თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2014, 15:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2697,
კომენტარები: 10
5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა
დერბიში მიღებული 5 გაკვეთილი.
5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა
მსაჯმა შეხვედრა ჩააფლავა



მატჩის დასაწყისში, როცა საკამათო ეპიზოდში მსაჯმა "იუნაიტედისთვის" სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, "სიტის" ქომაგთა მხარემ YSB-ს სკანდირება დაიწყო. რამდენიმე წუთში, როცა მსაჯმა უკვე "სიტისთვის" სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, YSB-ს სკანდირება "იუნაიტედის" ქომაგთა მხარემ დაიწყო.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

სმოლინგის პირველ ყვითელ ბარათს საფუძველი არ ჰქონდა.

ამონარიდი წესებიდან:

წესი 12 - დარღვევა და არასწორი ქმედება

საწინააღმდეგო გუნდის სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი მსაჯის აზრით შემდეგი ეპიზოდიდან ერთ-ერთშია დამნაშავე:

- მოწინააღმდეგესთან სახიფათოდ თამაშობს.
- ხელს უშლის მოწინააღმდეგის გადაადგილებას.
- ხელს უშლის მეკარეს ხელით ბურთის თამაშში შეყვანაში.
- ჩაიდენს ნებისმიერ სხვა დარღვევას, რომელიც 12-ე წესით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მსაჯი თამაშს ფეხბურთელის გაფრთხილების ან გაძევების გამო აჩერებს.

ფეხბურთელს ეძლევა ყვითელი ბარათი, თუ იგი არღვევს შემდეგ წესებს:

- მოქმედებს არასპორტულად.
- სიტყვებით, ან მოქმედებებით მსაჯთან უთანხომებას გამოხატავს.
- სისტემატურად არღვევს თამაშის წესებს.
- წელავს მატჩის განახლებას.
- არღვევს მანძილის წესს საჯარიმოს, კუთხურის ან თავისუფალი დარტყმის დროს.
- გამოდის ან შედის მოედანზე მსაჯის ნებართვის გარეშე.
- ტოვებს მოედანს მსაჯის ნებართვის გარეშე.

"თავდამსხმელს აქვს ფართო შესაძლებლობა იმისა, რომ მეკარეს მოქმედებაში, მიწიდან ბურთის შეყვანაში ან ხელიდან ბურთის თამაშში შეყვანაში ხელი შეუშალოს. მიზანი ორია: ერთის მხრივ - მეკარისთვის ბურთის წართმევა, მეორეს მხრივ - მეკარის მიერ მოედანზე ბურთის დარტყმის ტრაექტორიისთვის ხელის შეშლა."

მოედნის ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ მეკარე ვალდებულია მეოთხე ნაბიჯის შემდეგ ბურთი მიწაზე დარტყმით თამაშში შეიყვანოს. რამდენიმე ათეული წამის შემდეგ მეკარე ბურთზე კონტროლს კარგავს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს თავდამსხმელი? ყურადღების მიქცევის გარეშე უნდა შეარჩიოს პოზიცია მეკარის მახლობლად და პერიფერული ხედვის დახმარებით თვალი უნდა ადევნოს როგორც ბურთს, ისე მეკარეს. იმ მომენტში, როცა მეკარე ბურთს ხელიდან უშვებს, თავდამსხმელი ნახტომით უნდა აღმოჩნდეს მეკარესთან და ბურთის წართმევა სცადოს. როგორც წესი, მეკარე ასეთ "აგრესიას" არ ელოდება. უფრო მართებული იქნება, თუ თავდამსხმელი მეკარესთან ერთად ირბენს და როცა ის ბურთს მიწაზე დაუშვებს, თავდამსხმელმა საჭირო დროს უნდა სცადოს ბურთის წართმევა.

ასე იყო "სიტის" ფეხბურთელების შემთხვევაშიც, როცა ისინი ბარათებს იმსახურებდნენ. ყვითელი საბალეტასა და იოვეტიჩს, ხოლო წითელი ჯო ჰარტს.

