თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 16:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1515,
კომენტარები: 6
მოიესი: "ფელაინი ღირდა გადახდილ თანხად"
მოიესი ფელაინის შესახებ.
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ მარუან ფელაინი მასში გადახდილი 27.5 მილიონი ფუნტის გამართლებას იწყებს.

ფელაინის სადებიუტო სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" ცუდი გამოდგა, თუმცა დევიდი ამას თავისებურ ახსნას უძებნის.

"ისევე როგორც "ევერტონის" მიერ ფელაინის შეძენის დროს, მარუანი ახლაც სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა "იუნაიტედს". მაგრამ, რა თქმა უნდა არ ვაპირებდით, რომ ის ჩვენი ერთადერთი შენაძენი ყოფილიყო იმ წელს. მარუანი გუნდის შესავსებად ვიყიდეთ და იმედი გვქონდა, რომ სხვა ფეხბურთელებსაც გადავიბირებდით, რომლებიც კონკრეტულ მატჩებში გარკვეულ როლს შეასრულებდნენ."

"მარიანისდა სამწუხაროდ, იგი სეზონის ერთადერთი ახალწვეული გახდა, ამიტომ მისი ტრანსფერი დიდ შენაძენად ჩანდა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ მარუანი ისეთ ზეწოლას განიცდიდა, როგორიც მანამდე არასდროს ეგრძნო. სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ ხალხი მას თვალს არ აცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება ჩემზე იყო გადმოტანილი."

"მარუანისთვის დროის მიცემა ღირდა, რადგან ახლა ის ამტკიცებს იმას, რისიც მუდამ მჯეროდა - ფელაინი "იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. უკანასკნელ ორ შეხვედრაში, რომელიც მე ვნახე, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. იგი ისევე ახდენდა გუნდის თამაშზე გავლენას, როგორც ამას დიდი ფეხბურთელები აკეთებენ. ვფიქრობ, მან უდიდესი როლი იქონია დღევანდელ დერბიში "იუნაიტედის" ამაღლებულ განწყობაზე."

"გასულ წელს იყო დრო, როცა საქმე რთულად მიდიოდა. მას ვუთხარი, რომ თუ მუშაობას გააგრძელებდა, "იუნაიტედის" წამყვანი ფეხბურთელი გახდებოდა."

"ფელაინის მოედანზე მრავალი სახის სამუშაოს გაწევა შეუძლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დეილი ბლინდის მსგავს ფეხბურთელთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში ყოფნა მისთვის სასარგებლო იქნება, რადგან დეილი დაცვით ფუნქციებს შეითავსებს. "სტანდარტში" მას დეფური, ან ვიტსელი ჰყავდა, რომლებიც მჭიდროდ დგებოდნენ და მას წინ წასვლის საშუალებას აძლევდნენ. "ევერტონში" ასეთი ფეხბურთელი ფილ ნევილი გახლდათ."

"გასულ წელს "იუნაიტედს" ასეთი სტილის ფეხბურთელი აკლდა და მიუხედავად იმისა, რომ მარუანი ფიზიკურად ძლიერია, ის გაცილებით კარგად თამაშობს, როცა მას საყრდენი ნახევარმცველი ეხმარება."

"ამიტომაც, მიხარია, რომ გუნდს შეეგუა და მის დაფასებას იწყებენ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც იმდენ მცდელობას და ფულს ღირდა."
- განაცხადა მოიესმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დღესაც თუ ასე ითამაშებს ხმას აღარ ამოვიღებ. ერთი და ორი მატჩის ჩატარება ყველას შეუძლია, მაგრამ სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ კარგ ფეხბურთელებს. აბა გაგვაჩუმე ფელა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
2 ნოემბერი 2014 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გინდ მოიწონეთ, გინდ არა, მე ფელაინის მჯერა. მერე რა რომ ხე და ბუჩქია, სამაგიეროდ კაი ჩრდილი აქვს
0
№3
ავტორი: Wardell
2 ნოემბერი 2014 16:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აბა ჰე ეხლა ფელა ამდენი კაცი იმედის თვალებით შეგყურებთ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2014 20:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესე გააგრძელოს და ვინ ჩივის ღირდა თუ არა. მოუმატა დ ადღესაც კარგი იყო
0
№5
ავტორი: AkkRed
3 ნოემბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ბუჩქი რო აიქაჩოს მერე რამდენი კაცი გვეჩაგრება sad
0
№6
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბუჩქი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top