თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2014, 11:28
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1855,
კომენტარები: 8
რუნი მოხარულია, რომ გუნდი არ დანებდა
უეინ რუნი გუშინდელ მატჩზე
რუნი მოხარულია, რომ გუნდი არ დანებდა
მიუხედავად გუშინდელ მატჩში ნაჩვენები შედეგისა, სადაც "იუნაიტედმა" 1-0 დათმო დერბი, წითლების კაპიტანი მოხარულია იმით, რომ გუნდი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა 10 კაცითაც.

კრის სმოლინგმა წითელი ბარათი დაიმსახურა მას შემდეგ რაც 8 წუთის ინტერვალში ორი ყვითელი გამოსტყუა მატჩის არბიტრს. ინციდენტიდან ნახევარი საათის შემდეგ სერხიო აგუერო შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა, თუმცა კაცნაკლულ "იუნაიტედს" ყურები არ ჩამოუყრია და შეტევაში გადავიდა.

"ჩვენ შევუტიეთ კარგად და ასევე თავსაც კარგად ვიცავდით, გაშვებული გოლის შემდეგ"- განუცხადა უეინმა MUTV-ს." მე ვფიქრობ მატჩის უმეტესი ნაწილი მეტოქეზე უკეთ ჩავატარეთ. ჩვენ ბურთზე კონტროლი დავაწესეთ კაცნაკლულებმა და შევქმენით რამდენიმე კარგი შანსი.

ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან თამაშიდან ვერაფერი მივიღეთ და სახლში 0 ქულით ვბრუნდებით. "


სმოლინგის წითელ ბარათზე რუნიმ თქვა, რომ კრისი ამ შეცდომაზე ისწავლის.

"კრისი ძალიან გულგატეხილია. ეს ასეც ხდება, როდესაც მატჩს ნაადრევად ტოვებ, მითუმეტეს დერბიში და ასე მცირე დროის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, იგი ისწავლის ამ ფაქტიდან ბევრს."

რუნიმ აღნიშნა, რომ ბევრი დადებითი შეინიშნებოდა გუნდის თამაშში.

"ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ჩვენ ყოველ შეხვედრაში ვპროგრესირებთ და ვთამაშობთ ლამაზ ფეხბურთს. უბრალოდ ეს უნდა გადავაქციოთ შედეგში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერებთ, თუ გავაგრძელებთ შრომას. გავაგრძელებთ სწავლას და იმის კეთებას, რასაც მენეჯერი ითხოვს ჩვენგან."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 ნოემბერი 2014 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეიძლეება ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მთავარი შედეგია, შედეგი კი არ ის რომ მე-10 ადგილზე ვართ... recourse

ამ სმოლინგმა კიდე რით ვერ ისწავლაა??? ამ დაცვით შორს ნაღდად ვერ წავალთ.
0
№2
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გუშინდელი ანგარიში კიდევ არაფერია,მეგონა 10 კაცით დარჩენილებს გადაგვივლიდნენ და დასაფასებელია,კიდევ რომ აღარ გავუშვით გოლები. დე ხეა საოცრებაა რა,გადაგვარჩინა request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
3 ნოემბერი 2014 13:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შარშან სიტისთან თამაშის წინ წინასწარ ვიცოდით რო წავაგებდით, თამაშის დროს იმაზე ვფიქრობდი მეტი აღარ გაიტანონ მეთქი wink გუნდს წინსვლა ეტყობა, უკვე საკმაო დრო გავიდა და შეუფერებელი პოზიცია გვიკავია წინა წლისგან განსხვავებით მარა წელს აღარ ვუყურებ როგორ დადის გუნდი მოედანზე და რა ანაგრიშიც ა რუნდა იყოს მოგების იმედად ვართ. გუშინ დაიმსახურა სიტიმ მოგება, მომენტებიც შექმნეს და გაიტანეს კიდე, მაგრამ 10 კაციანი იუნაიტედიც უტევდა და მომენტებიც შევუქმენით
0
№4
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 14:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც მხოარული ვარ, რომ იუნაიტედის სული მართლაც შენარცუნებულია და ხელების ჩამოყრა აღარ გვჩვევია შარშანდელისგან განსხვავებით. მერე რაა რომ 0 ქულით დავბრუნდით. ეს უბრალოდ წაგება იყო და არა განადგურება. მხოლოდ მარცხი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: chudikone
3 ნოემბერი 2014 14:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეჰ, ნეტავ ის მომენტი გოლით დასრულებულიყო გუშინ რუნიმ რო შექმნა okay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Wardell
3 ნოემბერი 2014 15:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
Tvitonve daer*** da dasruldeboda kidec dzaan moigona pasi droc qobda da sashualebac dasartymelas ((((
0
№7
ავტორი: Macklemore
3 ნოემბერი 2014 20:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ნეტა შენით დაგესრულებინა ის გარღვევა, ძალიან მაგარი მომენტი იყო და რო გაგეტანა ხო ვაბშე დაგლეჯდი.
0
№8
ავტორი: DiMaria
3 ნოემბერი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მართლა რა მაგარი მომენტი ჰქონდა და როგორ გამაზა რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top