თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 18:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2820,
კომენტარები: 11
წითლიდან, ცისფრამდე: ხელისუფლების ცვლის 6 ეტაპი მანჩესტერში
"სიტი" - "იუნაიტედი"
წითლიდან, ცისფრამდე: ხელისუფლების ცვლის 6 ეტაპი მანჩესტერში
პრემიერ ლიგის ცხრილში მანჩესტერის ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა, თუმცა მანუელ პელეგრინის გუნდი რიგით 168-ე დერბის ფავორიტის და ჩემპიონის რანგში ხვდება, დღესდღეობით ცისფრები ქალაქის უძლიერეს გუნდად ითვლებიან.

მოვლენების ასეთი განვითარება თითქმის წარმოუდგენელი იყო ექვსი წლის წინ, როცა "სიტი" მუდამ მეზობლების ჩრდილში ექცეოდა. როდესაც "იუნაიტედი" ტიტულების კოლექციას თითქმის ყოველწლიურად ზრდიდა, "არწივების" ცხოვრება ტრაგიკომედია იყო.

ყველაფერი შეიცვალა 2008 წელს, როდესაც Abu Dhabi United Group-ის მფლობელმა, შეიხმა მანსურ იბნ ზაიდ ალნ-ნახიანმა თავისი კაპიტალის ნაწილი ჩადო გუნდში და დასახა განვითარების მრავალწლიანი პროექტი.

თუ "სიტის" სურდა ინგლისის დაპყრობა, მათ უნდა შეერჩიათ გუნდი, მტერი, რომელთა დამარცხებაც ყველაზე მეტად სურდათ. თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონმაც იგივე გააკეთა, როდესაც ომი გამოუცხადა "ლივერპულს" და მიზნად დაისახა მათი განადგურება. "სიტის" შორს წასვლა არ მოუწია, მეზობლად მშვენიერი გუნდი ყავდათ.

ხელისუფლების შეცვლა მანჩესტერში ერთ დღეში არ მომხდარა, ქალაქმა გაიარა 6 ეტაპი :

2009 წლის 14 ივლისი, კარლოს ტევესის გაფორმება

წითლიდან, ცისფრამდე: ხელისუფლების ცვლის 6 ეტაპი მანჩესტერში


პირველი "გასროლა" განხორციელდა მაშინ, როდესაც ცისფრებმა მოულოდნელი შეთავაზება გაუკეთეს მეზობლებს არგენტინელის თაობაზე და შესთავაზეს მათ 25 მილიონი ფუნტი.

ტევესი არ ყოფილა იმ წელს "სიტის" ერთადერთი შენაძენი. მიუხედავად ადებაიორის და ჯო ლეონ ლესკოტის გამფორმებისა, შესაბამისად "არსენალიდან" და "ევერტონიდან", გაზეთების ყდები მაინც არგენტინელის ფოტოებით იყო აჭრელებული.

კარლოს ტევესი არ ყოფილა "იუნაიტედის" პირველი მოთამაშე, რომელმაც ქალაქის ორივე გუნდში ითამაშა, თუმცა პეტერ შმეიხელმაც და ენდი კოუმლმაც თავისი სათამაშო ითამაშეს "იუნაიტედში" და მხოლოდ ამის შემდეგ მოირგეს ლურჯი ფორმა. კარლოსის შემთხვევა კი განსხვავებული იყო, ფერგიუსონს ძალიან მოსწონდა სამხრეთ ამერიკელი და სურდა კიდევ დაეტოვებინა გუნდში. ტევესმა თავის 2 წლიანი "ეშმაკობის" განმავლობაში პრემიერ ლიგის 2 და ჩემპიონთა ლიგის 1 ტიტული მოიგო. 97 მატჩში მან 34 გოლის გატანა მოახერხა.

"წითლების" გულშემატკივრებმა მოსთხოვეს სერ ალექსს ყველაფერი ეღონა არგენტინელის შესანარჩუნებლად, შემდეგ კი განაცხადდეს, რომ ეს პროტესტი არანაირად არ ეხებოდა კარლოს ტევესს. ყველაფრის მიუხედავად, ყოფილი ეშმაკი ლურჯ ფონზე გამოჩნდა, "სიტის" ფინანსურ დეპარტამენტის შენობაზე, წარწერით "კეთილი იყოს შენი მობრძანება მანჩესტერში".

