თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2014, 14:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1992,
კომენტარები: 7
ლინდეგაარდი შესაძლოა "ბენფიკაში" გადავიდეს
ანდერს კლუბის დატოვება სურს.
ლინდეგაარდი შესაძლოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" სათადარიგო მეკარეს, ანდერს ლინდეგაარდს "ბენფიკაში" გადასვლის შანსი აქვს.

ანდერსი "ოლდ ტრაფორდზე" 2010 წლიდან იმყოფება, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ 1 თამაშის ჩატარება მოახერხა, ხოლო მიმდინარე სეზონში არც ერთის.

"იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა გახლავთ, რომლის სტატუსში დაეჭვების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

daily star-ის ცნობით, დანიელ კიპერს "ბენფიკა" აკვირდება, რომელიც ანდერსით ზაფხულშივე დაინტერესდა.

"წითელ ეშმაკებთან" მოქმედი კონტრაქტი ლინდეგაარდს მიმდინარე სეზონის დასასრულს ეწურება.

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუნაიტედთან" ერთად ვიქტორ ვალდესი ვარჯიშობს, რომლის გაფორმებას ვან გაალი არ გამორიცხავს.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედი" ლინდეგაარდის გაშვების წინააღმდეგი არ არის, ხოლო ვალდესის გაფორმება კი ანდერსისთვის მხოლოდ ბიძგის მიმცემი იქნება.

წყარო: fapl.ru
ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 14:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ცოდოა. უნდა გაუშვან. არ შეიძლება ასეთი ნიჭის გაფუჭება. დე ხეა მას ადგილს არ დაუთმობს და ტყუილი იმედის ქონას ჯობია წავიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedTeen
3 ნოემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Au rogor momwons es...:(( magram de geas gamo ichagreba...gmertma gvashoros da de geam travma rom aikidos vin shecvlis?? :/ es yvelaze kargi varianti iyo magram tan mecodeba skamistvis..kargi iqneba tu wava da satamashod meti shansi eqneba...
0
№3
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
RedTeen,
ვალდესიო wink დე ხეამ რომ ტრავმა მიიღოს ვალდესი გადაარჩენს იუნაიტედს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 ნოემბერი 2014 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თუ ლინდეგაარდს გაუშვებენ მაშინ კაი შემცვლელიც უნდა აყვდეს დე ხეას... ვალდესი არც სკამზე მინდა და საერთოდ მოაშორონ რაა გუნდიდან. თუ ვარჯიშობს ივარჯიშოს, სხვა რამეე პრეტენზია არ უნდა ქონდეს!!!
0
№5
ავტორი: Macklemore
3 ნოემბერი 2014 20:37
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ბენფიკამ ჯულიო სეზარი დაიმატა ამ სატრანსფეროზე, თან ის სომეხი არტურაც ყავთ და არ მგონია ესეც დაიმატონ. სხვაგან წავიდეს სადმე.
0
№6
ავტორი: DiMaria
3 ნოემბერი 2014 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვალდესიო ჩემი
0
№7
ავტორი: GeorgeBest
3 ნოემბერი 2014 22:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოდოა ეს კაცი და ჯობია რო წავიდეს. დე ხეა ისე თამაშობს ლინდეგაარდი კი არა მეეჭვება ვინმეს ამოეგდო დღეს ეგ სასტავიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top