თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2014, 16:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 0
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
დერბის ტაქტიკური ანალიზი

გაძევების შემდეგ


გოლი გავიდა იმ დროს, როცა გვეჩვენებოდა, რომ "იუნაიტედი" კაცნაკლული თამაშს შეეგუა.

63-ე წუთი. აგუეროს გოლი

ანგარიში ტრავმირებული როხოს შეცვლიდან 8 წუთში გაიხსნა. დაცვის შეცდომის მიწერა გამოცვლილ შემადგენლობაზე არ ივარგებს. არც ვალენსიას პოზიციის გამართლება. ანტონიო თამაშს გამოეთიშა, ფლანგი დატოვა და იქ მხოლოდ დი მარია იმყოფებოდა (რომელიც ნამდვილად არ არის დაცვის პროფესორი).

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


დი მარიას ზურგს უკან ჩარბენილი კლიში საჯარიმოში კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცენტრში კი "იუნაიტედის" დაცვამ დატოვა ხვრელი, სადაც გაკეთდა კიდეც პასი.

ბლინდი თავის მოთამაშეს ვერ იჭერს, ვალენსია დაკვირვებას აგრძელებს, ხოლო მაკნეირი აგუეროს ხელიდან უშვებს, რომელმაც გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


საერთო დაკვირვება

პენალტები

მსაჯობის თემას ადრეც შევეხეთ. მაიკლ ოლივერმა დაბალი დონე აჩვენა და არა იმიტომ, რომ ვიღაც დაინდო, არამედ იმიტომ, რომ ცუდი იყო.

თავდაპირველად, მან ფელაინის მიერ აგუეროზე წესების დარღვევის გამო პენალტი არ დანიშნა. ფოტოზე ჩანს, რომ ფეხში დარტყმას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხელის კვრას კი. დინამიკაში კი შეგიძლიათ ნახოთ, რომ პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მეორე ეპიზოდი პირველი ტაიმის უკანასკნელ წამებზე მოხდა. როხოს, რომელმაც ტურე ხელიდან გაუშვა სახიფათოდ თამაშიღა რჩებოდა იმისთვის, რომ სიტუაცია განემუხტა. ჯერ ბურთს დაარტყა, შემდეგ კი ტურეს. თამაშის იშვიათი შემთხვევა, როცა მსაჯი სიატუაციაში გაერკვა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მეორე დანდობილი ეპიზოდიც აგუეროს შემთხვევაში მოხდა, რომელსაც ამჯერად მაიკლ კერიკმა გამიზნულად ჩაარტყა (დაბრუნებას გილოცავ მაიკლ).

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


დაკვირვებიდან:

კლიშისა და იოვეტიჩს იანუზაის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო ყვითელი ბარათები უნდა მიეღოთ.

საბალეტამ აშკარა ჯარიმის გამო ბარათი არ მიიღო. ვიდეოზე ჩანს ეპიზოდი, რომელიც სმოლინგის გაძევებას უძღოდა წინ. გარდა ამისა, ამ მომენტამდე ერთი წუთით ადრე ბლინდი ზუსტად იმავე წესების დარღვევის გამო გააფრთხილეს.



ჯერ აგუეროს, შემდეგ კი საბალეტას შეეძლოთ ყვითელი ბარათების მიღება, განსაკუთრებით უკანასკნელს. აღვნიშნავ იმასაც, რომ მეორე ტაიმში საბალეტამ რუნიზე წესების დარღვევის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, რაც სავსებით შესაძლებელი იყო, რომ წითელ ბარათად გადაქცეულიყო.

ვან პერსი და აგუერო

მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში რობინი 18-ჯერ შეეხო ბურთს. ამ შეხებების დროს, მან ძალიან სახიფათო დარტყმა განახორციელა, რომელიც საკუთარ თავს თავად შეუქმნა. გარდა ამისა, რობინმა პასები გაუკეთა იანუზაისა და დი მარიას, რის შემდეგაც ჯო ჰარტმა გუნდი გადაარჩინა.

კაცნაკლული თამაშის პირობებში "იუნაიტედის" თავდამსხმელმა საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა თავი.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ შედარებისთვის: "სიტის" თავდამსხმელმა, კუნ აგუერომ 45-ჯერ მიიღო ბურთი და მაქსიმალურად სასარგებლო იყო საკუთარი გუნდისთვის. საბოლოოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


დი მარია და კუთხურები

არ შემიძლია ამ თემას ავცდე.

მადლობელი დაგრჩებით, თუ კი ვინმე მეტყვის, რატომ აწვდის დი მარია კუთხურებს ახლო ძელთან მაშინ, როცა იქ "იუნაიტედის" არც ერთი ფეხბურთელი არ იმყოფება. ეს განსაკუთრებით ეხება 92-ე წუთზე იდენტურად მოწოდებულ ორ უაზრო კუთხურს.

ოთხიდან ერთ ეპიზოდში დი მარიამ ახლო ძელთან არ ჩააწოდა და მაშინვე სახიფათო მომენტი შეიქმნა ფელაინის მონაწილეობით.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


უეინ რუნი

"იუნაიტედის" კაპიტანი შეხვედრის დასაწყისში ძალიან სიღრმიდან თამაშობდა, გაძევების შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ რუნი შეტევას ნაკლებად დაეხმარებოდა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


არც ისეთი მომენტები მაკვირვებდა, როცა რუნი ბლინდის უკან აღმოჩნდებოდა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


უმჯობესია ლუკ შოუმ და მისმა პარტნიორებმა რუნისგან თავდადებისა და ბოლო წუთამდე მუშაობის მაგალითი აიღონ. ამ კომპონენტში მხოლოდ ორს ეკუთვნის მაღალი ქულა: რუნის და რაფაელს. დანარჩენები კი კარგად უნდა დაფიქრდნენ სად იმყოფებიან და რომელ გუნდში თამაშობენ. სამწუხაროდ, გუშინ დემიჩელისი უფრო თავდადებით იბრძოდა, ვიდრე "იუნაიტედის" ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი.

კარგის შესახებ

ზემოაღნიშნული ცუდის შემდეგ მინდა გუნდის დადებითზე გამავამხილო ყურადღება. იყო მომენტი, როცა "იუნაიტედმა" 10 ფეხბურთელით მიამაგრა "სიტი" საკუთარ კარს. გუნდს ორი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა: თავდაპირველად რუნის არაჩვეულებრივი გარღვევა, რომელიც დი მარიას დარტყმით დასრულდა, ხოლო შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან ფელაინის დარტყმა, რომელიც მოუხერხებელი აღმოჩნდა და ნაცვლად თავისა, მხრით დაარტყა.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი.

წყარო: carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top