თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 20:35
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1643,
კომენტარები: 9
"იუნაიტედის" შანსები "სიტისთან" შეხვედრაში მაღალია
"სიტი" - "იუნაიტედი"
მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ყველა მატჩის ნახვის შემდეგ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა რომ გუნდი მატჩიდან, მატჩამდე უკეთესი ხდება - ლუი ვან გაალის ნამუშევარი თვალნათლივ ჩანს. ლონდონელებთან ჩატარებული მატჩი, უდავოდ ყველაზე რთული გამოცდა იყო მათთვის. დაფიქსირებული ფრე კი სრულიად სამართლიანია და არც ერთი მხარე დარჩენილა შედეგით უკმაყოფილო.

"იუნაიტედმა" ძალიან კარგად ითამაშა, ჩანს რომ მათ დაიბრუნეს თავდაჯერება. თუმცა ჩემი აზრით ხუან მატამ და ადნან იანუზაიმ არცთუ კარგი მატჩი ჩაატარეს. ისინი ძალიან ბევრ დროს ხარჯავდნენ გადაწყვეტილების მისაღებად, ბურთს 5-6 ჯერ ეხებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებდნენ შეტევას. ეს იყო ნელი, მძიმე ქმედებები. თუკი შეადარებთ მათ თამაშს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებისას, "ლივერპულის" და "ბარსელონას" წინააღმდეგ თქვენ მიხვდებით თუ რაზე მაქვს საუბარი. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა რომ, "ჩელსის" მცველები თითქმის სიარულით ბრუნდებოდნენ უკან და ასწრებდნენ ყველა პრობლემური ზონის გადაკეტვას. ეს არის ის, რაც უნდა გამოსწორდეს.

დადებით მომენტად იქცა მარუან ფელაინი, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სხვათაშორის მეორე ზედიზედ. ჩანს რომ ბელგიელმა თავისი თავი იპოვა გუნდში და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გახდა. დევიდ მოიესი მას ჩამშლელად იყენებდა, ხოლო ლუი ვან გაალმა მას შესთავაზა ეთამაშა მაღალი პრესინგი, რამაც გაამართლა. სესკ ფაბრეგასი მთლიანად განეიტრალებული იქნა, ხოლო თავად მარუანმა ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. გაირბინა რა 12 კილომეტრამდე და თითქმის არ წაუგია მეორე სართულზე ორთაბრძოლა.

უკვე დადასტურებულია რომ უეინ რუნი, რომელმაც 3 მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, გუნდს დაუბრუნება და კიდევ უფრო გააძლიერებს მას. კაპიტანი, ლიდერი, მებრძოლი - ეს უეინია. ვწუხვარ რომ, მასთან ერთად ვერ დაბრუნდება რადამელ ფალკაო, რომელსაც ისევ ტრავმა აწუხებს.

დღევანდელი "მანჩესტერ სიტი" გაცილებით სუსტი გუნდია ვიდრე "ჩელსი". მანუელ პელეგრინისგან არავინ ელის რაიმე განსაკუთრებულს, როგორც ეს მოურინიოს შემთხვევაში იყო. რასაც ხედავთ - სწორედ ის ხდება, "ქალაქელების" თამაშის წინასწარმეტყველება ადვილია. თუკი დაკვირვებით უყურებთ და განიხილავთ მათ მიერ, ბოლო, რამდენიმე ჩატარებული მატჩის ჩანაწერს - საშინაო დავალება მზად გაქვთ, თქვენ მზად ხართ. მთავარია "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მწვრთნელის დარიგებები ზედმიწევნით შეასრულონ და ფიზიკურად მზდ იყვნენ სრული მატჩის სათამაშოდ.

"იუნაიტედის" შანსები "სიტისთან" შეხვედრაში მაღალია


ასევე, "სიტის" თამაშების შემხედვარე, ჩემთვის ჩავინიშნე, საერთოდ არ ვარ აღფრთოვანებული ჯო ჰარტის თამაშით. არ ვიცი, უყურეთ თუ არა ინგლისური ფეხბურთის განხილვას. უბრალოდ გეტყვით რომ გადაცემაში, ბრედ ფრიდელმა გაანალიზა და გააკრიტიკა ჰარტი, საერთოდაც ეჭვი შეიტანა მის მაღალ კლასში. ამ კაცმა კი თავისი საქმე ძალიან კარგად იცის! ასე რომ, თუ შევადარებთ გუნდების შემადგენლობებს, მეკარის პოზიციაზე, "იუნაიტედის" დევიდ დე ხეა აშკარად სჯაბნის თავის ვიზავის.