2011 წლის 16 აპრილი: ინგლისის თასის ნახევარფინალი

დერბიში გამარჯვება "სიტისთვის", ადრე ნიშნავდა მონობისგან მცირე ხნით თავის დაღწევას, რა თქმა უნდა, სიხარულის საფუძველი იყო, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით გრძელდებოდა.

ხოლო ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. "უემბლიზე" გამართული მატჩი მნიშვნელოვანი იყო, თან როგორი: გამარჯვებული გათამაშების ფინალში გადიოდა და თითქმის განაღდებული ჰქონდა ტიტული, რადგან ოპონენტი "სტოკსა" და "ბოლტონს" შორის გამარჯვებული იქნებოდა. "სიტისთვის" ეს იყო შანსი შეეწყვიტა 34-წლიანი მშრალი სერია (ტიტულების).

"წითელი ეშმაკებისთვის" ტიტულის მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, მეზობლების თავის ადგილზე "მოსმა".

"იუნაიტედმა" თამაში აგრესიულად და ენერგიულად დაიწყო. დიმიტარ ბერბატოვს უკვე მცირე დროის შემდეგ რამდენჯერმე შეეძლო თავის გამოჩენა და ანგარიშის გახსნა, მაგრამ რაც დრო გადიოდა თამაშიც და "სიტიც" წყნარდებოდა. გავრცელდა ხმები თითქოს, შესვენების დროს ვინსენტ კომპანიმ მანჩინის სთხოვა სამწვრთნელო შტაბს მოტივაციის მიზნით სიტყვით გამოსულიყო.

არავინ იცის რა თქვა კაპიტანმა იმ დროს, მაგრამ მთავარი ისაა რომ ამან იმოქმედა. "სიტიმ" დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მეორე ნახევარი. იაია ტურემ შესანიშნავი მოძრაობებით "იუნაიტედის" დაცვის ხაზი გაიარა და გამოზომილი დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ თამაშის სადავეებს "ცისფრები" დაეუფლენ, თამაშის ბედი კი მაშინ გადაწყდა, როდესაც მოედანი პოლ სქოულზმა დატოვა წითელი ბარათის მიღების გამო.



2011 წლის 23 ოქტომბერი: 6-1

გილ სკოტ-ჰერონი აღმოჩნდა არასწორი - რევოლუცია გააშუქეს, გააშუქეს მილიონი გულშემატკივრისთვის, რომლებმაც იხილეს არარეალური სანახაობა: "იუნაიტედი" განადგურდა და მიწასთან გასწორდა თავისივე მოედანზე.

გულგრილმა მარიო ბალოტელიმ მოახერხა და გახსნა ანგარიში 22-ე წუთზე. აღნიშვნის დროს გამოაჩინა ცნობილი ფრაზა და თავი წარმოაჩინა როგორც იტალიელი ერიკ კანტონა. ამას ისიც დაემატა რომ, ჯონი ევანსმა მაიკის მოქაჩვის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა.

და მაინც არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას: უზუსტესი პასები და მოძრაობები, სტუმრების დომინიერება და დირიჟორი დავიდ სილვა ამ ორკესტრის სათავეში.

პირდაპირ სახლში, "წითელი ეშმაკი" იქნა განადგურებული და გაგზავნილი სამუდამო განსვენებაში.

2012 წლის 8 იანვარი: ინგლისის თასის მესამე რაუნდი

შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რომ ამ ჩამონათვალში გამოჩნდა სიტის მარცხი, მითუმეტეს ასეთი წინააღმდეგობის დროს, მაგრამ "სიტის" გულშემატკივართათვის სწორედ ეს მატჩი გახდა კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი, ისინი მიხვდნენ, რომ ახლა მათი გუნდი არის გოლიათი.

რობერტო მანჩინიმ, არც ისე ძლიერი შემადგენლობა შეარჩია ამ მატჩისთვის, მაშინ როცა წითლები მზად იყვნენ შეეჭამათ მეტოქე, განსაკუთრებით სერ ალექსის მატჩის წინა დარიგების შემდეგ.

"იუნაიტედმა" ძალიან კარგად დაიწყო მატჩი და მალევე უეინ რუნიმ თავურით შეძლო წითლების დაწინაურება, ამის შემდეგ იყო სადავო ეპიზოდი, რომლის დროსაც მოედნიდან გაძევებული იქნა ვინსენტ კომპანი.

"იუნაიტედმა" შესანიშნავად გამოიყენა რიცხვობრივი უპირატესობა და პირველივე ტაიმში სამ ბურთიანი უპირატესობი მოიპოვა.

