თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2014, 22:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2038,
კომენტარები: 10
დე ხეა: "საუკეთესო ფორმაში ვარ"
დავიდ დე ხეა დერბის წაგების შემდეგ.
დე ხეა:
დავიდ დე ხეა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დერბიში მარცხით არ დაითრგუნება და "კრისტალ პალასთან" დადებითი შედეგის მიღწევას შეძლებს.

"სირცხვილია, რომ ვერც ერთი ქულა ვერ ავიღეთ. მაგრამ მატჩის უმეტეს ნაწილს ათი კაცით ვთამაშობდით. არ დავნებდით წითელი ბარათის მიღების შემდეგ და წინსვლა განვაგრძეთ."

"არ გვიყვარს წაგება - განსაკუთრებით დერბიში - მაგრამ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებთ და მომდევნო მატჩების მოგებას ვეცდებით. "კრისტალ პალასთან" სახლში ვთამაშობთ, ასე რომ მთელი კვირის განმავლობაში ბეჯითად ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სამი ქულის აღებას შევძლებთ."
- განაცხადა დე ხეამ მატჩის შემდგომ.

"იუნაიტედის" დადებითი ფაქტორი ამ მატჩში დავიდ დე ხეა გახლდათ, რომელმაც კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და აგუეროს, ნავასსა და იოვეტიჩს აუღო კარგი ბურთები.

"კარგ ფორმაში ვიმყოფები. კარიერის საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ და მინდა ასე გავაგრძელო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ უკეთ გამოვიყურებით, როგორც გუნდი."
- დაამატა დე ხეამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 22:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან ცუდია, რომ ამდენი სეივების კეთება გიხდება და იმედია ეს შენში გუნდის დატოვების სურვილს არ გააღვიძებს.

მომდევნო თამაში აუცილებლად მოსაგებია, თორემ მერე სანაკრებო პაუზები იწყება და დიდხანს მოგიწევთ ცდა გამოსწორებისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 ნოემბერი 2014 22:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა როგორ უნდა შეაქოს კაცმა აღარ ვიცი. ესეტი დაცვის ხაზი გვყავს, რას აღარ აკეთებს ბურთი არ გაუშვას ტიპმა და მაინც წაგებები და ფრეები

რამდენ ხანს იქნება ასეთ ფორმაში ვნახოთ, უბრალოდ საუკეთესოა
0
№3
ავტორი: Wardell
3 ნოემბერი 2014 22:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ეს გვიერთგულებდეს და მეტი არაფერი მინდა )))))
0
№4
ავტორი: chudikone
4 ნოემბერი 2014 09:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
უკეთეს დაცვას იმსახურებს დე ხეა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ნოემბერი 2014 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისეთი დაცვა რო გვყვადეს როგორი მეკარეც გვყვავს კარგი იქნება...
0
№6
ავტორი: Mufc7
4 ნოემბერი 2014 10:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მართლა საუკეთესო ფორმაშია,რამდენჯერ გადაგვარჩინა,თან რა ბურთები აიაღო hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
4 ნოემბერი 2014 11:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ეს ნელა ნელა რა ჯანზე მოდის love ეს რო არ გყვავდეს 1-0 და 1-1 სანატრებელი გაგვიხდება
0
№8
ავტორი: Vodafone
4 ნოემბერი 2014 16:11
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ვინმე სრულფასოვნად შეცვლიდა ვან დერ სარს მარა აგერ დაფრინავს ეს კაცი. love
0
№9
ავტორი: Gvantsaa
4 ნოემბერი 2014 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
საუკეთესო ხარ love
0
№10
ავტორი: DiMaria
5 ნოემბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დათო. მიყვარს ეს კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top