5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა


ეს ერთის მხრივ.

მეორეს მრხივ, "იუნაიტედის" კარში ორი პენალტი არ დაინიშნა. კიდევ ერთ ეპიზოდში, როცა როხომ იაია ტურეს წაართვა ბურთი, არგენტინელმა ბურთზე ითამაშა.

ორივე მხარეს აქვს მსაჯისთვის პრეტენზიის წაყენების საფუძველი. მსაჯობა დაბალი ხარისხის იყო.

YSB

სმოლინგმა გუნდი დააღალატა

5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა


უსამართლოდ მიღებულ ყვითელ ბარათზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ, მაგრამ როცა გაფრთიხლება გაქვს, რატომ უნდა ჩაუვარდე მოწინააღმდეგეს ფეხებში მაშინ, როცა შეტევა ფლანგიდან ვითარდება და საგოლე ეპიზოდი ჯერ შექმნილი არ არის?

სმოლინგის შემთხვევაზე კომენტირებისას ლუი ვან გაალმა სმოლინგის მიერ მიღებულ მეორე ბარათს "სულელური და დაუშვებელი უწოდა".

ერთ მატჩში დაცვის ხაზის სამი ვარიანტი


5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა


რამდენიმე ხნის განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ წინა შეხვედრის დაცვის ხაზი იდგა. თუმცა, როხოსა და სმოლინგის დუეტი ჯერ კერიკისა და როხოს დუეტად გადაიქცა, ხოლო შემდეგ მაკნეირისა და კერიკის დუეტად.

"კრისტალ პალასსა" და "არსენალთან" ლუი ვან გაალის განკარგულებაში შემდეგი ცენტრალური მცველები იქნებიან: ბლეკეტი, მაკნეირი, კერიკი. მარჯვნიდან ვალენსია, მარცხნიდან შოუ, ხოლო თუ საჭირო იქნება ბლინდი.

"იუნაიტედმა" მოედნის ცენტრი დათმო

5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა


მსაჯობისა და დაცვის ხაზის შესახებ საუბრები აქტუალურია, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ფელაინისა და ბლინდის დუეტმა (რუნის დახმარების თანხლებით) ტურესთან და ფერნანდოსთან ბრძოლა წააგეს. მიმდინარე სეზონში იაია ტურეს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ნუ ავირევით. ტურეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ჩაგდებულ თამაშებს მაღალ დონეზე ჩატარებულ მატჩებს ანაცვლებს და პირიქით. "იუნაიტედის" ქომაგთა სამხწუხაროდ იაია მოწოდების სიმაღლზე იყო. უნდა შევაქოთ ფერნანდოც.

ვან გაალის გუნდი არ ნებდება.

5 რამ, რაც დერბიმ გვასწავლა


დიახ, ვიღაც იტყვის, რომ "სიტიმ" თავად დათმო ინიციატივა და კარს მიეჯაჭვა. მაგრამ, ნუ დავაკნინებთ "იუნაიტედის" მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ გუნდიც და ინდივიდუალური ფეხბურთელებიც საკუთარ დონეზე დაბლა იდგნენ, "იუნაიტედი" წინ მიიწევდა და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა.

შეგიძლიათ დი მარიას გაუფრთხილებელი გადაცემები, შოუსა და ვალენსიას უაზრო ჩართვები და სხვადასხვა რამ აკრიტიკოთ, მაგრამ იმის არ აღნიშვნა, რომ გუნდს საკუთარი თავის სჯერა, არ შეიძლება.

წყარო: carrick.ru
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოპტიმისტურად დასრულდა. მე საერთოდ მგონია, რომ სმოლინგის ეპიზოდზე, პირველ ეპიზოდზე გამოკიდება არ ღირს და არც იმის, თქმა რომ არ ეკუთვნოდა იქ ყვითელი ბარათი. უნდა ეთამაშა წესიერად მაგ ყვითლის მერე სწორედ. გამოცდილება რომ ჰქონოდა, ასეთ სულელურ ქმედებას არ ჩაიდენდა. ანუ არ არის ჩვენი დონის. ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდე მცველი.