შესვენების დროს "ეტიჰადის" ერთი მხარე განადგურების მოლოდინში იყო, ხოლო მეორე სიხარულისგან მღეროდა. მას შემდეგ რაც გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ რაღაც უცნაური მოხდა. კაცნაკლულმა "სიტიმ" მთელი ძალები მოიკრიბა და ბრძოლა გააჩაღა. მიკა რიჩარდსი თითოეული მეტრისთვის თავს სწირავდა. აგუერო კი მზად იყო მარტო დაემარცხებინა მთელი "იუნაიტედი".

შედეგად "არწივებმა" ორი ბურთის გატანა მოახერხეს. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ძლივს-ძლივობით მიაღწიეს საფინალო სასტვენამდე და გახარებულები იყვნენ რომ დამატებითი დროის გარეშე ჩაიარა მატჩმა.



2012 წლის 30 აპრილი: მატჩი ჩემპიონობისთვის

"იუნაიტედმა" 8 ქულიანი უპირატესობა გაუშვა ხელიდან და ისე გაემგზავრა "ეტიჰადზე" სათამაშოდ. მათ იცოდნენ რომ თუ დამარცხდებოდნენ "სიტი" დაეწეოდა მათ ქულებში, ხოლო ბურთების უკეთესი შეფარდების გამო წინაც გაიჭრებოდა.

ამ მატჩის შემდეგ მხოლოდ ორი ტური რჩებოდა და დანამდვილებით შეიძლებოდა ამ შეხვედრისთვის, საჩემპიონოს დარქმევა.

ეს შესაძლოა ყოფილიყო სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო წელი, მწვრთნელის ამპულაში, თუკი მისი გუნდი "სიტის" 44 წლიან ტრადიციას გააგრძელებდა და ამჯერადაც არ მისცემდა შანსს თანაქალაქელებს, დაუფლებოდნენ პრემიერ ლიგის ტიტულს.

თუმცა ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. შესაძლოა წარუმატებლობის მიზეზი გახდა არასწორად შერჩეული შემადგენლობა. მხოლოდ ერთი თავდამსხმელით თამაშით სერ ალექსმა თვითონვე დაასუსტა თავისი გუნდი.

ფეხბურთის ღმერთის, დიეგო მარადონას და უამრავი გულშემატკივრის თვალწინ "სიტიმ" დამაჯერებელი და ძალიან კომფორტული გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად ანგარიშისა, 1-0.

წითლიდან, ცისფრამდე: ხელისუფლების ცვლის 6 ეტაპი მანჩესტერში


2013 წლის 22 სექტემბერი: მოსალოდნელი 4-1

პრემიერ ლიგის დაარსების შემდეგ, "სიტის" სტატისტიკა დერბიში რბილად რომ ვთქვათ ცუდი იყო. მაგრამ ახლა პირველად, გუნდებმა შეიცვალეს ადგილები: ცისფრებმა მატჩი დაიწყეს აშკარა ფავორიტის რანგში და თავს გრძნობდნენ ძალიან კომფორტულად მოედანზე.

დევიდ მოიესის ხელში კრიზისი უკვე ძალიან საგრძნობი და ძლიერი იყო. "არწივებმა" გაანადგურეს მეტოქე და შესაძლოა სხვაობა უფრო დიდი ყოფილიყო ანგარიშში, რომ არა მასპინძელთა მხრიდან ტემპის დაგდება.

დიდი მოლოდინის მქონე დაპირისპირება მოედნის ცენტრში იაია ტურესა და მარუან ფელაინის შორის მითად დარჩა მათ კლასს შორის სხვაობის გამო. სერხიო აგუერო მთელი მატჩის განმავლობაში გაურბოდა "იუნაიტედის" ვეტერან რიო ფერდინანდს.

"ცისფრების" ასეთი გამარჯვებები ადრე ძალიან იშვიათი და ლეგენდარულიც კი იყო მათთვის. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და "სიტი" ბევრად უკეთესი გუნდია. ეს მათ ისტორიაში საუკეთესო ეპოქაა.



წყარო:carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
1 ნოემბერი 2014 18:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ai naxaven male vin aris iunaitedi
0
№2
ავტორი: Esi
1 ნოემბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დროა ხვალ შევახსენოთ მთელ მანჩესტერს, რომ მანჩესტერი წითელია am am
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაგარი სიახლეა და გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ.

