თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 14:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (მატჩის წინ)
დერბის წინ.
უკანასკნელ წლებში მანჩესტერულ დერბიში ფავორიტის ვინაობა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იცვლებოდა და მატჩის წინა განხილვებში ახლა "სიტი" ფავორიტად მიიჩნევა. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ დასთანხმდება და ისინი "სიტის" სისუსტეების გამოყენებას იმედოვნებენ, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში თავი იჩინა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კრიტიკა და მისდამი სკეპტიკური განწყობა ბოლო ორი წლის მოდად იქცა. ამისთვის კი ობიეტური მიზეზები არსებობს. "წითელი ეშმაკები" ნამდვილად არ განიცდიან სასიამოვნო პერიოდს და არაბალანსირებულ გუნდად გამოიყურებიან, რომელსაც ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო აქვს ძველ პოზიციებზე დასაბრუნებლად. მაგრამ თუ კი ამ კონკრეტულ მატჩს ავიღებთ და თუნდაც ერთი კვირის წინანდელ სატურნირო ცხრილს შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუნაიტედის" კრიტიკა ჩვევად გვექცა, ისინი კი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან მოქმედ ჩემპიონებს, რომლებიც მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ ტოვებენ გასაოცარ შთაბეჭდილებას.

კონკრეტულ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შანსებზე სკეპტიკური ხედვა გამოწვეულია არა მარტო გუნდის უკანასკნელი წარუმატებლობებით, არამედ მანჩესტერულ დერბიში არსებული ტენდენციური ცვლილებებით, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ. გასულ სეზონში, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელი ეშმაკები" ორჯერ უშანსოდ დამარცხდნენ დერბიში. უკანასკნელი 6 შეხვედრიდან "იუნაიტედმა" "სიტის" მხოლოდ ერთადერთხელ მოუგო და ისიც სერ ალექსის კარიერის უკანასკნელ წელს "ეტიჰადზე". სხვა შემთხვევებში "იუნაიტედი" სახლშიც მარცხდებოდა და გასვლაზეც და გარდა იმისა, რომ გუნდის სტაბილურობა არსად ჩანდა, სახიფათოა ბურთების საერთო შეფარდებაც - 6:18 "სიტის" სასარგებლოდ.

თუმცა, იმდენად ხშირად განვიხილავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემებს, რომ უმჯობესია ამჯერად "სიტის" პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც უფრო ახალი და აქტუალურია.

"მანჩესტერ სიტის" პოტენციალი უსაზღვროა და "ქალაქელების" ქომაგებს, რომელთაც მრავლად ახსოვთ "იუნაიტედის" ქომაგთა დაცინვა და დამცირება, შეუძლიათ მყარად სთქვან, რომ გუნდის უკანასკნელი წარმატება მხოლოდ ფულის დამსახურება არ არის. ბოლოს და ბოლოს ლიგის ერთ-ერთ მთავარ მხარჯველს ამჟამად "იუნაიტედი" წარმოადგენს და ის ფაქტი, რომ ადრე ასეთ სახელს "სიტი" ატარებდა, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: იმისათვის, რომ რჩეულთა სიაში შეხვიდე (როგორც "ჩელსიმ" და "სიტიმ" გააკეთა) ან მისგან არ ამოვარდე (როგორც "იუნაიტედი" აკეთებს) საჭიროა დახარჯვა - დახარჯვა მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში, სანამ მთელი სტრუქტურა არ შემუშავდება და კლუბი ახალ, უფრო მყარ ლიანდაგზე არ გადაინაცვლებს.

მაგრამ "სიტის" შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მიუხედავად მოპოვებული ორი ჩემპიონობისა, თასზე გამარჯვებისა და გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლისა, "სიტი" ნამდვილ ევროპულ ტოპ-გუნდად ვერ იქცა. სხვა შემთხვევაში, როგორ უნდა მოახერხო გუნდმა "ცსკა"-სთან მატჩში "ხიმკიზე" ქულების დაკარგვა, როცა ჯგუფში "რომა" და "ბაიერნი" გყავს. როგორ უნდა აიხსნას "ვესტ ჰემთან" წაგება მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემი" მიწასთან გაასწორეს? და ბოლოს - რა მოხდა "ნიუკასლთან" მატჩში სათასო შეხვედრაში, სადაც "სიტი" ნამდვილი მებრძოლი შემადგენლობით თამაშობდა და თანაც არც თუ ძლიერ "ჯორდებთან"? ფაქტი კი ასეთია - რვა დღეში "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში გასვლის შანსები ეჭვ ქვეშ დააყენა, საგრძნობლად ჩამორჩა ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ჩელსის" და გავარდა ლიგის თასიდან.

თითქოს "ქალაქელებმა" საკუთარი თავი, საკუთარი სტილი, საკუთარი სათამაშო სისტემა ჯერ ვერ იპოვეს, თუმცა სწორედ ამისთვის იქნენ დაპატიჟებულნი ჩიკი ბეგირისტაინი და ფერან სორიანო გუნდის არასაფეხბურთო პროცესებისთვის თავის გასართმელად და მანუელ პელეგრინი საფეხბურთო მოედანზე გუნდის თავკაცად. 2012 წელს პრემიერ ლიგაში პირველი თასის აღების შემდეგ რობერტო მანჩინის წინაშე იდგა ყველაზე მარტივი ამოცანა - ტიტულის დაცვა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ძალიან დასუსტებული "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, მაგრამ იტალიელმა ისევე სულელურად წააგო თასი, როგორც წინა წელს მოიგო.

