღიარეს.
სქაისფორთსი: "FA არანაირ ზომებს არ მიიღებს მარუან ფელაინის წინააღმდეგ, რომელმაც თითქოსდა არგენტინელ სერხიო აგუეროს შეაფურთხა"
თვითონ მარუანმაც განაცხადა ამ ფაქტის შესახებ ტვიტერზე:
ფელაინი:"პრესას ძალიან უყვარს ზღაპრების შეთხზვა იმისგან რაც საერთოდ არ არსებობს. გმადლობთ ჟურნალისტებო!."