თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 20:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1626,
კომენტარები: 5
კოული რუნის შესახებ
ენდი კოული რუნის შესახებ საუბრობს.
კოული რუნის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელს, ენდი კოულს სჯერა, რომ უეინ რუნის დაბრუნება "მანჩესტერ სიტისთან" დიდი დახმარება იქნება.

რუნიმ "იუნაიტედის" უკანასკნელი სამი შეხვედრა "ვესტ ჰემთან" მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა.

ლუი ვან გაალმა პირობა დადო, რომ რუნი "ეტიჰადზე" სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა და კოულს სჯერა, რომ უეინი დერბიში თავის გუნდს ღირსეულად წარუძღვება.

"უეინი თავისი თამაშის მიხედვით სამაგალითო ლიდერია. ხალხი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას მატჩის დროს მისი მუშაობის უნარზე. მათ შეუძლიათ მხოლოდ მიბაძონ უეინს გარჯაში. რუნისთვის დერბიში დაბრუნება დამატებითი მოტივია და ამას მოუთმენლად ელოდება."

"ძალიან რთულია ასეთი მნიშვნელობის მქონე მატჩში დაბრუნება. თავდამსხმელს გოლის გატანა სურს და თუ ვერ გააქვს გოლი მას ჰგონია, რომ მატჩს არასათანადოდ მოერგო. ის სამი გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ უბრუნდება გუნდს, ასე რომ, შესაძლოა მან მოსალოდნელზე სწრაფად გააკეთოს ყველაფერი, მისი გამოცდილება კი მატჩისთვის კარგად მომზადებაში დაეხმარება. ეჭვგარეშეა, თუ იგი გოლს გაიტანს, ძალიან ბედნიერი იქნება."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 20:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეჭვგარეშეა, თუ იგი გოლს გაიტანს, ძალიან ბედნიერი იქნება."


სუპერ ლოგიკა. გოლის გატანა ვის წყინს აბა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 20:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნისთვის არ იქნება რთული დაბრუნება, რუნი ვაბშე სხვა მასტია და პირველ რიგსი გუნდზე ფიქრობს და არა იმაზე რო გოლი გაიტანოს
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 ნოემბერი 2014 20:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მთავარია 3 ქულა wink2
0
№4
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არასდროს მინახავს რუნის ეწუწუნოს ან ცუდი რეაქცია ჰქონოდეს ვერ გატანილი გოლის გამო. ამას მხოლოდ მაშინ ნანობს, როცა გუნდი ვერ იგებს და თუ მოიგებს სულ არ კიდია
0
№5
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან გამხეცებული იქნება რუნი ჩემი აზრით ხვალ და მუხტსაც მთელ გუნდს გადასდებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top