მთლიანად, "იუნაიტედი" მხოლოდ დაცვის ხაზით თუ ჩამოუვარდება მეტოქეს. სტაბილური, გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მცველების შედარება, ლუი ვან გაალის ექსპერიმენტურ უკანა ხაზთან უბრალოდ არ შეიძლება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ "სიტის" მცველები არ სცოდავენ, პირიქით მათ სეზონის განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვეს. ამიტომ თამაში შეიძლება თანაც თამამად.

ახლა კი შევაჯამებ, ჩემი აზრით, "იუნაიტედს" დერბიში წარმატების მიღწევის ძალიან მაღალი შანსი აქვს. ლუი ვან გაალს უბრალოდ შეუძლია გადაუაროს თავის მეტოქეს, პირად დუელში. და კიდევ, ჩანს რომ გუნდი მზადაა დიდი მატჩების სათამაშოდ, სადაც მხოლოდ ოსტატობა არ კმარა და მებრძოლი ხასიათის გამოვლინებაც საჭიროა.


წყარო: carrick.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 ნოემბერი 2014 20:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კაი სტატიაა.. დამევასა..საღოლ ავტორ...
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 20:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ სტატიის ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ იანუზაის და მატას ყოყმანობას აბრალებს. როცა ისინი იღებდნენ ბურთს შეტევაში, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ იხსნებოდა ისე, რომ ერთი შეხებით გადაეწოდებინათ პასი. ჩელსის დაცვა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს კეტავდა. ერთხელ მოახერხა იანუზაიმ პერსისთვის მიწოდება მაგრამ... ასე რომ ეგ ყოყმანობა აუცილებელიც კი იყო. დაუფიქრებლად პასის გაკეთება მხოლოდ ბურთის დაკარგვაა და მორჩა.

სიტის დაცვას რაც შეეხება მაქ ახალწვეული მანგალა მოიკოჭლებს ჯერ-ჯერობით, მარა მგონია, რომ ახლა დემიკელისს დააყენებს მანუელი. ძალიან ბევრს სცოდავს ელიაკიმი და ჯერ შესაგუებელია გუნდზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 20:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაღაც ყველაფერი ძალიან გაზვიადებულია. არამგონია სიტის ეტიჰადზე გადავუაროთ, აი ნაღდად არ მგონია და უმძიმესი თამაში იქნება

თუკი შეადარებთ მათ თამაშს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებისას, "ლივერპულის" და "ბარსელონას" წინააღმდეგ თქვენ მიხვდებით თუ რაზე მაქვს საუბარი


აი ამ ჩამონათვალში ლივერპული რატო მოიყვანა მაგალითად არ მესმის
0
№4
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
ანუ "რეალი" ლივერპულის თამაში თქვა რა. ლივერულთან თამაშში სწრაფად ეხებოდნენ ბურთებსო, თორემ ლივერპული კი არ თამაშობსო მასე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
დემიკელესი დააყენა ეგერ ნიუკასლთან და ვისაც არ დაეზარა ყველამ გაასწრო :D :D :D

მოკლედ მინუსები აქვთ თან ბევრი და უნდა გამოვიყენოთ
0
№6
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
lashavk6,
სამაგიეროდ მანგალა ზანგია
0
№7
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დე ხეა როგორ მეცოდება ამ დაცვის ხელში ვერ ეღირსა 50-ე მშრალი თამაში (((( ე ბიჯო ხვალ მაინც ქენით რამე :D :D

DiMaria,
ზანგია თუ ზანგისაა? რომელს გულიხმობ? :D :D
0
№8
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 21:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაგრად მჯერა რომ მოვიგებთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: red devil
2 ნოემბერი 2014 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მეკარით ნაღდად ვჯობივართ ნახევარდაცვით თუ ვაჯობებთ თამაში ჩვენია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top