"მანჩესტერ იუნატედის" ლეგენდარული მწვრთლნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, წითლების ახალ ვარსკვლავს შეხვდა გუშინ გამართული შეხვედრის დროს.
რადამელ ფალკაო ფეხზე წამოდგა და ისე მიესალმა სერ ალექს, რომელიც მის მსგავსად მანჩესტერული დერბის სანახავად იყო მისული "ეტიჰადზე".
ეს იყო მათი პირველი შეხვედრა საჯარო თავშეყრის ადგილას. სამხრეთ ამერიკელი გოელადორი წითლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერია, მას შემდეგ რაც შოტლანდიელმა სპეციალისტმა დატოვა თავისი პოსტი.
კოლუმბიელი დაახლოებით ორი კვირაა უქმადაა, მას შემდეგ რაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მან გამოტოვა როგორც "სიტისთან" ისე ლონდონის "ჩელსისთან" დაპირისპირებაც, რომელშიც რობინ ვან პერსიმ ბოლო წუთებზე მოუტანა გუნდს ქულა.
რადამელი რუნიმ ჩაანაცვლა, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა გუნდს დისკვალიფიკაციის გამო, შეგახსენებთ უეინმა "ვესტ ჰემთან" გამართულ შეხვედრაში, სტიუარტ დოუნინგთან უხეშობისთვის დაიმსახურა წითელი ბარათი და შემდეგ უკვე 3 მატჩიანი ბანი.