თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 20:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1993,
კომენტარები: 6
რობსონი დერბის მიმოიხილავს
ბობი რობსონი ხვალინდელი დერბის შესახებ.
რობსონი დერბის მიმოიხილავს
ბობი რობსონს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" დერბიში სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვა "სიტის" თავდასხმას გაუმკლავდება.

"წითლების" ლეგენდას არასდროს წაუგია "ქალაქელების" წინააღმდეგ და სჯერა, რომ "ეტიჰადზე" მარცხს ლუი ვან გაალის შეგირდებიც აარიდებენ თავს.

"თუ აგუერო ფორმაში იქნება დაცვა მის წინააღმდეგ განსაკუთრებით უნდა მოემზადოს, თუ არ იქნება - ეს დიდი პლუსია. ჯეკოც ძალიან სახიფათოა, ხოლო სილვა - მითხრეს რომ იგი ვერ ითამაშებდა, რაც ასევე დიდი პლუსია. ასე რომ, თუ თავს კარგად დავიცავთ, "სიტი" აუცილებლად გაუშვებს გოლს."

"იქნები მაღალი დონის გუნდი თუ ჩემპიონი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შენ გოლს მაინც გაუშვებ და ჩვენ თავდასხმას ნამდვილად აქვს გატანის უნარი. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ამ მატჩს ნახევარდაცვის ბრძოლას ვუწოდებთ, მე ვიტყოდი ეს არის თავდამსხმელებისა და მცველების ბრძოლა"

"ვფიქრობ, ეს მჭიდრო თამაში იქნება. არამგონია თამაში გახსნას "სიტიმ", როგორც ამას ბოლო რამდენიმე მატჩის დროს აკეთებდა."

"გამომდინარე იქიდან, რომ გუნდს მებრძოლი სული აქვს და სურს "სიტი" დაჯაბნოს, ვფიქრობ ჩვენ ამ მატჩისგან ქულას წამოვიღებთ."
- განაცხადა რობსონმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 ნოემბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დაცვამ რამე არ იკისროს და უეჭველი 4.3 კუშიიიიიიიი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 20:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გოლის გატანის მეც მჯერა, მაგრამ აი თავდაცვისა რა ვთქვა. ძალიან ბევრ პრობლემებს შეგვიქმნიან როგორც ფიზიკურად და სტანდარტულებზე, ისე ინდივიდუალური კუთხით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხვალ მოგება ცხრილშიც წაგვწევდა საკმაოდ წინ და სიტის დამარცხება დიდი სტიმული იქნებოდა გუნდისთვის

სიტი მეორე ნომრად არ ითამაშებს დ აარც ბურთს დაგვითმობს, ორმხრივი შეტევები იქნება და გაიხსენაბ კიდეც სიტი. აგუეროს გაჩერება გაგვიჭირდება მარა იმედია მოავხერხოთ.
0
№4
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოიგეთ და გამახარეთ რა ბიჭებო. ძალიან მინდა და მინდა და მინდააა
0
№5
ავტორი: Mufc7
1 ნოემბერი 2014 21:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
1-2 ვიგებთ ამ თამაშს:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 21:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top