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ დერბის "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო სტაბილურად შეხვდებოდა, ვიდრე "სიტი", მაგრამ "ქალაქელებს" პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი აქვთ. პელეგრინი გაცილებით ძლიერ ფსიქოლოგიურ მწვრთნელად გვესახება, ვიდრე მისი წინამორბედი მანჩინი და მას ნამდვილად აქვს უნარი, გუნდი გამარჯვებულის მენტალიტეტით დამუხტოს.

პელეგრინის საკმაო პრობლემები აქვს, მაგრამ ჯეკოს მიერ მომენტების დაბალი რეალიზაციის უნარი, რომელიც რა თქმა უნდა დროებითია (რატომ გაუშვეს ნეგრედო და დარჩნენ 2,5 თავდამსხმელის ამარა?) ან დაცვის პრობლემები ხანგრძლივ პრობლემას არ წარმოადგენს. "სიტის" დამარცხების შემდეგ სემ ელერდაისმა ღიად განაცხადა, რომ იგი "სიტის" სუსტ წერტილად ახალწვეულ მანგალას მიიჩნევდა, რომელსაც თანაგუნდელები ბედის ამარა ტოვებდნენ და ასეთივე ახალწვეულია ფერნანდოც, რომელსაც ძირითადად ცენტრალური მცველების დაზღვევა ევალება. საკმაოდ უკლო ფერნანდინიომაც, რაც გასაგებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის სახით ბრაზილიელს მოტივაცია აღარ აქვს.

საინტერესო სტატისტიკა

- "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში ედინ ჯეკომ და აგუერომ 4-4 გოლი გაიტანეს.
- პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო 6 დერბიდან "იუნაიტედმა" 5 წააგო.
- იაია ტურემ "იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
- "ეტიჰადზე" გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში უეინ რუნიმ 4 გოლი გაიტანა, მათ შორის 3 გოლი ბოლო 2 მატჩში.
- რუნი მანჩესტერული დერბის საუკეთესო ბომბარდირია - 11 გოლი ყველა ტურნირის ეგიდით და 8 გოლი ჩემპიონატში.
- "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის ბოლო სამი დერბი მოიგო - "ქალაქელებს" ზედიზედ ოთხი დერბი 1970 წლის შემდეგ არ მოუგიათ.
- 2010 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის არც ერთ ფეხბურთელს არ შეუქმნია იმდენი საგოლე მომენტი (389) და არ გაუკეთებია იმდენი საგოლე გადაცემა (41), რამდენიც დავიდ სილვას.
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 9 ტურია ჩატარებული, დავიდ დე ხეა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში ყველა მატჩი ჩაატარა.
- გასული სეზონის სტარტიდან დღევანდელ დღემდე ედინ ჯეკო პრემიერ ლიგის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით 4-4 გოლის გატანა მოახერხა.
- 13 ქულის აღების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო - დევიდ მოიესის დროს "იუნაიტედს" 9 ტურის შემდეგ 14 ქულა ჰქონდა.

საკადრო მდგომარეობა

"ნიუკასლთან" შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" არა მარტო გამოეთიშა გათამაშებას, არამედ ტრავმა მიიღო დავიდ სილვამ და იაია ტურემ, რომელიც ფიტნეს-ტესტის გავლის შემთხვევაში დერბიში ითამაშებს.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" უეინ რუნი უბრუნდება, მაგრამ მწყობრში არ იქნება რადამელ ფალკაო.

ვერ ითამაშებს ვერც ფრენკ ლამპარდი, რომელიც მოულოდნელად "სიტის" ერთ-ერთ ძირითად ფეხბურთელად იქცა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრავმირებულთა სიას ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, ჯესი ლინგარდი და პედი მაკნეირი შეადგენს.

პროგნოზი

რა თქმა უნდა "მანჩესტერ სიტი" ამ თამაშში ფავორიტია, მაგრამ ეს დერბი არ გამოიყურება იმდენად წინასწარ გათვლადი, როგორც წინა წელს გამართული მატჩი. არც "სიტია" ძალიან კარგ ფორმაში და არც "იუნაიტედი" გამოიყურება იმდენად ცუდად, როგორც ეს სეზონის დასაწყისში ჩანდა.

არ უნდა დავივიწყოთ იმის შესახებაც, რომ მოედანზე უეინ რუნი დაბრუნდება, რომელიც მოწყურებულია თამაშს და გუნდს წარუძღვება. თანაც, ნებისმიერი სერია ადრე თუ გვიან სრულდება. ამ წყვილში კი დიდი ხანია ფრე არ დაფიქსირებულა.



წყარო: fapl.ru
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვიდეომ ერთი ორად ამიმაღლა განწყობა. მოკლედ ფრე არ ვიცი და რამე, მაგრამ მოგების არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს. თან ეს სატურნირო მდგომარეობას ისე გამოასწორებს, რომ ოცნებაც ზედმეტია ამაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
2 ნოემბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ვეღარ ვითმენ უკვე გავრბივარ გლდანში lol lol
0
№3
ავტორი: Wardell
2 ნოემბერი 2014 14:58
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
საოცარი მატჩის მოლოდინში ვარ ))))))
0
№4
ავტორი: DiMaria
2 ნოემბერი 2014 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვსო რა, რა კაი ვიდეოა. დედა უნდა ვუტიროთ მაგ ახვრებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top