ტევესის გადაყვანა მართლაც გათვლილი იყო უფრო მეტად გამწარებაზე, ვიდრე საჭიროებაზე. რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ არაფერში სჭირდებოდათ, მაგრამ ჩემი აზრით მეორე სახის დანიშნულება უფრო მეტად ჰქონდა. თანაც წარწერა: „welcome to manchester" მხოლოდ ამაზე მეტყველებს.

დერბიში გამარჯვება "სიტისთვის", ადრე ნიშნავდა მონობისგან მცირე ხნით თავის დაღწევას


მართლა ასე იყო, მაგრამ დღევანდელ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ფული განაგებს ფეხბურთში ძლიერის ვინაობას, ხოლო ვისაც ფული არ აქვს ის უბრალოდ იბრძვის. ამ მიზეზის გამო სიტის მსგავს გუნდებს არასდროს დავაფასებ. (იმიტომ არა, რომ თანაქელები არიან.)

6-1-ს შესახებ საუბარიც არ ღირს. ეს იყო დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ხანდახან ფერგიუსონსაც შეიძლება მოუვიდეს სასწაული. თავისთავად ნიშნავს ეს იმას, რომ "იუნაიტედიც" ერთხელ ნადგურდება. მაგრამ საპასუხოდ, ჩვენ არასდროს ვნებდებით და ეგაა მთავარი.

მესამე რაუნდის თამაშში მართლაც განადგურებას ან, როგორც მინიმუმ უპირატესობის შენარჩუნებას ველოდი, მაგრამ სიტიმ გვაჩვენა, რომ მათში არის რაღაც სულისკვეთების მსგავსი, რაც ძალიან უსიამოვნოა.

მატჩი ჩემპიონობისთვის. კომპანის თავური. მოლოდინი იმისა, რომ თუ არ წავაგებთ ჩვენ ჩემპიონები გავხდებით. მოლოდინი იმისა, რომ უდიდეს უპირატესობას ვფლობთ და რვა ქულას არ გავანიავებთ, ერთ მატჩში გაქრა. არასტაბილური გუნდი სტაბილურობას ეწია, ხოლო სტაბილური არასტაბილურმა ჩაანაცვლა. იმედის გაცრუების პერიოდი იყო.

მოსალოდნელი 4-1 კი მართლაც მოსალოდნელი მარცხი იყო, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა ალტერნატიული ვარიანტი. არ ღირს მასზე საუბარი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 19:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაია ლაშა good2 მაგრად მომწონს ეს საიტი ძაან მაგარი სიახლეები იდება აქედან ჩვენთანაც

6–1 მერე თასზე 3–0 რომ ვიგებდით როგორ მეგონა რო გადავუვლიდით მაგ თამაშში და რევანშს ავიღებდით. ძლივს მოვახერხეთ მოგება მანდაც, 10 კაციანმა სიტიმ იმენა გადაგვირბინა და აგუეროს იმენა ვერ აჩერებდნენ. წაგების მიუხედავად მანდ გამოჩნდა ზუსტად ამ გუნდის სიძლიერე

თუმცა დღეს ისევ ისე აღარაა, გუნდიც გაძლიერდა და ტურე რომ გვირბენდა ზედ არამგონია ეგრე გაუქაჩოს ამათაც
0
№5
ავტორი: AkkRed
1 ნოემბერი 2014 19:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
რუნის მაკრატელა რატო არ დადე?
0
№6
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2014 19:13
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
გიორგი,
აშკარად მე დავწერე ეს სიახლე :D :D :D მარა ეგ არაფერი
0
№7
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ეგ ლაშას ჰკითხე ენასწრაფო. აქ მხოლოდ ცუდზეა ყურადღება გამახვილებული და მაგიტომ არ იქნებოდა შეყვანილი რუნის მაკრატელა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2014 20:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
lashavk6,
areyoukiddingme წეღან გიოს სახელი იყო ან მომეჩვენა wink ამან გააზიარა ფეისბუქზე დ აშეიძლება არც დავაკვირდი, სულ ეს წერს ესეთებს, მომიტევეთ wink
0
№9
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
ხოოო გიომ გამაპიარა თორემ ჩემი სიახლე იყო :D :D :D ეგ არაფერი ხდება ხოლმე მთავარია წაიკითხოს ბევრმა და სულ არ დავეძებ :D
0
№10
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იმ 23 ოქტონბრიდან მოყოლებული დღემდე რევანშის მოლოდინი მკლავს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top