თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 14:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 6
5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე
დერბის ისტორია
5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე
დღეს, მთელი საფეხბურთო სამყაროს ინტერესს მიიპყრობს ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მანჩესტერი, სადაც მასპინძელი, პრემიერ ლიგის ჩემპიონი, "სიტი" მიიღებს თანაქალაქელ და ბოლო წლებში მოსისხლე მტრად ქცეულ "წითელ ეშმაკებს".

წლების განმავლობაში დერბის სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. იყო დრო როცა ამ მატჩში წყდებოდა ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა, მაგრამ იყო შეხვედრები რომელშიც ერთ-ერთი გუნდი პრემიერ ლიგაში დარჩენის საკითხს წყვეტდა. ერთი კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, როცა წითლები და ცისფერები ერთმანეთს ხვდებოდნენ მოწყენის საშუალება არც ერთ მათგანს არ ეძლეოდა.

მინდა წარმოგიდგინოთ 5 ფაქტი, დერბის შესახებ, რომლის ცოდნა საჭიროა:

პირველი მანჩესტერული დერბი გაიმართა 120 წლის წინ

5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე


1884 წლის 14 ნოემბერს, "ნიუტონ ჰიტმა", რომელიც შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა გაანადგურა "მანჩესტერ სიტი" ანგარიშით 5-2.

პირველი ტიტული, რომელიც "იუნაიტედმა" მოიგო "სიტის" ფეხბურთელების დამსახურებაა

5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე


მას შემდეგ რაც 1904 წელს "სიტიმ" ინგლისის თასი მოიგო და ერთხელისუფლებიანობა დაამყარა მანჩესტერში, ისინი სკანდალში გაეხვივნენ. აღმოჩნდა რომ ცისფრები არაოფიციაულურად უხდიდნენ თანხას მოთამაშეებს. 16 დამნაშავე ფეხბურთელიდან, რომელთაც აეკრძალათ "სიტიში" თამაში, 4 წამყვანი მოთამაშე "იუნაიტედს შეუერთდა და დაეხმარა გუნდს პირველი ტიტულის მოგებაში 1907/1908 წლებში.

დღეს გასამართი დერბი რიგით 168-ეა

5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე


აქამდე გუნდები ერთმანეთს 167-ჯერ შეხვდნენ, აქედან 69-ჯერ გამარჯვება "იუნაიტედმა" მოიპოვა, 48 მატჩი "სიტის" სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო 50 შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ბოლო 6 შეხვედრაში ცისფრებმა 5 მოიგეს.

დენის ლოუ არ იყო დამნაშავე "იუნაიტედის" გავარდნაში

5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე


1973/74 სეზონში "იუნაიტედი" ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ისინი უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ. ისტორიის თანახმად ბოლოს წინა ტურში, "სიტისთან" შეხვედრაში წყდებოდა მათი ბედი, ცისფრებმა დენის ლოუს, ქუსლით, გატანილი გოლის წყალობით მოიგეს, რომელიც "იუნაიტედის" ლეგენდა არის, მაგრამ იმ სეზონში "ქალაქელების" ღირსებას იცავდა. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად იყო, წითლები მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ იყვნენ, იმისთვის რომ ისინი არ გავარდნილიყვნენ "ნორვიჩს" უნდა დაემარცხებინა "ბირმიმგემი", მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამიტომ გაიტანდა თუ არა დენისი გოლს მნიშვნელობა არ ჰქონდა, "იუნაიტედს" დაქვეითება არ ასცდებოდა.

სერ მეტ ბასბი "სიტიში" თამაშობდა

5 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ მანჩესტერულ დერბიზე


სერ მეტ ბასბის გარეშე არ იქენბოდა "მანჩესტერ იუნაიტედი", ყოველ შემთხვევაში ისეთი როგორი დიდებულიც დღესაა. ბასბი შეუერთდა გუნდს, რომელიც არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო და აქცია ის ინგლისის უდიდეს კლუბად. თუმცა სანამ იგი წარმატებულ დინასტიას შექმნიდა, "ოლდ ტრაფორდზე", 8 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა "სიტის" შემადგენლობაში და 200-ზე მეტი შეხვედრაც ჩაატარა ცისფერი მაისურით.


წყარო:carrick.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვაიმე რამდენი რამ არ მცოდნია და გავიგე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
2 ნოემბერი 2014 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩარლტონი თამაშობდაო? მართალია?
0
№3
ავტორი: Wardell
2 ნოემბერი 2014 15:58
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
DiMaria,
სად ნახე შე კაცო ჩარლტონი? :D :D
0
№4
ავტორი: DiMaria
2 ნოემბერი 2014 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
lashavk6,
უი, მეტ ბასბი უნდა მეთქვა და ეს რა დამემართა. კაროჩე ეგ არ ვიცოდი რა
0
№5
ავტორი: Wardell
2 ნოემბერი 2014 16:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
DiMaria,
ხო რაღაცეები მეც ეხლა გავიგე :))))
0
№6
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძალიან საინტერესო იყო. მადლობა სტატიისთვის ავტორს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top