თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 20:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1785,
კომენტარები: 8
დი მარია და როხო საბალეტას შეხვდნენ
"წითელი" არგენტინელები საბალეტას შეხვდნენ.
დი მარია და როხო საბალეტას შეხვდნენ
მარკოს როხო და ანხელ დი მარია პირველი მანჩესტერული დერბის მოლოდინში არიან და მათი განცხადებით ისინი მზად არიან კვირის მატჩში მოსალოდნელი დაძაბულობისთვის.

არგენტინელი ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედის" საქალაქო ფონდის ღონისძიებაზე თანამემამულე საბალეტას შეხვდნენ.

"რა თქმა უნდა ერთმანეთს მივესალმებით და ხელს ჩამოვართმევთ. ძალიან გვიხარია, რომ მანჩესტერში ერთმანეთის სახით კარგი მეგობრები გვყავს. როცა არგენტინის ფარგლებს გარეთ იმყოფები, კარგია რომ მეგობრები გყავს. მაგრამ მატჩის დროს ეს მეგობრობა მეორე პლანზე გადადის, რადგან ყველაფერი მაისურზეა დამოკიდებული. ისინი "ცისფერები" არიან, მე კი "წითელი" ვარ და ჩვენი მეგობრობა მატჩის მსვლელობისას შეწყდება. მაგრამ მოედანს გარეთ მათთან ურთიერთობა მახარებს."

"დერბი ყოველთვის დაძაბული გამოდის, რადგან ქალაქის ორ გუნდს შორის დიდი პაექრობაა. ისინი მონდომებულნი არიან და მგზნებარე ატმოსფეროს ქვეშ თამაშობენ, რასაც ქომაგები და სტადიონი ქმნის. იმედი მაქვს, კვირას ბედნიერები დავბრუნდებით."
- განაცხადა დი მარიამ.

დი მარიას მსგავსად მარკოს როხოც ყველაფერს გააკეთებს, რათა ლუი ვან გაალის შეგირდები "ეტიჰადიდან" ბედნიერები დააბრუნოს.

"ძალიან რთულია სერხიოს წინააღმდეგ თავდაცვა. ყველასთვის ცნობილია, რამდენად სწრაფია იგი და როგორ საფრთხეს წარმოადგენს. სახიფათო პოზიციაში შესვლაში ძალიან კარგია. ძალიან ყურადღებით და დაკვირვებით უნდა უყურო მის მოქმედებას და მუდამ იცოდე სად დგას, ან სად დადგება. ეს კი მთელი 90 წუთის განმავლობაში უნდა აკეთო."

"საკვირაო შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვება თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგვეხმარება და ქულების დაგროვებისკენ გზას გაგვიკვალავს."
- განაცხადა როხომ.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 20:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როხო, როხო. იმედია შეცდომებს შეამცირებ, თორემ აგუერო მართლა არ გვაპატიებს არაფერს. ნებისმიერ მდგომარეობიდან შეუძლია სახიფათო მომენტის შექმნა და მისი შეჩერება ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს, თუმცა არა ისეთი, რომ სხვები გამოგვრჩეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 20:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როხო areyoukiddingme ხვალ იმედია მართლა კარგად ითამაშებს. უმნიშვლოვანესი თამაში ელის

დიდად არ მაქვს ამის იმედი მარა ვნახოთ
0
№3
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რავი ერთი-ერთზე მე მომწონს როხო, მარა პოზიციურად ცდება ხოლმე და ვნახოთ ვნახოთ რა იქნება
0
№4
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხელში რამე არ ჰქონდეს საბალეტას და არაფერი დაგმართოთ. დი მარია, შენ უნდა აწვალო პაბლო. სისწრაფეში არამგონია გაჯობოს.
0
№5
ავტორი: Esi
1 ნოემბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აუუუუუუუ ხვააააალ სიტი უნდა დავდოთ იპონზე lol
0
№6
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 21:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დი მარიას გამონათების დროა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Malboro463
1 ნოემბერი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
00:20 ზაბალეტას უკან რო ბიჯია ველბეკს როგორ გავს
0
№8
ავტორი: red devil
2 ნოემბერი 2014 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აგუეროს თუ გავაჩერებთ ჩვენია თამაში სილვა და ტურე თუ არ იქნებიან კიდე მთლად უკეთესი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top