"მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი დავიდ სილვა ახერხებს მონაწილეობის მიღებას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში.
ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელი და სიტის ერთ–ერთი ლიდერი იყო დაშავებული, მან გამოტოვა მატჩი დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ სამშაბათის ღამეს.
თუმცა, იგი ეტიჰადზე სათამაშოდ უკვე მზადაა. მოგეხსენებათ შარშან, "იუნაიტედის" წინააღმდეგ გამარჯვებაში დიდი წვრილი შეიტანა, მან 112 მატჩის ჩატარება მოასწრო სიტის შემადგენლობაში და 15 გოლი გაიტანა.
ასევე დავამატოთ, რომ სიტის ჰყავს ფეხბურთელები რომლებსაც ასევე ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ ესენია: ჯეიმს მილნერი, ალექსანდრე კოლაროვი და გაელ კლიში. სიტი დიდი ამოცანის წინაშე დგას, სილვას თამაშს შეიძლება დიდი პრობლემები მოყვეს და ტრავმა გაუარესდეს , ითამაშებს თუარა კვირას საღამოს სილვა, მალე შევიტყობთ.