"სიტისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ გუნდი იმედგაცრუებეულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ თავდაჯერებულობა არ დაუკარგავთ.
"წითლებს" მატჩის უდიდესი ნაწილის ჩატარება 10 კაცით მოუწიათ, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს მატჩიდან გაძევებული იქნა კრის სმოლინგი. ერთი ცენტრალური მცველის გაგდგების შემდეგ ვან გაალმა იძულებითი ცვლილება განახორციელა და სმოლინგის ადგილას მაიკლ კერიკი გაამწესა, რომელმაც ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა.
გუნდს სიტუაცია კიდევ უფრო გაურთულდა, როდესაც ტრავმა მიიღო მარკოს როხომ და მის მაგივრად მოედანზე პედი მაკნაირი შემოვიდა. 10 კაცით დარჩენილი "იუნაიტედი" ბოლომდე ცდილობდა საკუთარი კარის დაცვას, თუმცა სერხიო აგუერომ მაინც მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა.
ამ მომენტისთვის "იუნაიტედს" 10 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს, თუმცა ინგლისელი ნახევარმცველი თვლის, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება.
"ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ" - განუცხადა მან Sky Sports-ს.
"ჩვენ 10 კაცით მოგვიწია თამაში, თუმცა მაინც შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი და შეგვეძლო მატჩი უკეთესი შედეგით დაგვესრულებინა."
"ეს მატჩი თავისუფლად შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო. მათაც შეგვქიმნეს პრობლემები, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი რიცხობრივი უპირატესობა იყო. ვფიქრობ, შეგვეძლო ერთი გოლი გაგვეტანა და ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს."
"ვიცი, რომ ჩვენს მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა არ არის საკმარისი, თუმცა გუნდის თამაშში უამრავი ნიშანი იგრძნობა, რომ გამოვსწორდებით."როცა კერიკს სმოლინგის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ მცველი ძალიან გაბრაზებული იყო.
"შესვენების დროს ჩვენ განვიხილავდით, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით მეორე ტაიმში. ის ძალიან იმედგაცრუებული იყო წითელი ბარათის გამო, თუმცა ასეთი რაღაცეები ფეხბურთში ხდება და ამას უნდა გაუმკლავდე."
"ვფიქრობ ჩვენ ამ სიტუაციას კარგად გავართვით თავი." - გააგრძელა მაიკლმა.
"მეორე ტაიმი ჩვენთვის გამოცდასავით იყო და ჩვენ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. როგორც უკვე ვთქვი, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო ვრწმუნდებოდი, რომ გავიტანდით, მაგრამ არ გაგვიმართლა."აღსანიშნავია, რომ ეს კერიკის პირველი მატჩი იყო ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ.
"ეს ექვსი თვის შემდეგ პირველი მატჩი იყო ჩემთვის, მე გასული სეზონის ბოლოდან არ მქონდა ნათამაშები. ცენტრალური მცველის პოზიციაზე მომიწია თამაში, რაც ცოტა რთული იყო ამდენი გაცდენილი დროის შემდეგ, თუმცა მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი."წყარო:
ManUtd.com