მოედნის ცენტრი ვერ ვიტყვი წავაგეთ თქო. თავიდან მართლა გვიჭირდა და რუნიც ისე თამაშობდა, თითქოს პასების კეთება დაავიწყდაო, მაგრამ შემდეგ ძალიან კარგად გმაოვიყურებოდით. ერთ კი იყო, როცა კაც ნაკლლული დავრჩით, უბრალოდ წინ იგერიებდნენ ბურთს ისე, რომ იქ მხოლოდ სიტის ფეხბურთელები იდგნენ და ვერ იტყვი ბრძოლა მოიგესო, არც იყო ბრძოლა საერთოდ.

აი რა ეშველება დაცვას შემდეგ თამაშში არ ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Malboro463
3 ნოემბერი 2014 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
მსაჯმა ჩაისვარა. უაზროდ არიგა ყვითელი ბარათი
ბევრი სიტის ფეხბურთელებიც იმსახურებდენ ამას პლიუს მინიმუმ 2 პენალტი არ დაუდო სიტის და თუ არ ვცდები გოლის მომენტში თავიდანვე აფსაიდი იყო
0
№3
ავტორი: gilmour
3 ნოემბერი 2014 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფაქტია რომ ასეთ რთულ სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავით წინა სეზონში მომენტების შექმნა კი არა კაცმა არ იცის რამდენს გაგვიტანდნენ. ისეთი შემადგენლობა დადგა ბოლოს დაცვაში ნომინალურად მცველებიც რო არ იყვნენ.
სმოლინგის შეცდომაზე ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები რომ ეს არ არის ტექნიკური ან პოზიციური შეცდომა, ეს არის უტვინო ადამიანის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებები, არ შეიძლება ასეთ დონეზე თამაშობდე და ელემენტარულად 10 წლის ბავშვის ინტელექტიც არ გქონდეს.
0
№4
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2014 16:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ვან გაალის გუნდი არ ნებდება." ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Wardell
3 ნოემბერი 2014 17:23
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Smallingi kai dzaan debilia mara valencia sad iyo ro datasaobda mteli tamashi magis bralia smallingia meore yviteli vapshe carieli darcha flangi da ro ar waeqcia kacma ar icis ra moxdeboda savaraudod shegvigdebdnen
0
№6
ავტორი: Macklemore
3 ნოემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ივანოვიჩს თუ მოუხსნეს ყვითელი, შეიძლება ამასაც მოუხსნან. ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქ დაცვაში.

ივანოვიჩს თუ მოუხსნეს ყვითელი, შეიძლება ამასაც მოუხსნან. ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქ დაცვაში.
0
№7
ავტორი: Wardell
3 ნოემბერი 2014 21:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუუე ეს FA ხო იმენა არაფრის მაქნისია :/ აგუერო არც განუხილიათ ივანოვიჩს მოუხსნეს და აეეეეე
0
№8
ავტორი: DiMaria
3 ნოემბერი 2014 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მსაჯების დონე მართლაც დადაბლდა და გამოსასწორებელია, მაგრამ მაგას მაინც ვერ მივაწერ წაგებას
0
№9
ავტორი: GeorgeBest
3 ნოემბერი 2014 22:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰარტის ეპიზოდი როგორ დატოვა ესე უყურადღებოდ მაგრად გამიკვირდა
0
№10
ავტორი: Best 7
3 ნოემბერი 2014 23:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იმენაა ჩაფლავდა დაცვაა სიტიმ დაიმსახურა სმოლინგს ვაბშე ხელფასიც არ უნდა მიცენ!

იმენაა ჩაფლავდა დაცვაა სიტიმ დაიმსახურა სმოლინგს ვაბშე ხელფასიც არ უნდა მიცენ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top