დერბის ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: გაძევებამდე და გაძევების შემდეგ, რადგან ფეხბურთელთა დისბალანსი თამაშის სურათს სრულად ცვლის.
გაძევებამდერამდენიმე ნახევარმომენტის შექმნის შემდეგ დაძაბული შეხვედრა "იუნაიტედის" დაცვის ორჯერადი ჩავარდნით გამოირჩა.
მე-20 წუთიპირველ ეპიზოდში ლუკ შოუმ გაუმართლებელი პოზიცია დაიჭირა და თავისი ფლანგი სრულად მოაშიშვლა. გარდა ამისა, ბლინდს თანაგუნდელის დაზღვევის შანსი არ აქვს, რადგან მის გვერდით სხვა შემტევი იმყოფება.
მინდა ახლავე აღვნიშნო ის, რომ "სიტის" ფეხბურთელებს რაიმე განსაკუთრებული არ მოუგონიათ, მათი შეტევები გეომეტრიულად უმარტივესი იყო. სურათზე ფლანგზე მარტივი გარღვევა ჩანს, რომელიც პასით მოხდა.
შემდეგ, "სიტიმ" ზედმეტად გაითამაშა. სმოლინგს, რომელიც ორი კაცის აყვანას ცდილობს, საბოლოოდ ვერც ერთი ვერ აჰყავს. აგუეროს სივრცე აქვს ბურთის მისაღებად და პარტნიორთან კედლის გასათამაშებლად. ამასთან ერთად, მინიმუმ ორი ვარიანტი შეტევის გაგრძელებისთვის (მარჯვენა ფლანგზე და ახლოს მდებარე პარტნიორთან).
"იუნაიტედის" "მგზავრთა" სიიდან, რომლებიც შეტევას უკანა რიგებიდან აკვირდებიან (ყვითელ ზონაში), გამოვყოფ რუნის, რომელიც ყველაფერს აკეთებს ბურთის წასართმევად.
ყურადღება მიაქციეთ შოუსა და რუნის პოზიციებს. თითქოს ლუკი ჩაფლავდა, ეს სწორედ მისი ფლანგია და მთელი ძალით შეცდომის გამოსწორებას უნდა ეცადოს, მაგრამ შოუ თავისთვის ჩვეული მანერით ნელა ბრუნდება საჯარიმოსკენ.
21-ე წუთიმომდევნო შეტევაში "იუნაიტედი" მეორე ფლანგზე ჩაფლავდა. იანუზაის მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ ვალენსია, რომელიც წინ ეხმარებოდა თანაგუნდელებს კონტრშეტევის დროს ნახევარპოზიციაში დარჩა. ისევე როგორც ფელაინი, რომელიც შემტევის დაწევას ცდილობს.
როხოს, აგუერო უჭირავს.
როხომ აგუერო გაუშვა.
როხო აღარ იჭერს აგუეროს.
მარკოს როხო მებრძოლია. ის ძლიერია ორთაბრძოლებში და დახმარების გაწევა შეუძლია შეტევის დროს. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ როხო პოზიციურად ცუდად თამაშობს. გასულ ორ თამაშში სწორედ ამაზე ვამახვილებდით ყურადღებას, "სიტისთან" თამაშიც კი არ გამოდგა გამონაკლისი.
სმოლინგის გაძევებაამ მომენტში "სიტის" მოთამაშისადმი პატივისცემას "იუნაიტედის" 3 ფეხბურთელი გამოხატავს. მაგრამ თუ კი ბლინდი და ფელაინი პოზიციურად ეთამაშებიან აგუეროს, ვალენსიას შეეძლო ფლანგზე დარჩენილიყო და მოწინააღმდეგის ფეხბურთელი არ დაეტოვებინა.
რიკოშეტების სერიის შემდეგ ბურთი ფლანგზე აღმოჩნდა, რასაც სახიფათო შეტევა მოჰყვებოდა, რომ არა სმოლინგის ვარდნა მილნერის ფეხებში, რის გამოც კრისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ლუიმ ამ ბარათს "იდიოტური" უწოდა. სწორედ ასეთი იყო. კრისს უკვე ჰქონდა გაფრთხილება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი კი ქმედების გაუმართლებლობაა. მილნერი - მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელია, რომელიც მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა. ბურთის გამოსართმევად მასზე ვარდნას არავითარი მიზეზი არ ჰქონდა. შესაძლებელი იყო უფრო მშვიდი დაცვითი პოზიციის შერჩევა.
***
შოუ, როხო, სმოლინგი, ვალენსია - თითოეული მათგანი მომზადების დაბალ დონეს აჩვენებს. მოთამაშეთა გადაწყვეტილებები უმეტესად მცდარია. როგორც ჩანს, ფეხბურთელები მხედველობაში არ იღებენ ისეთ ფაქტორს, როგორიც თავდამსხმელის მანერა და მოთამაშე ფეხია.
პოზიციის შერჩევა - "იუნაიტედის" დაცვის კიდევ ერთი ნაკლი. "სიტის" თითოეული შეტევა ისეთივე მარტივი იყო, როგორც აი ია-ს კითხვა. ერთი შეხებით კედლის გათამაშება, პასები თავისუფალ ზონაში. ეს არის შეტევის ფუძეთა ფუძე, რასაც მაღალი დონის შემსრულებელთა ოსტატობა ემატება. მწუხრდები, როცა "იუნაიტედის" დაცვას ორი ელემენტარული პასით ატყუებენ.
დიახ, არსებობს მეტ-ნაკლები წარმატებული შეხვედრები, რომელსაც ესა თუ ის ფეხბურთელი ატარებს, მაგრამ საერთო სურათი იმდენად საშინელია, რომ შეუთამაშებლობის ბანალური მიზეზი გამართლებული არ არის. დაცვის ასეთი შემადგენლობისთვისაც კი:
მხოლოდ იმის იმედის ქონაღა გვრჩება, რომ გუნდში არის ხალხი, ვინც ფეხბურთელებს სწორად თავდაცვას ასწავლის. ან ყველაფერი გამოცდილი მცველის ყიდვით გადაწყდება, რომელთა დეფიციტი ბაზარზე ნამდვილად არის, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
გაგრძელება